,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-807
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016386
01-807
09/10/2025
ვებგვერდი, 09/10/2025
480040000.22.030.016386
,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება № 01-807 

2025 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016194) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:
ა) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 12. გამოსაცდელი ვადა

1. მინისტრი უფლებამოსილია თანამდებობაზე დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა:

ა) დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნისას 2 წელი;

ბ) ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობებზე დანიშვნისას 12 თვე.

2. ამ მუხლის პირველი  პუნქტით განსაზღვრული  გამოსაცდელი  ვადა გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

ა) დიპლომატიურ სამსახურში პირველად დანიშვნის დროს;

ბ) დიპლომატიურ თანამდებობაზე პირველად დანიშვნის დროს.

3. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში ჩერდება მოხელის გამოსაცდელი ვადის დინება. მოხელის გამოსაცდელი ვადა სამსახურის სტაჟში ჩაითვლება.

4. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შემთხვევაში, გამოსაცდელი ვადის დარჩენილი პერიოდი ინარჩუნებს ძალას პირველად დანიშვნის ბრძანებაში  მითითებული ვადით.

5. მოხელის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში „საჯარო  სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეფასების  საფუძველზე უშუალო ხელმძღვანელი ამოწმებს გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის პროფესიული უნარ-ჩვევების, პროფესიული შესაძლებლობებისა და  პიროვნული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობას.

6. დიპლომატიურ თანამდებობაზე  დანიშნულ მოხელეთათვის  გამოსაცდელი ვადა წარმატებით დასრულებულად ჩაითვლება, მათ მიერ დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეების სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატისა და საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოწმობის მოპოვების შემთხვევაში.

7. მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან:

ა)  გამოსაცდელი ვადის განმავლობაში  ორჯერ   უარყოფითად შეფასების საფუძველზე;

ბ)  თუ ვერ  დააკმაყოფილებს ამ  მუხლის მე-6  პუნქტით განსაზღვრულ პირობას.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოხელის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მეორე უარყოფითი შეფასების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.“;

ბ) მე-14 მუხლის 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-19 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,51. გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული მოხელე შესაძლებელია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში საკონსულო თანამდებობის პირად დაინიშნოს და  როტაციის  წესით სამუშაო მივლინებაში წარიგზავნოს საკონსულო  თანამდებობის  პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობის შემთხვევაში.“;

ე) 331  მუხლის:
ე.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო  მოხელე ვალდებულია გამოსაცდელი ვადის პერიოდში მოიპოვოს დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეების სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი  სერტიფიკატი და საკონსულო თანამდებობის  პირის დასანიშნად  სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოწმობა.“;

ე.ბ) მე-4მე-5 პუნქტები ამოღებული იქნეს;
ვ) 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირი, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს დაწესებულების ლიკვიდაციის, შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობის გამო ან ამ წესის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად;“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი