დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის 8 სექტემბრის № REG82500002023 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | REG 3 25 00002028 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 09/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების
სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №REG 3 25 00002028
2025 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ “ სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის 8 სექტემბრის №REG82500002023 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის 8 სექტემბრის №REG82500002023 ბრძანების პირველ პუნქტში განხორციელდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გაიცეს შპს „ალტექსპერტზე“ (ს/ნ 405676530, ფაქტობრივი მისამართი: ქალაქი თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა №179, კორპუსი I) „სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზია“.“.
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ლეილა ქოჩიაშვილს.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები