დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 21 მარტის №32/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56/2025 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 10/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.15.008.016828 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 21 მარტის №32/2023 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 21/03/2023, 010340000.15.008.016686) დამტკიცებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. არასაარჩევნო წელს, როგორც წესი, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდები არ ტარდება, ხოლო საერთო არჩევნების წელს ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. ჩატარების ვადები და ადგილი/ადგილები განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით.”. 2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ცესკო, საერთო არჩევნების წელს, საჭიროების შემთხვევაში, წელიწადში არანაკლებ ერთხელ მაინც, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით, აცხადებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ან/და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდას, რომელშიც რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს ნებისმიერ ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, მიუხედავად იმისა, უდასტურდება თუ არა მოქალაქეს გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების მომენტისთვის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ინფორმაცია. არასაარჩევნო წელს, როგორც წესი, ამ პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა/ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდები არ ტარდება.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები