„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 464
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.025358
464
20/10/2025
ვებგვერდი, 21/10/2025
380050000.10.003.025358
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №464

2025 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13  პუნქტები:

„12. იმ შემთხვევაში, თუ შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადის ფარგლებში, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისათვის გამოყოფილი ვადა ჯამურად არ აღემატება 10 წელს, საინვესტიციო წინადადებების არსებობისას (არანაკლებ თავდაპირველად განსაზღვრული ინვესტიციის იმ მოცულობისა, რომელიც ვერ განხორცილდა), საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების ვალდებულების აღებისა და შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის არანაკლებ 10%-ის საბანკო გარანტიის წარმოდგენის პირობით (რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნეს ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანიდან ერთი თვის ვადაში და მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას), ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, ლიცენზიის გამცემის ინიციირებისა და სამინისტროს წარდგინებით, შესწავლის ვადის დამატებით განსაზღვრაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის გამცემს მიმართავს არაუგვინეს 2025 წლის 31 დეკემბრისა. ამასთან, დამატებითი ვადის განსაზღვრისას სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისათვის ჯამურად გამოყოფილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას (10 წელს).

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) დასაბუთებულ მიმართვასთან ერთად, ლიცენზიის გამცემს   წარუდგინოს შესწავლისათვის გამოყოფილი განვლილი პერიოდის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესაბამისად განხორციელებული ინვესტიციის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტურებული დასკვნა და შესწავლისათვის დამატებით მოთხოვნილი ვადის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკი;

ბ) ლიცენზიაში ცვლილების შეტანამდე 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2025 წლის 7 ივლისის №12 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი. ამასთანავე, ლიცენზიის გამცემის ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება, დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა;

გ) შესწავლისთვის განსაზღვრული დამატებითი ვადის გასვლიდან  ორი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს დამატებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი  ინვესტიციის განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე