„თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 83
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 06/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 010210060.74.086.016083
83
06/10/2025
ვებგვერდი, 07/10/2025
010210060.74.086.016083
„თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №83

2025 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.     
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს  №10  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016010) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტის  „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) კომერციული დავები (ამ დადგენილების მიზნებისთვის, კომერციულ დავას წარმოადგენს და მხოლოდ ამ ქვეპუნქტს განეკუთვნება ნებისმიერი სამოქალაქო-სამართლებრივი კატეგორიის ქონებრივ-სამართლებრივი დავა, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500 000 ლარს); სამეწარმეო-სამართლებრივი დავები (მათ შორის – იურიდიული პირების რეგისტრაცია-მართვასთან დაკავშირებული საქმეები და გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოება); გამარტივებული წარმოების საქმეები; შრომითი სამართლებრივი დავები; მუშაკის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული დავები; სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული დავები; პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული დავები; ინტელექტუალურ-სამართლებრივი დავები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV1 თავით გათვალისწინებული წარმოების საქმეები;“.

მუხლი 2.    
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანივასილ მშვენიერაძე