თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება №2/2060-25

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება №2/2060-25
დოკუმენტის ნომერი 2/2060-25
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 24/09/2025
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2025
სარეგისტრაციო კოდი
2/2060-25
24/09/2025
ვებგვერდი, 24/10/2025
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება №2/2060-25
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქმე №2/2060-25

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით 

(სარეზოლუციო ნაწილი)

2025 წლის   24 სექტემბერი

ქ.  თბილისი  

 

 

 


თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე   დავით აკობიძე

სხდომის მდივანი  ანა ბახტაძე

განმცხადებელი  შპს „გლობალ ჯორჯია“

წარმომადგენელი  დავით ბიჭიკაშვილი

დაინტერესებული პირი (აქციონერები)  სს „ჯორჯიან ჰოლდინგის" (ს/ნ:206052108) 2.42788 %-ის მფლობელი აქციონერები

მოთხოვნა – სს „ჯორჯიან ჰოლდინგის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვა.

      სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-ე, 249-ე, 257-ე, 30914, 30915 მუხლებით,

    გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „გლობალ ჯორჯიას“ განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. სს „ჯორჯიან ჰოლდინგის“ (ს/ნ: 206052108) 97.57212% აქციების მფლობელს  შპს „გლობალ ჯორჯიას“ (ს/ნ: 202278285) ნება დაერთოს, მოახდინოს სს „ჯორჯიან ჰოლდინგის“ დარჩენილი აქციების გამოსყიდვა დაინტერესებული პირებისგან (2.42788 %-ის მფლობელი აქციონერებისგან).

3. აქციათა გამოსყიდვის ფასად განისაზღვროს  18,71 ლარი.

4. აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს – 2025 წლის 8 ოქტომბერი – 18:00 საათი.

5.  განმცხადებლის მიერ საქმეზე გადახდილი ბაჟი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში  (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

მოსამართლე   დავით აკობიძე