დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55/2025 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 10/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.15.008.016827 |
55/2025
10/10/2025
ვებგვერდი, 10/10/2025
010340000.15.008.016827
„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 12/03/2012, 010340000.15.008.016031) დამტკიცებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. არასაარჩევნო წელს, როგორც წესი, სერტიფიცირება არ ტარდება, ხოლო საერთო არჩევნების წელს სერტიფიცირება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. ჩატარების ვადები და ადგილი/ადგილები განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით.”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები