დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 10 ივნისის №419 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1126 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340020.22.027.017610 |
|
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 10 ივნისის №419 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 10 ივნისის №419 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.06.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010340020.22.027.016917) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პენიტენციური კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების: ა) პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ეკონომიკური დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2 დეპარტამენტი არის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს.“; ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6 დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, 0186, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №18.“; გ) მე-8 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებათა (შემდგომ – პენიტენციური დაწესებულება) საბუღალტრო საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირთა საქმიანობის კოორდინაცია და მათ მიერ შესრულებულ საბუღალტრო საქმიანობაზე საერთო ზედამხედველობა;“; გ.ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ანგარიშგების მიზნით, სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ვებგვერდზე წლიური გეგმის, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის განთავსება.“; გ.გ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; გ.დ) მე-4 პუნქტის: გ.დ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამსახურის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და პენიტენციურ დაწესებულებებთან კოორდინირებულად, სამსახურის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ინვენტარიზაციის დადგენილ ვადებში ჩატარების ორგანიზება;“; გ.დ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სამსახურის უძრავი ქონების, მათ შორის, ახალაშენებული ობიექტების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების, გეგმებისა და ტექნიკური პასპორტების დამზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი რწმუნებულების (მინდობილობის) საფუძველზე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია, ასევე, უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელება;“; გ.ე) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ამ დებულების მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში სამსახურის უძრავი ქონების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების ოპტიმალური გეგმის შემუშავება; ბ) სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული ძირითადი პარამეტრების გაანგარიშება და მათი გათვალისწინებით შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა; გ) სამსახურის შენობების წყლით მომარაგების, საქვაბეების, ელექტროგაყვანილობების, გათბობა-გაგრილების სისტემების გამართულად მუშაობის, შენობებში არსებული სანტექნიკური, საკანალიზაციო და სანიაღვრე, ასევე, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების გამართული ფუნქციონირებისათვის არსებული სიტუაციის ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; დ) სამსახურისა და პენიტენციური დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, მათი მიმდებარე ტერიტორიების დალაგება-დასუფთავებასა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;“; გ.ვ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გარდა ამ მუხლის პირველი–41 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციებისა, დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, წერილების, წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათზე რეაგირება: ბ) სამსახურის საქმიანობის ეფექტიანი მართვისათვის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; გ) კომპეტენციის ფარგლებში პენიტენციური დაწესებულებების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის შემდგომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დადგენილ ვადებში, დამრღვევი პირისთვის საურავის დაკისრება და სააღსრულებო ფურცლის შედგენა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა; ე) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსთან, აგრეთვე გენერალური დირექტორის ან/და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება.“; დ) მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მომარაგების სამმართველო, რომლის სტრუქტურული ერთეულებია: ე.ა) სატრანსპორტო უზრუნველყოფის განყოფილება; ე.ბ) სამედიცინო ლოჯისტიკის განყოფილება;“; ე) მე-10 მუხლის: ე.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) შესაბამისი წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შესაბამისად, შეიმუშავებს სამსახურის საშუალოვადიან სამოქმედო გეგმას და დადგენილი წესით წარადგენს დასამტკიცებლად;“; ე.ბ) „ვ“–„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საჭიროების მიხედვით, უზრუნველყოფს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით სამსახურისთვის გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების მომზადებას და დანიშნულებისამებრ წარდგენას; ზ) უზრუნველყოფს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას და წარდგენას კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე, გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის კურატორი მოადგილის მითითებებსა და დავალებებს.“; ვ) მე-11 მუხლის: ვ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენას, დამტკიცებას, რეგისტრაციას და კორექტირებას მოქმედი კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით; ბ) სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული პროცედურების განხორციელებისა და ანგარიშგების მიზნით, უზრუნველყოფს სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე სატენდერო და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა ტიპის დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავსებას;“; ვ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას;“; ვ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე, გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის კურატორი მოადგილის მითითებებსა და დავალებებს.“; ზ) მე-12 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე, გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის კურატორი მოადგილის მითითებებსა და დავალებებს.“; თ) მე-13 მუხლის: თ.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) უზრუნველყოფს სამსახურის უძრავი ქონების, მათ შორის, ახალაშენებული ინფრასტრუქტურის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების, გეგმებისა და ტექნიკური პასპორტების დამზადებას და შესაბამისი რწმუნებულების (მინდობილობის) საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების პირველად რეგისტრაციასა და უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელებას;“; თ.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე, გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის კურატორი მოადგილის მითითებებსა და დავალებებს.“; ი) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14 1. მომარაგების სამმართველო: ა) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების მოთხოვნის საფუძველზე, ახორციელებს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებებზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრასა და შესყიდვების წლიური გეგმის შედგენის მიზნით, დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოში გადაგზავნას; ბ) სამსახურის საწყობში არსებული აქტივების ნაშთების ანალიზის საფუძველზე, მარაგების შევსების მიზნით ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების და მომსახურების ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრას/დაზუსტებას, კომპეტენციის ფარგლებში, სავარაუდო ღირებულების მოძიებას (ბაზრის კვლევას) და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, ამ ინფორმაციის დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოში გადაგზავნას; გ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოფს მათ საკანცელარიო, სამეურნეო და ჰიგიენური საქონლით, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკითა და მათი აქსესუარებით, ბეჭდური პროდუქციით, ბეჭდებით, შტამპებით, მობილური და შიდაქსელური მოხმარების ტელეფონებით, ოპერატიულ-ტექნიკური კავშირგაბმულობის საშუალებებით, ავეჯით, სასადილო ინვენტარით, რბილი ინვენტარით, უნიფორმით და სხვა საქონლით; უზრუნველყოფს სხვადასხვა საოფისე ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულებას და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების შედგენას; ე) უზრუნველყოფს სამსახურის სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარის ნუსხის შედგენას და პერიოდულ განახლებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლას; ზ) უზრუნველყოფს სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზებას; თ) უზრუნველყოფს სამსახურისთვის სხვადასხვა ფორმით გადაცემული ან/და სამსახურის სისტემიდან მიღებული აქტივების (საკანცელარიო, სამეურნეო და ჰიგიენური საქონლის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის და მათი აქსესუარების, ბეჭდური პროდუქციის, ბეჭდების, შტამპების, მობილური და შიდაქსელური მოხმარების ტელეფონების, ოპერატიულ-ტექნიკური კავშირგაბმულობის საშუალებების, ავეჯის, სასადილო ინვენტარის, რბილი ინვენტარის, უნიფორმის და სხვა საქონლის, ასევე მეორადი მოხმარების და ექსპლუატაციიდან გამოსული მატერიალური ფასეულობების, სამშენებლო-სარემონტო მასალების, ხელსაწყოების და სხვ.) მიღებას, აღრიცხვას, დასაწყობებას და, მოთხოვნის შესაბამისად, გაცემას/განაწილებას; ი) უზრუნველყოფს საწყობში არსებული აქტივების სააღრიცხვო ბარათებზე გადატანას, შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის და გასავლის ზედდებულის აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამაში, საწყობში არსებული ნაშთის პერიოდულ შედარებას საბუღალტრო მონაცემებთან და ნაშთის შესახებ ინფორმაციის სამსახურის სხვა უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის გადაცემას; კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგენს შემოსავლისა და გასავლის ზედდებულებს და უზრუნველყოფს მათ გადაგზავნას სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში; საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს საინვენტარო ნომრების მინიჭებას; კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აქტივების მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას; ლ) სასაწყობო მეურნეობაში არსებულ აქტივებზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, განსაზღვრავს სასაწყობო მეურნეობაში განთავსებულ აქტივებზე პასუხისმგებელ პირებს და მათი შეცვლისას ახორციელებს მათ პასუხისმგებლობაში არსებული აქტივების ინვენტარიზაციას; მ) უზრუნველყოფს სასაწყობო მეურნეობაში ხანძარსაწინააღმდეგო, ტექნიკური უსაფრთხოებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას; ნ) სასაწყობო მეურნეობის გამართული ფუნქციონირებისათვის შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს და წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს ან/და დეპარტამენტის უფროსის კურატორ მოადგილეს; ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღრიცხავს და კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამსახურში არსებული სატრანსპორტო საშუალებების განაწილებას; პ) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულებას; ჟ) ავტოტექნიკური მომსახურების შესყიდვის მიზნით, ახორციელებს სამსახურის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების კლასიფიცირებას სპეციფიკაციის გათვალისწინებით; დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოსთან კოორდინირებულად უზრუნველყოფს ყველა კლასიფიცირებული ჯგუფისათვის შესაბამისი ტექნიკური დავალებებისა და პრეისკურანტების მომზადებას და სხვა სატენდერო თუ სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრას; რ) სამსახურის ავტოპარკის განახლების მიზნით განსაზღვრავს შესასყიდი ავტომანქანების პარამეტრებს, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; ს) ახორციელებს სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სწორი ექსპლუატაციის პერიოდულ მონიტორინგს და გამოვლენილ ხარვეზებზე შესაბამის რეაგირებას; ტ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინვენტარიზაციაში; უ) შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე უზრუნველყოფს ავტომანქანების პირველად რეგისტრაციას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელებას; ფ) უზრუნველყოფს წვევამდელთა ტრანსპორტირებას მათთვის კანონმდებლობით განსაზღვრული განაწესის შესაბამისად; ქ) უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებებსა და სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში სამსახურის მოსამსახურეთა ტრანსპორტირებას; ღ) უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებისთვის/სამედიცინო ნაწილებისათვის მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის მიწოდებას; კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს სამკურნალო საშუალებების მიმოქცევას; ყ) სახელმწიფო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური დახმარების მიღების მიზნით, შეიმუშავებს წინადადებებს და წარუდგენს შესაბამის უფლებამოსილ პირს; შ) უზრუნველყოფს მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლისა და მომსახურებების (გარდა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოსა და ლაბორატორიაში გასაწევი მომსახურებისა) ნუსხის შედგენას, ფასთა კვლევას, შესყიდვის მიზნით შესაბამისი სამსახურისათვის მოთხოვნის წარდგენას, შესაბამისი საქონლის განაწილებას და მომარაგებას მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე; ჩ) პერიოდულად ადგენს სამედიცინო აღჭურვილობის და მედიკამენტების ნუსხებს და ახორციელებს მათ გადასინჯვას/მომარაგებას; ც) სამედიცინო დანიშნულების საგნების და მედიკამენტების შესასყიდად სამსახურის მუდმივმოქმედ სატენდერო კომისიას უწევს საკონსულტაციო დახმარებას და ახორციელებს კონტრაქტორ ორგანიზაციებთან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს; ძ) უზრუნველყოფს მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის დანახარჯის აღრიცხვასა და ანალიზს პენიტენციური დაწესებულებების წამლის სამარაგოების დონეზე; წ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულ კორესპონდენციას (წერილებს, წინადადებებს, განცხადებებსა და საჩივრებს) და ახდენს შესაბამის რეაგირებას; ჭ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე, გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის კურატორი მოადგილის მითითებებსა და დავალებებს. 2. მომარაგების სამმართველოს სატრანსპორტო უზრუნველყოფის განყოფილება: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღრიცხავს და კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამსახურში არსებული სატრანსპორტო საშუალებების განაწილებას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულებას; გ) ავტოტექნიკური მომსახურების შესყიდვის მიზნით, ახორციელებს სამსახურის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების კლასიფიცირებას სპეციფიკაციის გათვალისწინებით; დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოსთან კოორდინირებულად უზრუნველყოფს ყველა კლასიფიცირებული ჯგუფისათვის შესაბამისი ტექნიკური დავალებებისა და პრეისკურანტების მომზადებას და სხვა სატენდერო თუ სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრას; დ) სამსახურის ავტოპარკის განახლების მიზნით განსაზღვრავს შესასყიდი ავტომანქანების პარამეტრებს, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; ე) ახორციელებს სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სწორი ექსპლუატაციის პერიოდულ მონიტორინგს და გამოვლენილ ხარვეზებზე შესაბამის რეაგირებას; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინვენტარიზაციაში; ზ) შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე უზრუნველყოფს ავტომანქანების პირველად რეგისტრაციას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელებას; თ) უზრუნველყოფს წვევამდელთა ტრანსპორტირებას მათთვის კანონმდებლობით განსაზღვრული განაწესის შესაბამისად; ი) უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებებსა და სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში სამსახურის მოსამსახურეთა ტრანსპორტირებას; კ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულ კორესპონდენციას (წერილებს, წინადადებებს, განცხადებებსა და საჩივრებს) და ახდენს შესაბამის რეაგირებას; ლ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის კურატორი მოადგილის ან/და დეპარტამენტის მომარაგების სამმართველოს უფროსის მითითებებსა და დავალებებს. 3. მომარაგების სამმართველოს სამედიცინო ლოჯისტიკის განყოფილება: ა) უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებს/სამედიცინო ნაწილებს მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საქონლით; კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს სამკურნალო საშუალებების მიმოქცევას; ბ) უზრუნველყოფს მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლისა და მომსახურებების (გარდა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოსა და ლაბორატორიაში გასაწევი მომსახურებისა) ნუსხის შედგენას, ფასთა კვლევას, შესყიდვის მიზნით შესაბამისი სამსახურისათვის მოთხოვნის წარდგენას, საქონლის განაწილებას და მომარაგებას მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე; გ) პერიოდულად ადგენს სამედიცინო აღჭურვილობის და მედიკამენტების ნუსხებს და ახორციელებს მათ გადასინჯვას/მომარაგებას; დ) სამედიცინო დანიშნულების საგნების და მედიკამენტების შესასყიდად სამსახურის მუდმივმოქმედ სატენდერო კომისიას უწევს საკონსულტაციო დახმარებას და ახორციელებს კონტრაქტორ ორგანიზაციებთან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს; ე) უზრუნველყოფს მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის დანახარჯის აღრიცხვასა და ანალიზს პენიტენციური დაწესებულებების წამლის სამარაგოების დონეზე; ვ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულ კორესპონდენციას (წერილებს, წინადადებებს, განცხადებებსა და საჩივრებს) და ახდენს შესაბამის რეაგირებას; ზ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის კურატორი მოადგილის ან/და დეპარტამენტის მომარაგების სამმართველოს უფროსის მითითებებსა და დავალებებს.“; კ) მე-15 მუხლის: კ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ზედამხედველობს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებს და აკონტროლებს სამუშაოთა შესრულებას ყველა ეტაპზე, მათ შორის, სამუშაოთა წარმოების კალენდარული გრაფიკის დაცვას, უზრუნველყოფს მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემებისა და შესაძლო ცვლილებების შესწავლას და ხარვეზების აღმოჩენას;“; კ.ბ) „თ“–„ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) უზრუნველყოფს სამსახურისა და პენიტენციური დაწესებულებების შენობების წყლით მომარაგების, საქვაბეების, ელექტრო გაყვანილობების, გათბობა-გაგრილების სისტემების გამართულად მუშაობას, შენობებში არსებული სანტექნიკური, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მოვლა-პატრონობას; ი) სამსახურისა და პენიტენციური დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწესრიგების მიზნით, შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებას; კ) უზრუნველყოფს სამსახურის ბალანსზე რიცხული გენერატორების ტექნიკურად გამართულობის კონტროლს და ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში გენერატორების საშუალებით შენობების უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგებას; ლ) უზრუნველყოფს სამსახურისა და პენიტენციური დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში არსებული ლიფტების მოვლა-პატრონობას და, ტექნიკური პრობლემების არსებობის შემთხვევაში, მათ დროულ აღმოფხვრას;“; კ.გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე, გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის კურატორი მოადგილის მითითებებსა და დავალებებს.“; ლ) მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 და 182 მუხლები: „მუხლი 181 1. დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს, ინფრასტრუქტურული განვითარების სამმართველოსა და მომარაგების სამმართველოს უფროსებს ჰყავთ მოადგილეები (შემდგომ – სამმართველოს უფროსის მოადგილე), რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობას უწევს შესაბამისი სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) ანაწილებს შესაბამის სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; დ) უზრუნველყოფს შესაბამის სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ე) ასრულებს გენერალური დირექტორის ან/და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა ან/და დეპარტამენტის უფროსის კურატორი მოადგილის, შესაბამისი სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ვ) ახორციელებს კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია შესაბამისი სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის მიერ საამისოდ განსაზღვრული პირის წინაშე. მუხლი 182 1. დეპარტამენტის მომარაგების სამმართველოში შემავალ სატრანსპორტო უზრუნველყოფის განყოფილებასა და სამედიცინო ლოჯისტიკის განყოფილებას ხელმძღვანელობენ განყოფილების უფროსები (შემდგომ – განყოფილების უფროსი), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს შესაბამისი განყოფილებების საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებსა და საქმეებს შესაბამისი განყოფილებების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) ზედამხედველობს შესაბამისი განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) უზრუნველყოფს შესაბამის განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; ე) ახორციელებს კანონმდებლობით და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, გენერალური დირექტორის კურატორის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გენერალური დირექტორის წინაშე.“; მ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპარტამენტში სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები