„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 466
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025360
466
20/10/2025
ვებგვერდი, 22/10/2025
040030000.10.003.025360
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №466

2025 წლის 20 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 040030000.10.003.018122) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) ავტომობილის გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის გაცემის საფასური (დანართი №18).“.

2. დადგენილებას დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №18.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

დანართი 18

ავტომობილის გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის

გაცემის საფასური

მომსახურების სახე

ღირებულება

1

დასკვნის გაცემა ერთ ერთეულ სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკურ საშუალებაზე (გარდა „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) − მე-2 სამუშაო დღეს

100 ლარი

2

დასკვნის  გაცემა  ერთ  ერთეულ  სატრანსპორტო  და  სხვა მოძრავ-მექანიკურ საშუალებაზე − მე-5 სამუშაო დღეს

60 ლარი

3

დასკვნის გაცემა ერთ ერთეულ სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკურ საშუალებაზე − მე-15 კალენდარულ დღეს

30 ლარი.

შენიშვნა:

1. დასკვნის გაცემის ვადის დინება იწყება მხოლოდ განმცხადებლის მიერ სრულყოფილი დოკუმენტაციის, შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის, ხოლო „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ასევე ავტომობილის მწარმოებლისგან შესაბამისი ინფორმაციის სააგენტოს მიერ მიღების დღიდან.

2. თუ მომსახურების გაწევის ვადის ბოლო კალენდარული დღე ემთხვევა  უქმე (სადღესასწაულო) ან/და დასვენების დღეს, დასკვნა გაიცემა მომდევნო სამუშაო დღეს.“.