დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 20/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 180013000.77.090.016052 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
|
ა) „ავტოსატრანსპორტო საქმიანობაზე ლიცენზირების შემოღებასთან დაკავშირებით ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ (ინსტრუქცია „საქართველოს რესპუბლიკაში ავტოსატრანსპორტო მომსახურების რეგულირებისა და ლიცენზირების დებულების გამოყენების წესის შესახებ“) საქართველოს რესპუბლიკის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის 1994 წლის 2 აგვისტოს №81 ბრძანება;
ბ) „საქართველოს რესპუბლიკაში საერთაშორისო მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადატანის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის 1995 წლის 25 მაისის №57 ბრძანება; გ) „საქართველოს რესპუბლიკაში ავტოვაგზლების და ავტოსადგურების მუშაობის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის 1995 წლის 7 სექტემბრის №104 ბრძანება; დ) „მეთოდური მითითებანი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანაზე ტარიფების გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის 1996 წლის 15 იანვრის №31 ბრძანება; ე) „საავტომობილო გადაზიდვების თვითღირებულებაში შესატანი დანახარჯების შემადგენლობის შესახებ მეთოდური მითითებანი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანაზე ტარიფების გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის 1996 წლის 13 თებერვლის №12 ბრძანება; ვ) „საქართველოს სავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის, სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 1 მარტის №15 ბრძანება; ზ) „საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის, საქვეუწყებო დაწესებულებების საგზაო ფონდის და საგზაო საგადასახადო სამმართველოების საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 22 ივლისის №50 ბრძანება. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები