გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 142
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/10/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016074
142
10/10/2025
ვებგვერდი, 16/10/2025
000000000.00.148.016074
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №142

2025 წლის 10 ოქტომბერი

ქალაქი გორი

 

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

საკრებულოში შემოსულია მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის კონსტანტინე ბუზალაძის ინიციატივა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში არსებული უსახელო ქუჩის, რომლის – სიგრძეა 2469 მ, კოორდინატები: საწყისი X – 431361.6789 Y – 4663101.974; საბოლოო X – 432194.9858 Y – 4665384.248, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება №1 ქუჩა, სამხრეთით – №7 ქუჩა, ქართველი მხატვრის, საზოგადო მოღვაწის ნიკო ფიროსმანის სახელის მინიჭების თაობაზე.

 გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 სექტემბრის №48 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად:

1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში არსებული უსახელო ქუჩას ეწოდოს ნიკო ფიროსმანის სახელი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                    დავით რაზმაძე