თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მეცხრე ქუჩისათვის გივი სახელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მეცხრე ქუჩისათვის გივი სახელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-29. 29252743
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/10/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.126.016009
გ-29. 29252743
01/10/2025
ვებგვერდი, 10/10/2025
000000000.00.126.016009
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მეცხრე ქუჩისათვის გივი სახელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-29. 29252743

2025 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თერჯოლა

 

თერჯოლის  მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მეცხრე  ქუჩისათვის გივი სახელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ 2008 წელს რუსეთის სახელმწიფოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში გმირულად დაღუპული ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, სერჟანტი გივი სახელაშვილი არის საზოგადო მოღვაწე, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს წინაშე სამშობლოს დაცვის საქმეში.

შესაბამისად, გივი სახელაშვილის სახელის უკვდავყოფის მიზნით,

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მეცხრე ქუჩის მაცხოვრებლების 2025 წლის 27 იანვრის №19/29250271-29 განცხადების თანახმად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 სექტემბრის სხდომის №48 ოქმის საფუძველზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1. მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის გივი სახელაშვილის სახელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მეცხრე ქუჩას(მეცხრე ქუჩის პირველი ჩიხი, მეორე ჩიხი, პირველი შესახევევი);

 

x

y

x

y

311998

312103

312284

312644

4677048

4676364

4676285

4676174

 

მუხლი 2. განკარგულება შემდგომი რეაგირებისათვის გაეგზავნოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც 4 თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, რუკების, ცნობარების და სხვა დამზადებას, კორექტირებას, გავრცელებას და ა.შ).

მუხლი 3. განკარგულება გაეგზავნოს თერჯოლის №49 საოლქო საარჩევნო კომისიას, გარდაცვლილის ოჯახს, საინიციატივო ჯგუფს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

მუხლი 4. განკარგულება გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.

 მუხლი 5. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

მუხლი 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ.№7), დაინტერესებული მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                     გიორგი ბარათაშვილი