დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქაერონავიგაციის საპენსიო კომპანია“-ზე ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/2-ლ |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 27/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
შპს „საქაერონავიგაციის საპენსიო კომპანია“-ზე ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
|
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 311 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე–13 მუხლის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „წ“ ქვეპუნქტის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის №102-ე დადგენილებით დამტკიცებული “სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:
1. შპს „საქაერონავიგაციის საპენსიო კომპანიაზე“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406521544) გაიცეს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზია. 2. შპს „საქაერონავიგაციის საპენსიო კომპანიაზე“ სალიცენზიო მოწმობა გაიცეს სალიცენზიო მოწმობის შესაბამისი ფორმის დამტკიცებისთანავე. 3. შპს „საქაერონავიგაციის საპენსიო კომპანიაზე“ ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრში და გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე. 4. ეს ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. 5. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში. 6. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები