დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორის მუნიციპალიტეტის ელექტროფიკაციის დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 135 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.148.016072 |
|
გორის მუნიციპალიტეტის ელექტროფიკაციის დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ
|
„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოდგენილია სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის – გორის მუნიციპალიტეტის ელექტროფიკაციის დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ მერის ინიციატივა.
იქედან გამომდინარე რომ, ზემოთაღნიშნული დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მიზანშეწონილია საკითხი გატანილ იქნეს საკრებულოს სხდომაზე. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის N239 დადგენილების შესაბამისად: 1. გორის მუნიციპალიტეტის ელექტროფიკაციის დასახლებაში არსებულ ქუჩებებს მიენიჭოს სახელები თანდართული №1 დანართის შესაბამისად. 2. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს მუნიციპალიტეტის მერს. მერიამ მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რათა განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში მოახდინოს ვებგვერდზე მისი გამოქვეყნება. 5. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. 6. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30). საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები