„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი № 1-1/366
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 13/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016931
№ 1-1/366
13/10/2025
ვებგვერდი, 16/10/2025
040030000.22.024.016931
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/366

2025 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის № 1-1/217 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 29/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016489) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმარიამ ქვრივიშვილი