„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 444
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025338
444
10/10/2025
ვებგვერდი, 13/10/2025
300160070.10.003.025338
„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №444

2025 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის  „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 08/02/2016, 300160070.10.003.019106) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში −  „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებში“:

1. ქვეთავ 202-ის ტერმინი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მარტოხელა მოხუცთა თავშესაფარიჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მარტოხელა ხანდაზმულთა თავშესაფარი შენობა ან მისი ნაწილი, სადაც მდებარეობს საძინებელი ერთეულები და მობინადრეები სარგებლობენ საერთო სააბაზანოთი და/ან სამზარეულოთი.“.

2.  308.4 ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

308.4 დაწესებულებითი ჯგუფი დწ-2. ეს დაკავებულობა მოიცავს შენობებსა და ნაგებობებს, სადაც დღე-ღამის განმავლობაში უწევენ სამედიცინო მომსახურებას ხუთზე მეტ ადამიანს, რომელთაც არ შეუძლიათ საკუთარი თავის მოვლა. ეს ჯგუფი მოიცავს შემდეგ დაწესებულებებს, მაგრამ არა მხოლოდ მათ:

ა) დეტოქსიკაციის დაწესებულებებს;

ბ) ხანდაზმულთა თავშესაფრებს;

გ) საავადმყოფოებს;

დ) საოჯახო საბავშვო ბაღებს;

ე) ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს.

308.4.1 ხუთი ან ხუთზე ნაკლები ადამიანის მოვლა. ზემოთ ხსენებულის მსგავსი დაწესებულებები, სადაც ხუთ ან ხუთზე ნაკლებ ადამიანს უვლიან, უნდა კლასიფიცირდეს, როგორც სც-3 ჯგუფი.“.

3. ქვეთავ 310.2-ის განმარტებები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

310.2 განმარტებები. ქვემოთ ჩამოთვლილი სიტყვები და ტერმინები განმარტებულია მე-2 თავში:

1. საოჯახო სასტუმრო.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მარტოხელა ხანდაზმულთა თავშესაფარი.

3. საცხოვრებელი საერთო საძინებლებით.

4. სხვადასხვა ჯგუფის საცხოვრებელი დაწესებულებები.

5. პირადი მომვლელის მომსახურება.

6. დროებით საცხოვრებელი დაწესებულება.“.

4. 310.6 ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

310.6 საცხოვრებელი ჯგუფი სც-4. ამ საცხოვრებელი ჯგუფის დაკავებულობა მოიცავს შენობებს, ნაგებობებს ან მათ ნაწილებს, სადაც დღე-ღამის განმავლობაში პერსონალის გარდა ცხოვრობს ხუთზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 16 ადამიანისა, რომელთაც ზედამხედველობენ და უვლიან. აქ მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი თავის მოვლა. ეს ჯგუფი მოიცავს შემდეგს, მაგრამ არა მხოლოდ მათ:

ა) ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის სამკურნალო ცენტრებს;

ბ) უნარშეზღუდულთა მოვლის დაწესებულებებს;

გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მარტოხელა ხანდაზმულთა თავშესაფრებს;

დ) სარეაბილიტაციო დაწესებულებებს (გამოჯანმრთელების გზაზე დამდგართათვის);

ე) სხვადასხვა ჯგუფის საცხოვრებელ დაწესებულებებს;

ვ) ყოფილი პატიმრებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების საზოგადოებაში დაბრუნების ხელშემწყობ დაწესებულებებს;

ზ) დაწესებულებებს, რომლებიც საცხოვრებელ პირობებსა და მოვლას უზრუნველყოფენ;

თ) სოციალური რეაბილიტაციის დაწესებულებებს.

სც-4 ჯგუფის დაკავებულობები უნდა აიგოს სც-3 ჯგუფისათვის განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, თუ წესებში სხვაგვარად არაა მოცემული.“.

5. 903.2.8.1. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

903.2.8.1 სც-3 ან სც-4 ჯგუფის საცხოვრებლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მარტოხელა ხანდაზმულებისთვის. 903.3 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემა დასაშვებია სც-3 ან სც-4 ჯგუფის საცხოვრებლებში, სადაც იმყოფება 16 ან 16-ზე ნაკლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და მარტოხელა ხანდაზმული.“.

6. 903.3.1.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

903.3.1.3 NFPA 13D-ის საშხეფი სისტემები. ავტოსაშხეფი სისტემები ერთ და ორ ერთეულიან (ბინიან) საცხოვრებლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილ სც-3 და სც-4 ჯგუფის საცხოვრებლებსა და ქალაქურ სახლებში დასაშვებია, დააყენონ მთელ შენობაში NFPA 13D-ის შესაბამისად.“.

7. 915.12 ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

915.12 ორი მხრიდან შენობა-ნაგებობის მთელ სიგრძეზე სახანძრო ავტოკიბეებისათვის მისასვლელი და მისადგომი გზა. ორი მხრიდან შენობა-ნაგებობის მთელ სიგრძეზე სახანძრო ავტოკიბეებისათვის მისასვლელი და მისადგომი გზის მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. სც-2 ჯგუფის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის, რომელთა სახანძრო-ტექნიკური სიმაღლე 30 მეტრზე მაღლაა, გზა უნდა მოეწყოს ღიობების მქონე ფასადის მხრიდან შენობის მთელ სიგრძეზე.

2. სც, თვ, სვ, სქ, დწ და დს ჯგუფებში შემავალი შენობებისთვის, რომელთა სახანძრო-ტექნიკური სიმაღლე 23 მეტრზე მაღლაა, გზა უნდა მოეწყოს, სულ მცირე, ორი მხრიდან მთელ სიგრძეზე, გარდა დწ და სც-1 ჯგუფის უნარშეზღუდულთა და მარტოხელა ხანდაზმულთა თავშესაფრებისა.“.

8. 915.13 ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

915.13 ყველა მხრიდან სახანძრო ავტოკიბეებისათვის მისასვლელი გზა. შენობა-ნაგებობის ყველა მხრიდან სახანძრო ავტოკიბეებისათვის მისასვლელი გზის მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. სც-1 ჯგუფის უნარშეზღუდულთა და მარტოხელა ხანდაზმულთა თავშესაფრების, დწ-2 ჯგუფის საავადმყოფოების, სგ ჯგუფის შენობებისათვის გზა უნდა მოეწყოს ყველა მხრიდან;

2. სც, თვ, სვ და სქ ჯგუფების შენობებისათვის, რომელთა სიგანე აღემატება 100 მეტრს ან/და სიმაღლე – 75 მეტრს, გზა უნდა მოეწყოს ყველა მხრიდან.“.

9. 1021.2  ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1021.2 სართულებიდან გასასვლელები. ნებისმიერ სართულს ან დაკავებულ სახურავს უნდა ემსახურებოდეს ორი გასასვლელი ან გასასვლელთან მისადგომის გზა-კიბე, ან პანდუსი, თუ არსებობს ქვემოთ მოცემული პირობებიდან ერთ-ერთი:

1. დაკავებულობის დატვირთვა ან საცხოვრებელი ერთეულების რაოდენობა აღემატება 1021.2(1) ან 1021.2(2) ცხრილში განსაზღვრულ რაოდენობებს;

2. გასასვლელთან მისადგომი სავალი მანძილი აღემატება 1021.2(1) ან 1021.2(2) ცხრილში განსაზღვრულს, როგორც დადგენილია 1016.1 ქვეთავის დებულებების შესაბამისად;

3. შენობებზე ან ნაგებობებზე შვეულმფრენის დასაჯდომად მოწყობილ ფართობებს უნდა ემსახურებოდეს ორი გასასვლელის ან გასასვლელთან მისადგომის გზა-კიბე, ან გასასვლელთან მისადგომის პანდუსი.

გამონაკლისი:

1. დასაშვებია, 1015.1 ქვეთავის შესაბამისად მოწყობილ ოთახებს, ფართობებსა და სივრცეებს, რომელთა გასასვლელები შენობიდან გამოსასვლელის დონეზეა და პირდაპირ გარეთ გადის, ემსახურებოდეს ერთი გასასვლელი.

2. დასაშვებია, სც-3 ჯგუფის დაკავებულობის შემცველ შენობებს ემსახურებოდეს ერთი გასასვლელი.

3. დასაშვებია, ავტოსადგომ გარაჟებს, სადაც ავტომობილების დაყენება მექანიკური სისტემით ხდება, ემსახურებოდეს ერთი გასასვლელი.

4. საჰაერო ტრანსპორტის საკონტროლო კოშკებს უნდა ემსახურებოდეს 412.3 ქვეთავში განსაზღვრული მინიმალური რაოდენობის გასასვლელები.

5. 1021.2.3 ქვეთავის შესაბამისად მოწყობილი ცალკეული საცხოვრებელი ერთეულები.

6. დასაშვებია, სც-3 და სც-4 ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მარტოხელა ხანდაზმულთა თავშესაფრებს ემსახურებოდეს ერთი გასასვლელი.

7. სპეციფიკური სივრცეების ან ფართობების მომსახურე გასასვლელებთან სართულის დანარჩენი ნაწილებიდან მისადგომი საჭირო არ არის, თუ დაცულია ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:

7.1. მთელი სართულის მომსახურე გასასვლელების რაოდენობა შეესაბამება 1021.2.4 ქვეთავის მოთხოვნებს;

7.2. სართულზე თითოეული ინდივიდუალური სივრცის გასასვლელებთან მისადგომი მოწყობილია 1015.1 ქვეთავის შესაბამისად;

7.3. ყველა სივრცეს სართულის თითოეული ნაწილის საზღვრებში უნდა ჰქონდეს მისადგომი მინიმალური რაოდენობის, მაგრამ, არანაკლებ ორ დამოუკიდებელ გასასვლელთან, სართულის ამ ნაწილის დაკავებულობის დატვირთვის გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე