„№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1116
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017600
1116
08/10/2025
ვებგვერდი, 08/10/2025
100020020.22.027.017600
„№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1116

2025 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 08/09/2023, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.027.017417) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 2. დაწესებულება

1. დაწესებულება არის დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამსახურის სისტემაში. დაწესებულება მისთვის მინიჭებული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო. დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული პატიმრობის, დაბალი რისკის, ნახევრად ღია ტიპის, დახურული ტიპის, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთისა და ქალთა სპეციალური დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და უზრუნველყოფილია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.

2. დაწესებულებაში განთავსებული არიან ბრალდებულები, მათ შორის, ქალი ბრალდებულები, რომლებსაც სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა ან/და პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილნი არიან პენიტენციური კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად.

3. დაწესებულებაში განთავსებული არიან მსჯავრდებულები, რომლებსაც სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით განესაზღვრათ დაბალი რისკის, ნახევრად ღია ტიპის, დახურული ტიპის ან განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდა ან მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის მიერ განესაზღვრათ საშიშროების დაბალი, საშუალო, მომეტებული ან მაღალი რისკი.

4. დაწესებულების ქალთა სპეციალურ ნაწილში თავსდება ქალი მსჯავრდებული, რომელსაც სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდა ან მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის მიერ განესაზღვრა საშიშროების მომეტებული რისკი და მასზე ვრცელდება სამსახურის №5 პენიტენციური დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებული ქალი მსჯავრდებულისთვის დადგენილი ნორმები, თუ პენიტენციური კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ქალი ბრალდებული თავსდება დაწესებულების ქალთა სპეციალურ ნაწილში, სპეციალურ საკანში, მსჯავრდებულებისგან განცალკევებით და მასზე ვრცელდება ქალი ბრალდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობები და თავისებურებები.

5. დაწესებულების ტერიტორია იყოფა პატიმრობის, დაბალი რისკის, ნახევრად ღია ტიპის, დახურული ტიპის, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთისა და ქალთა სპეციალურ ნაწილებად, რომლებსაც დაწესებულების დირექტორის წარდგინებით განსაზღვრავს გენერალური დირექტორი.

6. დაწესებულება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, ამ დებულებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სხვა სამართლებრივი აქტებით.

7. დაწესებულებას არ აქვს საკუთარი ქონება და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამსახური. დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება სამსახურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

8. დაწესებულებას აქვს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის მცირე გამოსახულებით, დაწესებულების სახელწოდებისა და მისამართის მითითებით.

9. დაწესებულების მისამართია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ლაითური.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია