„სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი დაწინაურების წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის N101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი დაწინაურების წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის N101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 121
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017408
121
05/11/2025
ვებგვერდი, 06/11/2025
120000000.22.026.017408
„სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი დაწინაურების წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის N101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №121  

2025 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი დაწინაურების წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის №101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

 ვბრძანებ:


მუხლი 1
„სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი დაწინაურების წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის №101 ბრძანებაში (ვებგვერდი, 27/12/2024, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017278) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რიგითების, კაპრალების და სერჟანტების შემადგებლობისათვის, I კლასის რიგითის, კაპრალის, კაპრალ-სპეციალისტის, სერჟანტის და უფროსი სერჟანტის სამხედრო წოდებების მისანიჭებლად.“.

2. მე-8 მუხლის:

მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დასაწინაურებლად შერჩეული სამხედრო მოსამსახურე ინიშნება მისთვის შეთავაზებული, მისანიჭებელი სამხედრო წოდების შესაბამისი, არაუმეტეს სამი თანამდებობიდან ერთ-ერთზე, წოდებრივი დაწინაურების დეტალური სამოქმედო პროცედურებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე ვერ/არ შეარჩევს შეთავაზებული თანამდებობიდან ერთ-ერთს, იგი ინიშნება შეთავაზებული თანამდებობიდან ერთ-ერთზე, თანამდებობის შემთავაზებლის გადაწყვეტილებით.“;

მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეცენტრალიზებულ წოდებრივ დაწინაურებას ექვემდებარება I კლასის რიგითის, კაპრალის, კაპრალ-სპეციალისტის, სერჟანტის და უფროსი სერჟანტის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი