დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იმ საქმიანობების/ფუნქციების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განმახორციელებელ/შემსრულებელ პირებსაც უფლება აქვთ, შეთავსებით შეასრულონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში, აგრეთვე იმავე დაწესებულებაში ან/და სხვა საჯარო დაწესებულებებში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 482 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/10/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.10.003.025376 |
|
იმ საქმიანობების/ფუნქციების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განმახორციელებელ/შემსრულებელ პირებსაც უფლება აქვთ, შეთავსებით შეასრულონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში, აგრეთვე იმავე დაწესებულებაში ან/და სხვა საჯარო დაწესებულებებში
|
| მუხლი 1 |
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-20 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განისაზღვროს საჯარო სამსახურში, აგრეთვე იმავე დაწესებულებაში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში (შემდგომში − საჯარო დაწესებულებები) „ის საქმიანობები/ფუნქციები, რომელთა განმახორციელებელ/შემსრულებელ პირებსაც უფლება აქვთ, შეთავსებით შეასრულონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო დაწესებულებებში“, თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო დასაშვებია:
ა) მხოლოდ ამ დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობების/ ფუნქციების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული იმ პირების მიერ, რომელთა შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი); ბ) საჯარო დაწესებულების მიერ უცხოურ ორგანიზაციასთან გაფორმებული სასესხო ან/და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროგრამის შესაბამისად, იმავე ან/და სხვა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ, რომლებიც საქმიანობენ შესაბამისი პროგრამის ფარგლებში; გ) საარჩევნო პერიოდში, საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში (საარჩევნო კომისიები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი, უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატი, საოლქო საარჩევნო კომისიები) დამხმარე და ტექნიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისთვის.
|
| მუხლი 3 |
შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო ამ დადგენილებით გათვალისწინებული საქმიანობების/ფუნქციების განმახორციელებელი/ შემსრულებელი პირების მიერ დასაშვებია დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ ორგანოს მიერ კონკრეტული სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
|
ის საქმიანობები/ფუნქციები, რომელთა განმახორციელებელ/შემსრულებელ პირებსაც უფლება აქვთ, შეთავსებით შეასრულონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო დაწესებულებებში
|
1. სივრცითი დაგეგმარების, ურბანიზაციის, არქიტექტურის, ინჟინერიისა და მშენებლობის სფერო
ა) ურბანისტი/სივრცითი და ურბანული მკვლევარი/სივრცითი და ურბანული მგეგმარებელი − ქალაქებისა და სხვა დასახლებების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიებისა და კონცეფციების მომზადება; ურბანული ანალიზისა და კვლევის ჩატარება − დემოგრაფიული, სოციალური, ეკონომიკური და სივრცითი მონაცემების საფუძველზე; საცხოვრებელი, საზოგადოებრივი, რეკრეაციული და კომერციული ზონების ფუნქციური დაგეგმვა და გამართვა; დასახლების მობილობის, საჯარო სივრცეების, მწვანე ზონების, გარემოსდაცვითი და სოციალურ-კულტურული კონტექსტის ინტეგრირებული დაგეგმვა; მუნიციპალიტეტებთან, მოსახლეობასა და სპეციალისტებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია პროექტების შემუშავების პროცესში; ქალაქებისა და სხვა დასახლებების განვითარების გრძელვადიანი გეგმების დამუშავება, მიწათსარგებლობის ზონებისა და ინფრასტრუქტურული საჭიროებების განსაზღვრა, სივრცითი მონაცემების დამუშავება და ტერიტორიის რაციონალური და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა; ბ) არქიტექტორი − არქიტექტურული პროექტების მომზადება; საპროექტო დოკუმენტების შედგენა, მათ შორის, პროექტის განმარტებითი ბარათის, სიტუაციური გეგმის, სრული არქიტექტურული პროექტის, ინტერიერის დიზაინის, სართულების გეგმების, ფასადებისა და ჭრილების, დეტალების, კვანძების, ვიზუალიზაციის (აქსონომეტრია, პერსპექტივა) მომზადება და შედგენა; ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტის მომზადება; სამშენებლო პროექტების მომზადების მიზნით, კონსტრუქტორის, გეოლოგის, ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტისა და ინჟინრების საქმიანობის კოორდინირება და ზედამხედველობა; მშენებლობის პროცესში, პროექტებში ხარვეზის აღმოჩენის ან/და კორექტირების საჭიროების შემთხვევაში, პროექტის კორექტირება და საჭირო დოკუმენტების შედგენა; საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკური დავალებების შედგენა; გ) კონსტრუქტორი − არქიტექტურული/სარეაბილიტაციო პროექტის, გეოლოგიური და ტოპოგრაფიული ნახაზების ანალიზი და კონსტრუქციული პროექტების მომზადება; შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში კონსტრუქციული პროექტის გაანგარიშებების მომზადება; პროექტის ნახაზის მომზადება ელექტრონული და მატერიალური სახით; დ) ტექნიკური ზედამხედველი − სამშენებლო პროექტის, დამტკიცებული ნორმების, პროექტისა და ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად, სამუშაოს შესრულება; სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება; სამუშაოს დაგეგმვა; შესასყიდი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენა; მშენებლობის შესაბამისობის შემოწმება გეგმარებასა და ნორმებთან; ე) სამოქალაქო ინჟინერი/მშენებელ-ინჟინერი − საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საშემსრულებო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება-შეფასება (ფორმა №2, №3); ახალი შენობების მშენებლობისა და არსებული შენობა-ნაგებობების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, ტექნიკური დავალებების მომზადება და სატენდერო პროცედურებში მონაწილეობა (ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა, ტენდერებზე და ფასთა კვლევისას პრეტენდენტთა/კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი წინადადებებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვა და სხვა); პროექტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ნაწილის შეფასება და შესაბამისობა მშენებლობის მომიჯნავე სფეროებთან; განსახორციელებელი მშენებლობის წინასწარი რისკების მართვა, მშენებლობის ეტაპობრივი გეგმა-გრაფიკების მომზადება; სამშენებლო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში ყოფნის პერიოდში მოვლა-პატრონობის (რეკონსტრუქცია, სარემონტო-რეაბილიტაცია, სამონტაჟო) აუცილებელი და რეკომენდებული ღონისძიებების შესრულება; საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურებისა და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; დამხმარე, პროფესიული ტექნიკურ-სამეცნიერო ნაგებობების პროექტირება; ვ) ინჟინერ-ელექტრიკოსი/ელექტროინჟინერი − ელექტროტექნიკური პროექტების მომზადება, შესაბამისი გაანგარიშებების საფუძველზე; პროექტის ნახაზის მომზადება ელექტრონული და მატერიალური სახით; ელექტროტექნიკური პროექტების შიდა ექსპერტიზა; ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზებისა და სქემების წაკითხვა და ანალიზი; დანადგარების ექსპლუატაციის პირობების დაცვა, გაუმართაობის აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება; ახალი ტექნიკის მიღება-ჩაბარების სამუშაოებში მონაწილეობის მიღება; ელექტროდაფების შექმნა; ელექტრობლოკების ანალიზი და აღდგენა; დანადგარების გამართული მუშაობის ხელის შემშლელი ფაქტორების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია; ზ) სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის მწარმოებელი – ხარჯთაღრიცხვის მომზადება (სამშენებლო/სარეაბილიტაციო პროექტის ნახაზებისა და დოკუმენტაციის ანალიზი; მასალების, სამუშაო ძალისა და ტექნიკის ღირებულების შეფასება; დეტალური ხარჯთაღრიცხვის დადგენა პროექტის ყველა ეტაპისთვის); მასალების ფასების მოძიება (ბაზარზე ფასების კვლევა; მომწოდებლებისგან კომერციული შეთავაზებების გამოთხოვა; სხვადასხვა ვარიანტის შეფასება, საუკეთესო ფასისა და ხარისხის მიხედვით); სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა (მასალების ზუსტი რაოდენობის დათვლა; სამუშაოების მოცულობის ერთეულებში დადგენა); დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა (ტენდერებისთვის დოკუმენტაციის მომზადება, ფასების შეთავაზებებისთვის ან დამკვეთთან შეთანხმებისთვის; საჭიროების შემთხვევაში, პროექტის ბიუჯეტისა და პროგნოზების დადგენა); თანამშრომლობა სხვა სპეციალისტებთან (ინჟინრებთან, არქიტექტორებთან, პროექტის მენეჯერებსა და ფინანსისტებთან მუშაობა; ადაპტირება, ხარჯთაღრიცხვის ტექნიკური ცვლილებების შესაბამისად); თ) წყალარინების სისტემების ინჟინერი/ტექნოლოგი − საყოფაცხოვრებო და საწარმოო ჩამდინარე წყლების შეგროვება, გადამუშავება და უტილიზაცია; წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების პროექტირება/ექსპერტიზა, სისტემების მართვა, შექმნა და გაფართოება; წყალარინების ინფრასტრუქტურის მართვა და განვითარება; ი) სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის ინჟინერი − უმაღლესი სამშენებლო-საინჟინრო განათლების მქონე პირის მიერ შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის დადგენა; მშენებლობის პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების ექსპერტიზის განხორციელება; საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სამოქალაქო მშენებლობაში; შენობის დათვალიერება-ინსპექტირება-შემოწმება; შენობასთან დაკავშირებული რისკების ან საფრთხეების შეფასება; ფუნდამენტის დაპროექტება; მზიდი კონსტრუქციების დაპროექტება; საინჟინრო-ტექნიკური კვლევების განხორციელება; საინჟინრო სფეროსთან დაკავშირებული სამეცნიერო-ტექნიკური მომსახურებების გაწევა; სეისმომონაცემების მოპოვება/შეგროვება/დამუშავება და ექსპერტიზის დასკვნის მომზადება; კ) საინჟინრო ექსპერტიზის ინჟინერი − უმაღლესი სამშენებლო-საინჟინრო განათლების მქონე პირის მიერ საყოფაცხოვრებო ან/და სამრეწველო დანიშნულების ელექტროაპარატურის, დანადგარის, ხელსაწყოს ან მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენის განხორციელება; გამიჯვნის/გაერთიანების გავლენის დადგენა შენობა-ნაგებობის კონსტრუქციის სიმტკიცეზე, მდგრადობაზე, საიმედოობაზე, სეისმომედეგობასა და ცეცხლმედეგობაზე; შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის დადგენა; საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სამოქალაქო მშენებლობაში; ხმაურის ზღვრული დონის განსაზღვრა; სამშენებლო სამუშაოების კალკულაციის ექსპერტიზის ჩატარება; სამშენებლო, სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულების დადგენა; საცხოვრებელი სახლის, ბინის, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობის, სამრეწველო შენობის აზომვითი ნახაზის შედგენა; GPS-ით UTM კოორდინატების განსაზღვრა; მიწის ნაკვეთის გადაფარვის დადგენა წარმოდგენილი ნახაზების მიხედვით; მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის შედგენა; სახლთმფლობელობის (ბინის)/საწარმოო და საზოგადოებრივი დანიშნულების უძრავი ქონების გამიჯვნა, ორი იდეალური წილის შესაბამისად წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის მონაცემებზე დაყრდნობით; უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა დარღვევის დადგენა; შენობა-ნაგებობის (კონსტრუქციული სქემა, კონსტრუქციული ელემენტები) აზომვითი ნახაზის შედგენა; სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასება; მშენებლობის შესაბამისობის დადგენა მოქმედ ტექნიკურ ნორმებსა და ნორმატიულ აქტებთან მიმართებით და დასკვნის/დასკვნის შეუძლებლობის შესახებ აქტის მომზადება-შედგენა; ლ) საინჟინრო გეოლოგი − უმაღლესი საინჟინრო გეოლოგიური განათლების მქონე პირის მიერ კლდოვანი და არაკლდოვანი გრუნტების ლაბორატორიული კვლევის განხორციელება; გრუნტების ნიმუშების აღება მათი თვისებების ლაბორატორიული კვლევისათვის და ექსპერტიზის დასკვნის მომზადება; მ) საინჟინრო გეოლოგი ექსპერტ-ლაბორანტი − უმაღლესი საინჟინრო გეოლოგიური განათლების მქონე პირის მიერ კლდოვანი და არაკლდოვანი გრუნტების ლაბორატორიული კვლევის განხორციელება; გრუნტების ნიმუშების აღება მათი თვისებების ლაბორატორიული კვლევისათვის; ნ) საგზაო ინჟინერი − უმაღლესი სამშენებლო-საინჟინრო განათლების მქონე პირის მიერ ასფალტბეტონის ფიზიკო-მექანიკური თვისებების კვლევის განხორციელება; სამშენებლო მასალებისა და პროდუქციის ნიმუშების აღება მათი თვისებების ლაბორატორიული კვლევისათვის და ექსპერტიზის დასკვნის მომზადება; საგზაო ინფრასტრუქტურის შესწავლა, მისი მშენებლობის დაგეგმვა, პროექტირება, ტესტირება ან/და მშენებლობის ზედამხედველობა; ო) ექსპერტ-ლაბორანტი − უმაღლესი სამშენებლო-საინჟინრო განათლების მქონე პირის მიერ სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების ექსპერტიზის განხორციელება, მათი ფიზიკო-მექანიკური თვისებების დადგენის მიზნით; სამშენებლო მასალებისა და პროდუქციის ნიმუშების აღება მათი თვისებების ლაბორატორიული კვლევისათვის; ექსპერტის მეთვალყურეობის ქვეშ, სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების ლაბორატორიაში ლაბორატორიულ სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა საჭირო მანიპულაციის ჩატარება. 2. საავიაციო სფერო ა) მფრინავი ინსტრუქტორი − საფრენოსნო შემადგენლობის მომზადების/ გადამზადების მიზნით, ეკიპაჟის შემადგენლობაში საფრენოსნო დავალებებისა და საინსტრუქტორო ფრენების შესრულება; ბ) ავიაციის ინჟინერი − საფრენი აპარატების გამართულობისა და დოკუმენტაციის სისწორის ზედამხედველობა; ტექნიკური და სარემონტო სამუშაო პროცესების გაძღოლა; საავიაციო რესურსებისა და საინჟინრო დოკუმენტაციით შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ბიულეტენებისა და მითითებების გამოცემა; გ) ავიაციის ტექნიკოსი − საავიაციო ტექნიკაზე მუშაობისას უსაფრთხოების წესებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღება; ინჟინრის მიერ განსაზღვრული სარემონტო და სარეგლამენტო სამუშაოების შესრულება; საფრენი აპარატების გამართულობაზე პასუხისმგებლობა და საფრენი აპარატების შესაძლო გაუმართაობის გამოვლენა, აღმოფხვრა და აღრიცხვა, მექანიკოსების საქმიანობის ზედამხედველობა. 3. გარემოს დაცვის სფერო ა) ბიომრავალფეროვნების სპეციალისტი − ცხოველებისა და მცენარეების იდენტიფიცირების, კლასიფიკაციისა და ჰაბიტატური მახასიათებლების შეფასება; სახეობრივი შემადგენლობის აღრიცხვა, აღრიცხვის მეთოდოლოგიების გამოყენება, სახეობების სტატუსების შეფასება ეროვნულ („წითელი ნუსხა“) და საერთაშორისო (IUCN, ზურმუხტის ქსელი) დონეზე; ბიოგეოგრაფიის, ტყის ძირითადი ტიპების, ჰაბიტატების, ეკოსისტემების სტრუქტურისა და ფუნქციონირების შეფასება; სახეობათა დაცვით და აღდგენით ღონისძიებებში მონაწილეობა, მათი შენარჩუნების საჭიროებების დადგენა, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გეგმის შედგენასა და განხორციელებაზე მუშაობა; გარემოზე ზემოქმედების შეფასება ბიოლოგიური კომპონენტის ჭრილში და კონსერვაციული შეფასებების ჩატარება; მცენარეთა მავნებელი მწერების, სოკოებისა და დაავადებების იდენტიფიცირებისა და მათთან ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვა; ბუნებრივი ეკოსისტემების, ჰაბიტატებისა და ველური ცხოველთა და მცენარეთა სახეობების შენარჩუნებასა და აღდგენაზე მუშაობა; ჰაბიტატების სტრუქტურისა და ფუნქციური მნიშვნელობის კვლევა; სახეობათა ბუნებრივი არეალების დადგენა; ანთროპოგენური ზემოქმედების გავლენის შეფასება და ბუნებრივი გარემოს დაცვაზე, რეგენერაციასა და ინტეგრირებულ მართვაზე რეკომენდაციების მომზადება; ველური სახეობების კონსერვაციის, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის, დაცული ტერიტორიების მართვისა და ეკოლოგიური კავშირის ანალიზის განხორციელება; ბ) ჰიდრობიოლოგი − წყლის ეკოსისტემებისა და სხვადასხვა ბიოლოგიური კომპონენტების (წყალმცენარეები, პლანქტონი, მაკროფიტები, უხერხემლოები, თევზები) შესწავლა, ზემოქმედების ფაქტორების (დაბინძურება, კლიმატი, ჰაბიტატის ცვლილება) შეფასება; წყლის ობიექტების (შავი ზღვის საქართველოს სანაპირო წყლები, ტბები, მდინარეები, წყალსაცავები), ეკოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგი (WFD, MSFD, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად); ჰიდრობიოლოგიური ნიმუშების (წყალი, ფსკერული გრუნტი) აღება; ლაბორატორიული და კამერალური კვლევა − ორგანიზმების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობის დადგენა; სახეობრივი იდენტიფიკაცია, მონაცემთა ბაზების შექმნა; ბიოინდიკატორების გამოყენებით დაბინძურებისა და ევტროფიკაციის დონის განსაზღვრა, წყლის ეკოსისტემების მდგომარეობის შეფასება; გ) აკვაკულტურის სპეციალისტი − აკვაკულტურის სექტორთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი პროცესების, მონაცემებისა და ზემოქმედებების შეფასება; სახელმწიფო პოლიტიკის, ნებართვების, მონიტორინგისა და კვლევების განხორციელებაში მონაწილეობა; აკვაკულტურის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისკენ, ეკოსისტემების დაცვისა და წყლის ბიორესურსების მართვის გაუმჯობესების მიზნით საქმიანობის განხორციელება; აკვაკულტურის ობიექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტების ექსპერტიზაში მონაწილეობა; აკვაკულტურული საქმიანობის ზეგავლენის შეფასება წყლის ხარისხზე, ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემურ სტაბილურობაზე; წყლის ბიორესურსების ხელოვნური გამრავლების, მოშენებისა და მართვის უზრუნველყოფა მტკნარ, ნახევრადმარილიან და ზღვის წყლებში; თევზის, კიბოსნაირებისა და მოლუსკების მიღების, ზრდისა და მოვლის განხორციელება; აკვაკულტურული ობიექტების ტექნოლოგიური და ბიოლოგიური მონიტორინგის განხორციელება, აგრეთვე ეკოლოგიურად მდგრადი წარმოების უზრუნველყოფა; დ) ნიადაგმცოდნეობის სპეციალისტი − ნიადაგის წარმოშობის, ტიპოლოგიის, სტრუქტურის, ნაყოფიერებისა და ცვლილებების, მათ შორის, ადამიანის ზემოქმედების შედეგად დეგრადაციის, ეროზიისა და დაბინძურების შესწავლა; ნიადაგის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების ანალიზი; ნიადაგის მდგრადობის მდგომარეობის დადგენა და რეკომენდაციების მომზადება, მისი აღდგენის, შენარჩუნებისა და რაციონალური გამოყენების მიზნით; ე) აგრონომ-ბოტანიკოსი ექსპერტი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული ხემცენარეების სახეობის, ასაკის, მდგომარეობის შეფასება; კულტურების მოსავლიანობის დაზიანებით/განადგურებით გამოწვეული ზარალის შეფასება; ხემცენარეების უნერბართვოდ მოჭრის შემთხვევაში, გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა; სატენდერო პირობებთან შესაბამისობის განსაზღვრა და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მომზადება; ვ) გარემოსმცოდნე − ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორების შესწავლა გარემოზე ზემოქმედების ჭრილში; ამ ზემოქმედების ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ანალიზის განხორციელება; ბიოფიზიკური მეცნიერებების, ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების მართვისა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესაბამისად, გარემოსთვის მიყენებული ზიანის შეფასებაში მონაწილეობა, ზიანის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებასა და გამოსასწორებელი/საკომპენსაციო ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა; გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და სტრატეგიის მხარდაჭერა, კვლევებისა და მოდელირების განხორციელება, ნიადაგის, წყლის, ბიომრავალფეროვნებისა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და შედეგების საზოგადოებრივი, სამართლებრივი და ტექნიკური ინტერპრეტაცია; ზ) ეკოლოგი − გარემოსდაცვითი ინფორმაციის კვლევა-ანალიზის (როგორც საველე, ასევე კამერალური) განხორციელება; გარემოსდაცვითი რისკების შეფასება; მონაცემების დამუშავება-ანალიზის განხორციელება-შექმნა, მათ შორის, სივრცითი მონაცემების ანალიზის განხორციელება; ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, ეკოლოგიური რისკების შეფასება და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტების მომზადება; გარემოსდაცვითი პროექტების ანალიზსა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში მონაწილეობა; ეკოსისტემების სტრუქტურის, ფუნქციონირებისა და კომპონენტებს შორის ურთიერთქმედების, მათ შორის, ბუნებრივ გარემოზე ადამიანის საქმიანობის გავლენის შესწავლა; ბიოფიზიკური პროცესების შეფასება, ეკოლოგიური წონასწორობის რღვევის საფრთხეების განსაზღვრა და ბუნებრივი რესურსების მობილიზაციისა და გამოყენების შედეგების კვლევა; ჰაბიტატების შეფასება, ბიომრავალფეროვნების ცვლილების ანალიზი, ეკოსისტემური სერვისების იდენტიფიკაცია და ეკოლოგიური ზიანის აღდგენის მოდელირება; თ) გარემოსდაცვითი ბიოლოგი − გარემოს მონიტორინგის განხორციელება, ბიომრავალფეროვნების კვლევა-მონიტორინგი-ანალიზის (როგორც საველე, ისევე კამერალური) განხორციელება; გარემოსდაცვითი რისკების შეფასება; გარემოს კომპონენტების შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზის განხორციელება-შექმნა; სამეცნიერო კვლევების განხორციელება დარგობრივი მიმართულებების მიხედვით: ზოოლოგია, ბოტანიკა, ჰიდროლოგია, იქთიოლოგია, ორნითოლოგია, ბიოფიზიკა, ბიოქიმია; ცოცხალი ორგანიზმების კვლევა როგორც ბუნებრივ, ისე ლაბორატორიულ პირობებში; მონაცემების შეგროვება და ანალიზი; სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის მიღება; ბიოლოგიური კომპონენტის ინტერპრეტაცია გარემოსდაცვითი შეფასებების, სტრატეგიებისა და რეგულირების პროცესებში − მათ შორის, ზიანის დადგენის, აღდგენის მიზნობრიობის, საკომპენსაციო ღონისძიებების შერჩევისა და ბიომრავალფეროვნების სარგებლის (ეკოსისტემური სერვისების) შეფასებისას. 4. ფიზიკური და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სფერო ა) გეოლოგი/ჰიდროგეოლოგი/ინჟინერ-გეოლოგი/გეომორფოლოგი − სამშენებლო ტერიტორიაზე გრუნტის სინჯების აღება, გეოლოგიური პირობების შესწავლის მიზნით; ტერიტორიებიდან აღებული სინჯების ლაბორატორიული კვლევის ჩატარება და გეოლოგიური დასკვნის მომზადება; გეოლოგიური კვლევების წარმოდგენა ელექტრონული და მატერიალური სახით; საველე და კამერალური გეოლოგიური სამუშაოების განხორციელება შესაბამისი საკვლევი ობიექტისთვის; საფონდო (ისტორიული) მასალების მოძიება და დამუშავება; საკვლევი არეალის გეოლოგიური და მორფოლოგიური პირობების შეფასება; საპროექტო ტერიტორიის შეფასება გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა/კლდეზვავი და სხვა) კუთხით და შესაბამისი რისკების განსაზღვრა; საპროექტო ტერიტორიაზე გაყვანილი ჭაბურღილებიდან ამოღებული კერნის აღწერა; შურფებში გამოვლენილი ჭრილის აღწერა; საპროექტო ტერიტორიაზე გრუნტისა და წყლის (არსებობის შემთხვევაში) სინჯების აღება, მათი ლაბორატორიული კვლევის მიზნით; გეოლოგიური დასკვნის მომზადება; საინჟინრო-გეოლოგიური ანგარიშის შედგენა; მიწისქვეშა წყლების წარმოშობის, დინამიკისა და ქიმიური შედგენილობის კანონზომიერებების კვლევა; მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი რესურსებისა და საექსპლუატაციო მარაგების შეფასება; კონკრეტული საბადოს სანიტარიული დაცვის ზონებისა და ექსპლუატაციის რეჟიმის სათანადო პირობების განსაზღვრა; მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის გეგმებისა და წყლის რაციონალური გამოყენების რეკომენდაციების შემუშავება; თემატური გეოლოგიური რუკების მომზადება; ბ) ატმოსფერული მეცნიერებების სპეციალისტი − ატმოსფეროს შემადგენლობის, სტრუქტურისა და დინამიკის კვლევა; დედამიწის ატმოსფეროსა და ამინდის პირობების შესწავლა; ატმოსფერული მონაცემების გაანალიზება; ამინდის პროგნოზირების საშუალებების განვითარება; კლიმატის ცვლილების კვლევა; გ) ქიმიკოსი − ნივთიერებების შემადგენლობის, სტრუქტურის, თვისებებისა და გარდაქმნის პროცესების შესწავლა; ქიმიური ანალიზის, სინთეზისა და კვლევითი სამუშაოების შესრულება სხვადასხვა სფეროში (გარემოს დაცვა, ფარმაცევტიკა, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, სამშენებლო მასალები და სხვ.); ქიმიური კვლევების დაგეგმვა და განხორციელება, ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება, მაღალტექნოლოგიურ ხელსაწყო-დანადგარებზე ქიმიური ნივთიერებების ანალიზის ჩატარება და მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია; უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნოლოგიური რეგლამენტების დაცვა; ხარისხის კონტროლისა და ხარისხის უზრუნველყოფის განხორციელება; მიღებული შედეგების პრაქტიკაში გამოყენება; ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესება და ინოვაციური მასალების განვითარება; დ) მეტეოროლოგი − მეტეოროლოგიურ ელემენტებზე დაკვირვებების წარმოება; დაკვირვების მონაცემების დამუშავება, ხარისხის უზრუნველყოფა, მონაცემთა ბაზების ფორმირება; ამინდის საერთო დანიშნულებისა და სპეციალიზებული პროგნოზების მომზადება, რომლებიც გამოიყენება ავიაციაში, ნაოსნობაში, სოფლის მეურნეობასა (აგრომეტეოროლოგია) და სხვა სფეროში; მოსალოდნელი არახელსაყრელი და სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების მომზადება; ე) გლაციოლოგი − მყინვარების, თოვლის დინამიკის, ყინულის მასების ცვლილებისა და გარემოზე მათი გავლენის კვლევა; მყინვარების ფორმირებისა და მოძრაობის მექანიზმების, დნობის პროცესებისა და მყინვარულ აუზებში მიმდინარე ჰიდროლოგიური პროცესების შესწავლა; ვ) საინჟინრო ჰიდროლოგი − მდინარის სხვადასხვა კვეთში მოსაწყობი საინჟინრო ნაგებობისთვის (ჰესები, ხიდები, მილსადენები, სატუმბი სადგურები, ნაპირგამაგრება და სხვა) საჭირო წყლის საშუალო წლიური, მაქსიმალური და მინიმალური ხარჯების სიდიდეების შესწავლა; კალაპოტის განივი კვეთების საფუძველზე, წყლის მაქსიმალური და მინიმალური ხარჯების შესაბამისი დონეების ნიშნულების დადგენა; კალაპოტის მოსალოდნელი ზოგადი გარეცხვის სიღრმისა და მდგრადი კალაპოტის სიგანის განსაზღვრა; მდინარეების ჩამონადენის მონაცემების საფუძველზე, წყალსაცავების წყალსამეურნეო და ჰიდროლოგიური ბალანსის დადგენა, წყალსაცავებზე დამოკიდებული ჰესებისა და სარწყავი ფართობებისთვის მისაწოდებელი წყლის რაოდენობის თვეების მიხედვით განსაზღვრის მიზნით; ზ) კლიმატოლოგი − გრძელვადიანი ამინდის რეჟიმებისა და კლიმატური პირობების შესწავლა; ისტორიულ-მეტეოროლოგიური მონაცემების ანალიზის, კლიმატის მონიტორინგის, ანალიზისა და პროგნოზირების განხორციელება, დაწყებული თვის მასშტაბიდან ასწლეულების მასშტაბებამდე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა სცენარზე დაყრდნობით; კლიმატური მომსახურების პროდუქტების განვითარების უზრუნველყოფა; კლიმატის მოდელირების, მათ შორის, მოწყვლადობის მოდელირების ინსტრუმენტების გამოყენება კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასებისთვის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროზე (სოფლის მეურნეობა, წყლის რესურსები, ენერგეტიკა, ჯანმრთელობა და ა. შ.); თ) ჰიდროლოგი − ჰიდროლოგიურ ელემენტებზე დაკვირვებების წარმოება, დაკვირვების მონაცემების დამუშავება, ხარისხის უზრუნველყოფა, მონაცემთა ბაზების ფორმირება; ჰიდროლოგიური პროგნოზებისა და გაფრთხილებების მომზადება მოსალოდნელი არახელსაყრელი და სახიფათო ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ; ი) სასმელი წყლის რესურსებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის ინჟინერი; ექსპერტი − სამშენებლო ნორმებისა და წესების საფუძველზე, სასმელი წყლის ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრა და დადგენა; სანიტარიული დაცვის ზონებში დასაშვები და ასაკრძალი საქმიანობების, წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და კომუნიკაციების სანიტარიული დაცვის ზონებსა და ზოლში დასაშვები და ასაკრძალი საქმიანობების განსაზღვრა; გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და კლიმატოლოგიური პირობების საფუძველზე, სანიტარიული დაცვის ზონების საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება და შედგენა. 5. სოფლის მეურნეობისა და სატყეო სფერო ა) ვეტერინარი − ცხოველის (მათ შორის, შინაური ცხოველის) ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის დაავადებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა; უვნებელი ცხოველური პროდუქტის წარმოება; ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვა და ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა; ბ) ზოოტექნიკოსი − მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის საკვები ბაზის გამოყენების არსებული მდგომარეობის შესწავლა; ცხოველთა პროდუქტიულობის შეფასება და პროდუქტიულობის ზრდისათვის შესაბამისი რაციონის შემუშავება; სათიბ-საძოვრების არსებული მდგომარეობის შესწავლა; ცხოველთა სადგომებისა და ფერმის მოწყობის სამუშაოების განხორციელება; საზოგადოებისთვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის რჩევების მიცემა და სწავლება (ექსტენცია); გ) იქთიოლოგი − თევზების, მათ შორის, მათი კლასიფიკაციის, ქცევის, ევოლუციის, ეკოლოგიისა და ფიზიოლოგიის შესწავლა; თევზის პოპულაციებსა და მათ ჰაბიტატებზე ადამიანის საქმიანობის ზეგავლენის კვლევა; თევზის ჭერისა და თევზის მოშენების ბიოლოგიური საფუძვლების დამუშავება; თევზის პოპულაციების, მათი საცხოვრებელი გარემოს უკეთ შესწავლის, თევზის პოპულაციების შენარჩუნებისა და წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესების მიზნით, საველე კვლევების, ლაბორატორიული ექსპერიმენტების და მონაცემთა ანალიზის გამოყენება, აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობა; ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება და რისკის შეფასება; თევზის ჯანმრთელობის მონიტორინგი და დაავადებების დიაგნოსტიკა; აკვაკულტურის (თევზის ფერმების) საწარმოებში დაავადებების იდენტიფიკაცია და შეფასება; წყლის ობიექტებში (მდინარეებში, ტბებში) ველური თევზის პოპულაციების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა; ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება და მართვა; წყლის, საკვებისა და თევზის ნიმუშების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა; ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, პარაზიტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური ანალიზების ჩატარება; დ) მეფუტკრე − საფუტკრის მოწყობა; ფუტკრის ოჯახის განლაგება; მეფუტკრეობის ინვენტარის მოწყობა; ფუტკრის დაავადებებთან ბრძოლა; პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება; დედა ფუტკრის გამოყვანის ხერხების იდენტიფიცირება; ფუტკრის გამრავლების მეთოდების შექმნა; ფუტკრის სხვადასხვა პროდუქციის მიღების ხერხების იდენტიფიცირება; ბიოპროდუქციის მიღება; ე) სურსათის ტექნოლოგი − კვების პროდუქტების გადამუშავება; ხილ-ბოსტნეულის გადამუშავება; თევზგადამუშავება; რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავება; ხორცპროდუქტების გადამუშავება; მცენარეების გადამუშავება; სასმელების ტექნოლოგია (ალკოჰოლიანი, უალკოჰოლო); სურსათის უვნებლობა; სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის გადამუშავების ტექნოლოგია; სასურსათო უსაფრთხოება და რისკების ანალიზი; ვ) სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის სპეციალისტი − სამელიორაციო სისტემების შეკეთების, რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის სამუშაოებზე საპროექტო დავალებების დოკუმენტაციის მომზადება; საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების მოსალოდნელი შედეგების ანალიზი, შეფასება და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება, მათი სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინაცია; სამელიორაციო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად, ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; ზ) კვების დარგის ექსპერტი − ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის პროცესში კვებისა და ჰიგიენის მიმართულებით დოკუმენტაციის, მენიუსა და კარტოთეკის შესწავლა; ვიზიტის განხორციელება და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება; „ახალგაზრდული ბანაკების“ მონაწილეთათვის საკვების მომზადებისა და მიწოდების ყველა ეტაპის კონტროლი, სამზარეულო ბლოკის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესრულების ზედამხედველობა; თ) მევენახე − ვენახის კულტივირება, ყურძნის და/ან სამყნობი მასალების და/ან ნამყენი ნერგის წარმოების მიზნით; ჯანმრთელი და ხარისხიანი ყურძნის მიღება, ვენახის გაშენება, ყოველდღიური მოვლა, მოსავლის დაგეგმვა, აღება და კოორდინაცია მეღვინესთან; ი) მეღვინე/ენოლოგი − ვენახების მოვლაში, ყურძნის მოსავლის შეგროვებაში მონაწილეობა და ღვინის დაყენების ყველა ეტაპზე − დუღილიდან დაძველებამდე, ჩართულობა; ღვინის მთელი პროცესის დაგეგმვა, ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესება; ვენახის კონტროლი, ღვინის დაყენება, დაძველება და შენახვა, დახარისხება და ჩამოსხმა, ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა; კ) აგრონომი − მცენარეების აღრიცხვა სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით; მცენარეებისა და მწვანე საფარის მოსავლელად შესაბამისი გეგმის, ინსტრუქციებისა და მითითებების მომზადება; მცენარეების მოვლა-პატრონობა: მცენარეების გადარგვა, გამარგვლა, გასხვლა, ნიადაგისა და ფოთლების შემოწმება, მორწყვა, შხამქიმიკატებითა და მკვებავი ქიმიკატებით დამუშავება; ხემცენარეებისა და ბუჩქმცენარეების დეკორატიული ფორმის შენარჩუნება; ლ) მებაღე − აგრონომის მიერ შემუშავებული გეგმისა და გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად, მწვანე საფარისა და მცენარეების მოვლა-პატრონობა: ნარგავების ძირებში მიწის გაფხვიერება, მცენარეების შხამქიმიკატებითა და მკვებავი ქიმიკატებით დამუშავება, დროული მორწყვა; მცენარეების აღრიცხვა სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით; მწვანე საფარის, ხემცენარეებისა და ბუჩქმცენარეების დეკორატიული ფორმირება, სეზონური გასხვლა/კრეჭა; ბიოლოგიური, საყოფაცხოვრებო-სამეურნეო ნარჩენების არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი კომპანიისათვის ინფორმაციის მიწოდება და დასუფთავების კონტროლის განხორციელება; მ) სომელიე/დეგუსტატორი − ღვინისმცოდნეობაში, სხვადასხვა მიმართულების, განათლების მქონე პირის მიერ ღვინის ორგანოლეპტიკური დახასიათება და შეფასება; პრეზენტაციისა და დეგუსტაციის ჩატარება; ღვინისა და მეღვინეობის რეგიონების შესახებ ცოდნის გაერთიანება დაწყებული მევენახეობიდან, დამთავრებული ღვინის კომერციამდე; ნ) მეტყევე − საველე და კამერალური სამუშაოების განხორციელება; ტყის რესურსების შეფასება, აღრიცხვა, აღრიცხვის საფუძველზე, ტყის მართვის ან/და სარგებლობის გეგმების მომზადება; სატყეო სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის: ხეტყის დამზადება, არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის დაცვა მავნებელ-დაავადებებისა და ხანძრებისაგან, ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება; ტყის უკანონო სარგებლობისგან დაცვა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია. 6. საინფორმაციო სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სფერო ა) ანალიტიკოსი/ანალიტიკა − ინფორმაციული სისტემების შექმნის/დახვეწის და პროგრამული უზრუნველყოფის მიზნებისათვის ბიზნესპროცესებისა და ამოცანების ანალიზი, ინფორმაციულ სისტემებსა და პროგრამულ უზრუნველყოფასთან ან/და მათი შექმნისა და მართვის ბიზნესპროცესების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული პროექტების მართვა; ინფორმაციული სისტემების სპეციფიკაციების, ტექნიკური დავალებისა და არქიტექტურის შემუშავება; ინფორმაციული სისტემების ფუნქციონალის/მოდულის ტესტირების გეგმის შემუშავება, ამავე სფეროში ტესტირებისა და დანერგვის პროცესში ჩართულობა; ბ) პროგრამისტი/პროგრამირება − საინფორმაციო სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და მოდერნიზაცია, პროგრამული კოდის შემუშავება, არსებული პროგრამული კოდის რევიზია, ოპტიმიზაცია, გაუმჯობესება, უშუალოდ პროგრამირების პროცესთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა; პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება და ხარისხის კონტროლის პროცესში ჩართულობა (პროგრამირების პროცესსა და სატესტო გარემოს ადმინისტრირებასთან დაკავშირებით); პროგრამული კოდის/სისტემების განვითარებასთან დაკავშირებით ახალი ალგორითმისა და არქიტექტურის შემუშავება; გ) საინფორმაციო სისტემის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი − კომპიუტერული, ქსელური და პერიფერიული მოწყობილებების ინსტალაცია/ კონფიგურაცია, მათი გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ლოკალური და უსადენო ქსელების მონტაჟი და მათი უწყვეტად ფუნქციონირების კონტროლი; მომხმარებლების კომპიუტერული და პროგრამული სისტემების მხარდაჭერა; მომხმარებლების ანგარიშების ადმინისტრირება; დ) საინფორმაციო სისტემის/ქსელის/მონაცმეთა ბაზების/Voip ინფრასტრუქტურის არქიტექტორი/ადმინისტრატორი/ინჟინერი − საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების, მათ შორის, სერვერული და პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების, მონაცემთა ბაზების, ქსელების, voip ინფრასტრუქტურის გამართვა, ექსპლუატაცია, აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურირება, დარეზერვება, აღდგენა და განახლება; მონაცემთა ბაზების, არქიტექტურის განსაზღვრა, ადმინისტრირება, მართვა, შენახვა და აღდგენა; მის მიერ მართვად სისტემებზე ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება; მომსახურების მიმღები დაწესებულებების ფიზიკური კაბელიზაციის დაგეგმვა და მათი სამუშაოების შესრულების მონიტორინგი; ე) ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი − ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტანდარტების, სამართლებრივი რეგულაციების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ანალიზი და მათი დანერგვის აქტივობების ორგანიზება; ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტებისა და მიდგომების შემუშავება, მხარდაჭერა და განახლება; ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტებისა და მიდგომების დანერგვა, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის აუდიტი; ინფორმაციული უსაფრთხოების სატრენინგო მოდულების მომზადება, კრიტიკული სუბიექტების საკომუნიკაციო პირებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის თაობაზე კონსულტაციის გაცემა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო და კერძო სექტორში ინფორმაციული უსაფრთხოების მექანიზმების, სტანდარტების ამოქმედებისა და დანერგვის ხელშეწყობა; ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერების სერტიფიცირების პროცესის განხორციელება; ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მართვა და ინციდენტებზე რეაგირება; ვ) კომპიუტერული/კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი/კიბერუსაფრთხოება − კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო საუკეთესო პოლიტიკის, სამართლებრივი რეგულაციებისა და პრაქტიკის კვლევა და ანალიზი; სხვადასხვა ორგანიზაციიდან და საერთაშორისო ჯგუფებიდან მიღებული კიბერინციდენტების ანალიზი და ანგარიშგება/რეპორტინგი; კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის მიმდინარე პროექტების მართვა; სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებისა და კიბერსავარჯიშოების ორგანიზება და დაგეგმარება; ქსელური და ინფრასტრუქტურული სისტემების ყოველდღიური მონიტორინგი, განახლება და ოპტიმიზაცია; მავნე კოდის ექსპერტიზა და ანალიზი; კიბერუსაფრთხოების პოლიტიკისა და საპროცედურო დოკუმენტაციის შექმნა; უსაფრთხოების სისტემების ადმინისტრირება და ეფექტიანობის კონტროლი; კომპიუტერული სისტემების ყოველდღიური მონიტორინგი და შეფასება; კომპიუტერული ინციდენტების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება; კომპიუტერული ინციდენტებისა და უსაფრთხოების ზომების ანალიზი და ანგარიშგება; ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული პროდუქტების უსაფრთხოების ტესტირება/აუდიტი; ზ) დანერგვების ავტომატიზაციის (DevOps) ჯგუფის სპეციალისტი − დანერგვების ავტომატიზაციის (DevOps) ჯგუფის საქმიანობის მართვა; დანერგვების ავტომატიზაციის მიმართულებით არსებული აქტივობების კოორდინაცია; არსებული მდგომარეობის, პრობლემების, საინფორმაციო სისტემების, ინფრასტრუქტურის ანალიზი; ბიზნესპროცესების უწყვეტობისთვის აუცილებელი სისტემური მოთხოვნების ჩამოყალიბება და იმპლემენტაციის გეგმის შედგენა; დეველოპმენტის, ავტომატური დანერგვის, ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამული გარემოს კონფიგურაცია და მართვა; თ) სისტემის არქიტექტორი − ინფორმაციული სისტემების ანალიზი, ახალი ტექნოლოგიების შერჩევა და სისტემის განვითარების გეგმის ჩამოყალიბება; ინფორმაციული სისტემების შექმნის/დახვეწის და პროგრამული უზრუნველყოფის მიზნებისთვის ბიზნესპროცესებისა და ამოცანების ანალიზი; პროგრამული უზრუნველყოფისთვის არქიტექტურის შემუშავება; შექმნილი პროდუქტის სათანადო ხარისხის მიღწევადობა სისტემის მოთხოვნებთან; ინფორმაციული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და მოდერნიზაცია; პროგრამული კოდის შემუშავება; არსებული პროგრამული კოდის რევიზია, ოპტიმიზაცია, გაუმჯობესება; პროგრამული კოდის/სისტემების განვითარებასთან დაკავშირებით ახალი ალგორითმისა და არქიტექტურის შემუშავება; კომპეტენციის ფარგლებში, სტანდარტიზაციის პროცესში მონაწილეობა; არსებული/დამტკიცებული სტანდარტების მიხედვით ფუნქციონირების განხორციელება; სტანდარტების შემოღებაზე, განახლებასა და გაუქმებაზე რეკომენდაციების მომზადება; ი) კრიტიკული ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სამსახურის ოპერატორი − 24/7 კრიტიკული ინფრასტრუქტურის მეთვალყურეობა, უსაფრთხოების სისტემის უწყვეტობის მონიტორინგი, მართვა და რეაგირება; კრიტიკული ინფრასტრუქტურის მონიტორინგისათვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მართვა; ტექნოლოგიურ გუნდებთან მჭიდრო კოორდინაცია, ტაქტიკური და სტრატეგიული რეკომენდაციების გაცემა კიბერუსაფრთხოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; უსაფრთხოების სისტემებში ინციდენტის რეგისტრაცია, ინციდენტის მოგვარების პროგრესის მონიტორინგი, ინციდენტის დახურვა სისტემაში SLA-ით განსაზღვრული დროის შესაბამისად; ინციდენტის გამოცდილების რეგისტრაცია საერთო ცოდნის ბაზაში; გუნდის კომპეტენციებისა და უნარების გამომუშავება, განვითარება და დაგეგმვა, გუნდისთვის საჭირო ტრენინგებითა და უახლესი ინფორმაციის მიწოდებით; გრაფიკული დაფებისა და მონიტორინგის სისტემების ოპერაციების მართვა; შესრულების წარმადობის გაზომვა, აღრიცხვა და ცვლილებების მართვა; კ) ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვის სპეციალისტი − ორგანიზაციის საქმიანობის პრიორიტეტებისა და სტრატეგიული მიმართულებების გათვალისწინებით კვლევებისა და ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტების მომზადება ელექტრონული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში; ორგანიზაციის, კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა უწყებიდან, დაწესებულებებიდან და სხვა მესამე პირებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სიტუაციის ანალიზის/ანგარიშის მომზადება; ლ) პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვის სპეციალისტი − დოკუმენტებში აღწერილი სპეციფიკური პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციებისა და მომხმარებლის ინტერფეისების ტესტირება; ტექნიკური ამოცანის ბაზაზე ტესტქეისების მომზადება და ტესტირების ვადების განსაზღვრა და კონტროლი; რეალიზებული ამოცანის ტესტირება, აღმოჩენილი ხარვეზების დოკუმენტირება და გადაცემა შესაბამის ეტაპზე; შეცდომების გამოსწორების პროცესის მართვა; ტესტირების სრული ციკლის ხარვეზის გარეშე დასრულების შემდეგ დადებითი რეკომენდაციის გაწევა პროექტის მზაობაზე; არსებული/დამტკიცებული სტანდარტების მიხედვით ფუნქციონირების განხორციელება; მ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტი − უმაღლესი ინფორმაციული ტექნოლოგიების განათლების მქონე პირის მიერ კომპიუტერული კვლევის განხორციელება; ციფრულ მატარებლებზე ინფორმაციის მოძიება და ამოღება; მონაცემთა ბაზების დამუშავება და ინფორმაციების ამოღება; ლოკალურ და გლობალურ ქსელში არასანქცირებული წვდომის დადგენა და ექსპერტიზის დასკვნის მომზადება. 7. ფინანსური აღრიცხვის/ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობა; სახელმწიფო/საერთაშორისო შესყიდვების სფერო ა) რისკის მართვის სპეციალისტი − დაწესებულებაში რისკის მართვის პროცესის კოორდინაცია, რისკის მართვის პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავება, რისკების იდენტიფიცირება, შეფასებისა და ანალიზის პროცესის მხარდაჭერა, რეგულარული ტრენინგების ჩატარება დაწესებულების თანამშრომლებისთვის, რისკის მართვის შესახებ ანგარიშების მომზადება; ბ) ფინანსური ანგარიშგების სპეციალისტი − საწარმოების/სუბიექტების მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარდგენილი ანგარიშგებების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, წარდგენილი ანგარიშგებების მიმოხილვის პროცესის რისკზე დაფუძნებული მიდგომით უზრუნველყოფა და, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი რეაგირება; არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის/მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, საჭიროებისას, შესაბამისი ცვლილების პროექტის მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა; ანგარიშგებების წარდგენისა და მიმოხილვის პოლიტიკების, პროცედურების, ინსტრუქციებისა და მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება; გ) ფინანსისტი/ბუღალტერი − ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის სრულყოფილი აღრიცხვის/ ანალიზის უზრუნველყოფა, ფინანსური ოპერაციების ზუსტი დოკუმენტირება, რისკების იდენტიფიცირება, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფინანსური რესურსების ეფექტიანი განაწილება; საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზის ჩატარება, საფინანსო-საბუღალტრო დარგში დასმულ საკითხებზე საექსპერტო კვლევისა და ანალიზის განხორციელება და დასკვნის შედგენა; დ) ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების შემფასებელი − ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების შეფასების საქმიანობაში უმაღლესი განათლების სპეციალური ცოდნის, სერტიფიკატისა და გამოცდილების მქონე პირის მიერ საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზის ჩატარება, ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების დარგში დასმულ საკითხებზე საექსპერტო კვლევისა და ანალიზის განხორციელება და დასკვნის შედგენა; ე) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ოფიცერი/ სპეციალისტი − ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პოტენციური რისკების იდენტიფიკაცია და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; პოლიტიკურად აქტიური პირების, სერვისის მიმღები პირებისა და მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია; ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ოპერაციების შემოწმების, მონიტორინგისა და ანგარიშგების წარმოება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, საეჭვო ან/და უჩვეულო გარიგებების გამოვლენის კუთხით; სერვისის მიმღები პირებისა და მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების გადამოწმება ტერორისტთა და/ან ტერორიზმის ხელშემწყობთა საერთაშორისო სიებში, ასევე შესაბამის ფინანსურ და სხვა ტიპის სანქცირებულ პირთა სიებში; საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე სახელმძღვანელო მითითებებისა და მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება, გაცემა და კონსულტაცია; ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკების, პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება; ვ) შესყიდვის სპეციალისტი − სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულების/ხელშეკრულებაში ცვლილებების პროექტის მომზადება და დაწესებულების უფლებამოსილი პირისათვის ხელმოსაწერად წარდგენა; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების მიმდინარეობის კონტროლი; ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და სისტემაში ატვირთვა; განცხადებების/წერილების ანალიზი, შეფასება და სათანადო გადაწყვეტილებების პროექტის მომზადება; საქმიანობის შესაბამისად, სხვადასხვა დოკუმენტის, წარმოების მასალების, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/მომზადება ან/და მის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ანალიზი და წინადადებების შემუშავება; შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით, რისკების შეფასება და პრიორიტეტების დაგეგვმვა; ზ) საერთაშორისო შესყიდვის სპეციალისტი − მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დადგენილი შესყიდვის პროცედურების მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად, სესხისა და გრანტის სახით მიღებული სახსრების ფარგლებში განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებზე შესყიდვების განხორციელება; სათანადო პროცედურების (დონორი ორგანიზაციების შესაბამისი სახელმძღვანელოების მიხედვით) დაცვით, ტენდერების გამოსაცხადებლად დოკუმენტაციის შემუშავება და შესაბამის დონორ ორგანიზაციასთან შეთანხმება, ტენდერების გამოცხადება, შესყიდვის ტიპის გათვალისწინებით, შემოსული წინადადებების შეფასება, შეფასების ანგარიშის მომზადება და სატენდერო კომისიაზე გატანა დასამტკიცებლად. 8. სტატისტიკისა და ანალიტიკის სფერო მონაცემთა ერთიანი ბაზების მომზადება სტატისტიკური დამუშავებისათვის, სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და მისი ანალიზი, სათანადო ფორმატით სტატისტიკური ბაზის ფორმირება და ინფორმაციის მიწოდება; არსებული სტატისტიკის ან/და ანალიტიკის მიმართულებით ანგარიშის მომზადება; სტატისტიკის შემუშავება, წარმოება და გავრცელება, რომელიც მოიცავს სტატისტიკური გამოკვლევების დაგეგმვას, ორგანიზებას, განხორციელებასა და ანალიზს; ასევე „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე საქმიანობა. 9. დაზღვევის სფერო აქტუარი − საზედამხედველო სუბიექტების მიერ ნაკისრი ვალდებულებების ანალიზი, მათი მოცულობისა და შესრულების შესაძლებლობის შესწავლა, რისკების მართვის სისტემის ეფექტიანობის შეფასება და ანალიზი, სადაზღვევო რეზერვების გაანგარიშებისას გამოყენებული მონაცემების საკმარისობისა და ხარისხის, ასევე გაანგარიშების მეთოდების შესწავლა და სადაზღვევო პრემიების ადეკვატურობის შეფასება, სადაზღვევო ორგანიზაციების გადახდისუნარიანობისა და ფინანსური სიმყარის ზედამხედველობა, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე. 10. სამედიცინო სფერო ა) ექიმი − დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა, ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული სხვადასხვა დარგის ექიმ-სპეციალისტის მიერ სამედიცინო ექსპერტიზაში მისი სპეციალობის შესაბამისად და, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ექსპერტიზის წინაშე დასმული საექიმო საკითხების გადასაწყვეტად; უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის მიერ, მათ შორის: პაციენტის მიღება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება, საჭიროების შემთხვევაში, დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების გეგმის შემუშავება; ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემფასებელი ლაბორატორიული კვლევების კვალიფიციური შესრულება, ორგანიზმის სხვადასხვა სისტემისა და ქსოვილების ფუნქციური მდგომარეობის შეფასების მიზნით; დიაგნოზის დასმა და მკურნალობის ტაქტიკის შემუშავება, დადგენილი გაიდლაინებისა და პროტოკოლების გათვალისწინებით; პაციენტისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა; პაციენტის ინფორმირება დიაგნოზთან, საჭირო პროცედურებსა და მკურნალობის სქემასთან დაკავშირებით; მიღებულ პაციენტთა შემდგომი მეთვალყურეობა; პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება/სტაბილიზაცია. ნებისმიერი ტრავმის დროს მდგომარეობის შეფასება, პირველადი დახმარება, საჭიროების შემთხვევაში კლინიკაში გადაყვანა; პირველადი კარდიოლოგიური დახმარება, კარდიოგრამის გადაღება-გაშიფვრა, პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირება (ბინიდან კლინიკაში, საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება, კლინიკიდან კლინიკაში ტრასპორტირება), მანიპულაციების გაკეთება ბინაზე (ინექცია ვენასა და კუნთში, სატურაციის კონტროლი, სისხლში გლიკემიის განსაზღვრა), ჭრილობის დამუშავება, ნახვევის დადება-შეცვლა; სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და სხვა; სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მიერ იმავე ან/და სხვა სამედიცინო დაწესებულებაში საექიმო საქმიანობის განხორციელება; ბ) ექთანი, ბებიაქალი − მეან-ექთანი − შესაბამისი სამედიცინო განათლების ან/და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მქონე პირის მიერ, მათ შორის: საექთნო მომსახურების უზრუნველყოფა დანიშნულების შესაბამისად, დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით; ექიმის დანიშნულების ხარისხიანად შესრულება; სამედიცინო მანიპულაციების კვალიფიციურად შესრულება; მედიკამენტების დოზირების ზედმიწევნით სწორად მიწოდება პაციენტისთვის; პაციენტის მოვლა (ნაწოლების დამუშავება, სიცხის, სატურაციის, არტერიული წნევისა და პულსის მონიტორინგი, მიღებული საკვებისა და სითხის კონტროლი, გამოყოფილი შარდის რაოდენობის აღიცხვა; ფიზიოლოგიური მშობიარობის წარმართვა და ახალშობილის მდგომარეობის შეფასება; პოსტნატალური კვლევის წარმოება, მოსალოდნელი გართულებების პრევენცია, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი მართვა; პოსტნატალურ პერიოდში დედისა და ახალშობილისთვის ოპტიმალური, უსაფრთხო, კომფორტული და ეთიკური გარემოს უზრუნველყოფა; მშობიარის/ახალშობილის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროული იდენტიფიკაცია და მართვა; სამეანო და გინეკოლოგიური პრობლემების შემთხვევაში, ექიმის შესაბამისი ზედამხედველობის ქვეშ, ქალისთვის კვალიფიციური დახმარების გაწევა და სხვ.); ლაბორატორიული კვლევებისთვის სისხლის, შარდის, ნახველისა და ა. შ. აღების ან/და შეგროვების მონიტორინგი/კონტროლი; სამედიცინო და სპეციალური დოკუმენტაციის წარმოება და შენახვის წესების შესრულება; შესრულებული სამედიცინო მანიპულაციებისა და დანიშნულების ხელმოწერით დადასტურება; პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება/სტაბილიზაცია. ნებისმიერი ტრავმის დროს მდგომარეობის შეფასება, პირველადი დახმარება, საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში გადაყვანა; პირველადი კარდიოლოგიური დახმარება, კარდიოგრამის გადაღება, პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირება (ბინიდან კლინიკაში, საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება, კლინიკიდან კლინიკაში ტრასპორტირება), მანიპულაციების გაკეთება ბინაზე (ინექცია ვენასა და კუნთში, სატურაციის კონტროლი, სისხლში გლიკემიის განსაზღვრა), ჭრილობის დამუშავება, ნახვევის დადება-შეცვლა. სამუშაოს ჩაბარების/გადაბარების პროცედურული თანმიმდევრობის დაცვა და სხვ.); გ) უმცროსი ექიმი − ექიმის ფუნქციის შესრულება, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით, მათ შორის: პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება/სტაბილიზაცია, ნებისმიერი ტრავმის დროს მდგომარეობის შეფასება, პირველადი დახმარება, საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში გადაყვანა, პირველადი კარდიოლოგიური დახმარება (კარდიოგრამის გადაღება-გაშიფვრა), პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირება (ბინიდან კლინიკაში, საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება, კლინიკიდან კლინიკაში ტრასპორტირება), მანიპულაციების გაკეთება ბინაზე (ინექცია ვენასა და კუნთში, სატურაციის კონტროლი, სისხლში გლიკემიის განსაზღვრა), ჭრილობის დამუშავება, ნახვევის დადება-შეცვლა და სხვ.; დ) პარამედიკოსი/მოტომედიკოსი − პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება/სტაბილიზაცია; ნებისმიერი ტრავმის დროს მდგომარეობის შეფასება, პირველადი დახმარება, პირველადი კარდიოლოგიური დახმარება (კარდიოგრამის გადაღება-გაშიფვრა), მანიპულაციების გაკეთება (ინექცია ვენასა და კუნთში, სატურაციის კონტროლი, სისხლში გლიკემიის განსაზღვრა), ჭრილობის დამუშავება, ნახვევის დადება; საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირება (ბინიდან კლინიკაში); გამოძახებაზე მოტომედიკოსის მიერ მომსახურების გაწევის შემთხვევაში, სამედიცინო ტრანსპორტირების მოთხოვნის დაყენება სადისპეტჩეროსთან; ე) ექთნის დამხმარე − უფროსი ექთნისა და საშუალო მედპერსონალის დავალებებისა და მითითებების შესრულება; დეპარტამენტის/განყოფილების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვა და მონიტორინგი; შემოსული პაციენტის მოვლა, ჰიგიენური პროცედურების ჩატარება და პაციენტის მიერ პირადი ჰიგიენის დაცვის მონიტორინგი; მძიმე პაციენტებისთვის საკვების, დასალევი სითხეების მიწოდება, დაბანა/მოწესრიგება; ექთნის მითითებით, პაციენტის ტრანსპორტირება პალატებსა და სხვა დეპარტამენტებში/ განყოფილებებში, გამოკვლევის მიზნით; საჭიროების მიხედვით, საკვლევი მასალის ლაბორატორიისთვის მიწოდება; პაციენტის საწოლის დამუშავება, თეთრეულის გამოცვლა, პალატების განიავება, პალატებში არსებული ტუმბოს, მაგიდის, კარადისა და პენდანტების დამუშავება პაციენტის გაწერისას და საჭიროებისამებრ; დეპარტამენტში/განყოფილებაში/პალატაში არსებული სამედიცინო აპარატურის (მაგ.: ე.კ.გ., ექოსკოპიის აპარატი, სანაციის აპარატი, მონიტორი და ა.შ.) დასუფთავება არანაკლებ დღეში ერთხელ და საჭიროებისამებრ; ვ) სანიტარი − სამუშაო ადგილის შემადგენლობაში შემავალ ფართობზე, პალატებში, თანამშრომელთა სამუშაო ადგილებსა და სველ წერტილებში ჰიგიენური და სანიტარიული ნორმების დაცვა, კერძოდ, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით კედლების გაწმენდა, მაგიდისა და ტუმბოების გადაწმენდა, იატაკის დალაგება-დასუფთავება; პალატების სველი წესით დამუშავება; სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერების გაწმენდა; სანიტარიულ-ჰიგიენური ინვენტარის აღრიცხვა; სასამართლო სამედიცინო ექსპერტის ტექნიკური დახმარება ექსპერტიზის ჩატარების, გვამის გამოკვლევისა და სხვა სამედიცინო საქმიანობის დროს; მორგის ტექნიკური მომსახურება; ტექნიკური, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა; მორგში გვამის მიღება-გაცემა (გვამის მოწესრიგება, გვამის შემურვა (ბალზამირება)) და დოკუმენტირება; მორგის დოკუმენტაციის წარმოება; უფროსი მედდის განკარგულებით, არაპატიმარ გამოსაკვლევ პირთა მოვლა, ზედამხედველობა და მეთვალყურეობა; მორიგეობის დროს მასზე განპიროვნებული გამოსაკვლევი პირების რეგულარული დაკვირვება; ზ) ლაბორანტი − ლაბორატორიაში შემოსული ნიმუშების მიღება; საჭირო ტესტსისტემების მომზადება და კვლევის მოსამზადებელი ეტაპის შესრულება; ექიმლაბორანტის დახმარება; კვლევის შედეგების ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირება; ლაბორატორიული აპარატურის მოვლა და ზედამხედველობა; რეაგენტების, ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების რაოდენობის მონიტორინგი; ტესტ-სისტემების, რეაგენტების, სახარჯი და დამხმარე მასალებისა და პირადი დაცვის საშუალებების რაოდენობების განსაზღვრა, გამოწერა და გამოტანა შესაბამისი სამსახურიდან; ლაბორატორიული მაცივრების ტემპერატურის რეჟიმის მონიტორინგი; თ) ლაბორანტი ჰისტოლოგიური კვლევისა და სამედიცინო კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მიმართულებით − საშუალო სამედიცინო ან უმაღლესი სამედიცინო ან ბიოლოგიური განათლების მქონე პირის მიერ ჰისტოლოგიურ აპარატურასთან მუშაობა; ჰისტოლოგიური შეღებვა სხვადასხვა ტექნიკით; ლაბორატორიაში უსაფრთხოდ მუშაობა; ძვლის, კანის პრეპარატებისა და სხვა ბიოლოგიური წარმოშობის ქსოვილების მომზადება შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად, სასამართლო სამედიცინო ექსპერტის ტექნიკური დახმარება; აპარატურასა და რეაქტივებთან უსაფრთხოდ მუშაობა; ი) პათომორფოლოგი − უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის მიერ (პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია) რთულ ჰისტოლოგიურ/ მიკრომორფოლოგიურ შემთხვევებზე კონსულტაციის გაცემა; კ) ჰისტოლოგი − უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის მიერ (პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია), მათ შორის: ორგანოებსა და ქსოვილებში დაავადებებით გამოწვეული პათოლოგიური ცვლილებების დადგენა და მათი ხასიათის შეფასება; ორგანოებსა და ქსოვილებში ძალადობრივი ქმედებებითა და მექანიკური, თერმული, ფიზიკური და სხვა გარემო ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული პათოლოგიური ცვლილებების დადგენა და მათი ხასიათის შეფასება; ლპობითი ცვლილებების მქონე ორგანოებსა და ქსოვილებში დაზიანებისა და პათოლოგიური ცვლილებების დადგენა; სიცოცხლისდროინდელი და პოსტმორტული (სიკვდილის შემდგომი) მექანიკური დაზიანებების − ნაჭდევი, ჭრილობა, სტრანგულაციური ღარი, ორგანიზმზე თერმული ზემოქმედება და სხვა − დიფერენციალური დიაგნოსტიკა; დაზიანებების ხანდაზმულობის დადგენა; მასალის პლანქტონზე გამოკვლევა; ცოცხლადშობადობისა და მკვდრადშობადობის დადგენა და სხვა; ჰისტოლოგიურ აპარატურასთან მუშაობა; ჰისტოლოგიური შეღებვის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება; ლაბორატორიაში უსაფრთხოდ მუშაობა; ლ) სასამართლო სამედიცინო ექსპერტი (ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევა და სამედიცინო კრიმინალისტიკა) − უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის მიერ (სასამართლო მედიცინა), მათ შორის: სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევის, სამედიცინო დოკუმენტაციისა და საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე; გვამის გამოკვლევის საფუძველზე, სიკვდილის მიზეზის, სიკვდილის ხანდაზმულობის, დაზიანებების არსებობის, მათი ხასიათის, მიმყენებელი საგნის, სხეულის დაზიანების ხარისხის, დაზიანებათა სიცოცხლისდროინდელობის, დაზიანებების ხანდაზმულობის, მათი განვითარების მექანიზმისა და დაზიანებათა მიზეზობრივი კავშირის დადგენა სიკვდილთან და სხვა; ცოცხალი პირის ვიზუალური/ამბულატორიული შემოწმებით და/ან სამედიცინო დოკუმენტაციით სხეულზე დაზიანებების არსებობის დადგენა, მათი ხასიათის, მიმყენებელი საგნის, სხეულის დაზიანების ხარისხის, დაზიანებათა ხანდაზმულობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, პიროვნების ასაკის, სქესობრივი სიმწიფის, სქესობრივი ხასიათის ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პიროვნების შემოწმება, მათ შორის, საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევისა და მისი ხანდაზმულობის დასადგენად და სხვა; სროლის მანძილის, სროლის მიმართულების, მატრავმირებელი საგნის იდენტიფიკაცია, დაზიანებების გამოკვლევისა და სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების საფუძველზე; ძვლებზე არსებული დაზიანებების მიხედვით, მოქმედი ძალის მიმართულების, ძვლოვანი ნარჩენების მიხედვით, დამარხვის ხანდაზმულობის, ანატომიურ-მორფოლოგიური სტრუქტურის, სქესის, სიმაღლის, ძვლოვანი ასაკის, სისხლის კვლების განვითარების მექანიზმის დადგენა და სხვა; სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და ექსპერტის დასკვნის შედგენა; აქტის შედგენა დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ, თუ წარმოდგენილი მასალები არ არის საკმარისი დასკვნის გასაცემად; მოთხოვნის შედგენა დამატებითი მასალების წარმოდგენის შესახებ, თუ არსებული მასალები არ არის საკმარისი დასკვნის შესადგენად; შედგენილი დასკვნის შესახებ განხილვაში მონაწილეობა გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახების შემთხვევაში; მ) რენტგენოლაბორანტი/რადიოგრაფერი, რადიოლოგ-ტექნოლოგი, რადიოფარმაცევტი − სამუშაოს დაწყებამდე რენტგენოდანადგარისა და გამოსახულების სისტემის აღჭურვილობის ტექნიკური გამართულობის, ქიმიური რეაქტივების ვარგისობის შემოწმება; ოპტიმალური რეჟიმების შერჩევა; პაციენტის მაქსიმალურად ეფექტიანი პოზიციონირების უზრუნველყოფა; პაციენტის რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სამედიცინო რადიოლოგიურ პროცედურებში მონაწილეობა, რენტგენოდიაგნოსტიკური გამოკვლევის ჩატარება, ოპტიმალური რეჟიმების დაცვით; რენტგენოლოგიური ფირის გამჟღავნება; გასამჟღავნებელი სითხეების დამზადება; ექიმი რადიოლოგის მითითებების შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში; ნ) ფარმაცევტი − სამედიცინო სახარჯი მასალების, მედიკამენტების, მათ შორის, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტების, ნარკოტიკული საშუალებების მიღება, შენახვა, გაცემა, აღრიცხვა და ანგარიშგება; ო) მოლარე/რეგისტრატორი − ექიმის მიმართვის საფუძველზე, პაციენტთა მომსახურება; პაციენტებთან ფინანსური ანგარიშსწორება − სალაროს მომსახურება; ჯანდაცვის ელექტრონულ სისტემაში ფინანსური შეტყობინების გაკეთება, შესაბამისი კოდისა და ვადის გათვალისწინებით; ჯამური თანხის დაანგარიშება და ანგარიშგების წარდგენა ბუღალტერიაში, სალარო ტერმინალის ამონაწერთან ერთად; პ) ცვლის უფროსი/ცვლის უფროსის მოადგილე − გამოძახებების მართვის პროცესის, სადისპეტჩეროსა და სამედიცინო ბრიგადებთან მიმართებით კოორდინაციის განხორციელება; საგანგებო სიტუაციებისა და სხვა განსაკუთრებული შემთხვევების დროს ინციდენტის მართვა მის დასრულებამდე; ინციდენტის რაიონში განთავსებული სტაციონარების ინფორმირების უზრუნველყოფა, სტაციონარებში არსებული რესურსების შესახებ ინფორმაციის მიღება; ინცინდენტის მართვისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; ჟ) ჰოსპიტალიზაციის მენეჯერი − პაციენტის ჰოსპიტალიზაციის მართვა, ინფორმაციის გადაცემა შესათანხმებელ კლინიკასთან, ექიმისგან მიღებული პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და ანამნეზის თაობაზე და მონაცემთა ბაზაში შეთანხმებული კლინიკის დაფიქსირება. რეფერალური ტრანსპორტირების შემთხვევაში, პაციენტის გადაყვანის თაობაზე, ინიციატორი კლინიკიდან პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანის მიზეზის დაზუსტება, შემოსულ შეტყობინებაზე რეაგირების მოხდენა და ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფის განხორციელება; რ) დისპეტჩერი − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-დან“ ცენტრის პროგრამაში შემოსული გამოძახებების მართვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-დან“ შემოსულ საქმეზე გამოძახების ტერიტორიულად უახლოესი თავისუფალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადისთვის გადაცემა, გამოძახების შესრულების პროცესის მონიტორინგის განხორციელება; ს) სამედიცინო დაწესებულების სოციალური მუშაკი − პაციენტის სოციალური ანამნეზის შეგროვება, საჭიროებების განსაზღვრა, სოციალური მუშაობის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება პაციენტის უშუალო მონაწილეობით; პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება მისი უფლებების შესახებ, მისი კონსულტირება და მხარდაჭერა, მკურნალობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით; პაციენტის ინტერესებისა და უფლებების დაცვა, ფსიქოსოციალური მხარდაჭერა და რეაბილიტაცია; სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 11. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფერო ა) ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტი (ეპიდემიოლოგი, ვეტერინარი, ვეტერინარი ეპიდემიოლოგი, ინფექციონისტი, კლინიკური პარაზიტოლოგი, ერთიანი ჯანმრთელობის სპეციალისტი, ზოოლოგი, ბიოლოგი, სტატისტიკოსი, ბიოსტატისტიკოსი, ორნითოლოგი, ქიროპეტროლოგი, ენტომოლოგი (საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროს მიმართულებით, გეოგრაფი, კარტოგრაფი, გარემოს სპეციალისტი)) − ადამიანებში, ველურ და შინაურ ცხოველებში, ფრინველებში გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების შესწავლა, კონტროლი, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, მართვა, რისკების შეფასება, პროფილაქტიკის გზების, ქმედებების, ინტეგრირებული მიდგომების, საველე სამუშაოების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი; სტატისტიკური, ანალიტიკური, სივრცობრივი ანალიტიკა/ვიზუალიზაცია; აკადემიური, სამეცნიერო და საჯარო სამსახურების სხვა დარგის ექსპერტული შეფასებების კოორდინაცია, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზნების შესაბამისად. გარემოს ფაქტორების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესწავლა და რისკების შეფასება; ბ) მიკრობიოლოგი და მოლეკულური ბიოლოგი (ვირუსოლოგი, ქსოვილოვანი კულტურების სპეციალისტი, პარაზიტოლოგი, ბაქტერიოლოგი, მიკოლოგი, სეროლოგი, გენომიკის/ მეტაგენომიკის სპეციალისტი, ტრანსკრიპტომიკის სპეციალისტი, პროტეომიკის სპეციალისტი, ბიოინფორმატიკის სპეციალისტი, ეპიგენეტიკის სპეციალისტი, გენომური ეპიდემიოლოგი, ბიოლოგიური უსაფრთხოებისა და ბიოდაცვის სპეციალისტი) − ლაბორატორიული კვლევისა და დიაგნოსტიკის საშუალებით, მიკროორგანიზმების (პარაზიტები, ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და სხვა), მათი თანაარსებობის შესწავლა (მათ შორის, სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან), მედიცინის, სასოფლო-სამეურნეო და გარემოს მიმართულებით; სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკა, იმუნური პასუხების მონიტორინგი და ვაქცინის ეფექტიანობის შეფასება; მოლეკულური, გენომური, მეტაგენომური, ტრანკრიპტომიკური, პროტეომიკული კვლევების ჩატარება დაავადებების გამომწვევების იდენტიფიცირებისთვის; გენეტიკური მასალის (დნმ/რნმ) სექვენირება და ანალიზი; ბიოინფორმატიკის ტექნოლოგიების გამოყენება, ბიოლოგიური მონაცემების ანალიზისთვის პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემთა ბაზების შემუშავება; ინფექციური დაავადებების გამომწვევების შესწავლა, ეპიგენეტიკური მოდიფიკაციების − გენის ექსპრესიის ცვლილებების შესწავლა, რაც მოიცავს ადამიანის ჯანმრთელობას, ნეირომეცნიერებებს, ცხოველთა, გარემოს ჯანმრთელობასა და წამლის შემუშავებას, ინფექციური აგენტების მართვას, ბიოუსაფრთხოების სტანდარტების შემუშავებასა/დანერგვასა და ზედამხედველობას; საექსპერტო დასკვნის მომზადება, ახალი ლაბორატორიის აწყობისას კონსულტაციის გაწევა, მეთოდის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შერჩევისას რეკომენდაციის მომზადება, მიკრობიოლოგიური ლაბორატორიისათვის ISO/IEC 17025:2017/2018 აკრედიტაციის საბუთების მომზადება, მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების აკრედიტაციისა და ყოველწლიური მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობის ტექნიკური შეფასების დოკუმენტის მომზადება; გ) ბიოქიმიკოსი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ ორგანიზმში, უჯრედში მიმდინარე ქიმიური/ბიოქიმიური პროცესების შესწავლა და ანალიზი; ცალკეული ბიოლოგიურად აქტიური მოლეკულების (მაგ.: ცილების) იზოლირება, იდენტიფიცირება (პროტეომიკსი), მათი მოქმედების შესწავლა; მეტაბოლური დარღვევების იდენტიფიცირება/დიაგნოსტირება (მეტაბოლომიკსი), საექსპერტო დასკვნის მომზადება, ახალი მეთოდის აწყობა/დანერგვა, მეთოდის ვალიდაცია და ვერიფიკაცია; ახალი ლაბორატორიის აწყობისას კონსულტაციის გაწევა, მეთოდის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შერჩევისას რეკომენდაციის მომზადება და სასწავლო სამეცნიერო საქმიანობის განხორციელება; დ) ექსპერტი ქიმიკოსი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ ქიმიური საექსპერტო დასკვნის მომზადება, სხვადასხვა სახის ქიმიური კვლევის ჩატარება, ახალი მეთოდის აწყობა/დანერგვა, მეთოდის ვალიდაცია და ვერიფიკაცია; ახალი ლაბორატორიის აწყობისას კონსულტაციის გაწევა, მეთოდის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შერჩევისას რეკომენდაციის მომზადება, ქიმიური ლაბორატორიისათვის ISO/IEC 17025:2017/2018 აკრედიტაციის დოკუმენტების მომზადება, ქიმიური ლაბორატორიების აკრედიტაციისა და ყოველწლიური მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობის ტექნიკური შეფასების დოკუმენტის მომზადება; ე) ფიზიკოსი (მათ შორის, რადიოფიზიკოსი, სამედიცინო ფიზიკოსი) − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ ფიზიკური მოვლენების გამოკვლეკვა; მეცნიერულ აპარატურასა და კომპიუტერულ მოდელირებასთან მუშაობა, მონაცემების შეგროვება, გაანალიზება და ინტერპრეტაცია; რადიოტალღების, ელექტრომაგნიტური ველებისა და სიგნალების გამოკვლევა და გამოყენება; მედიცინაში ფიზიკის მეთოდებისა და კონცეფციების გამოყენების სფეროში სპეციალიზებული განათლებისა და მომზადების მქონე პირის მიერ სამედიცინო ფიზიკის ერთ ან რამდენიმე სპეციალიზებულ მიმართულებაში საქმიანობა. 12. სოციალური კეთილდღეობის სფერო ა) ფსიქოლოგი − არასრულწლოვანთა, ზრდასრულთა, ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ემოციური, ქცევითი, კოგნიტური და სოციალური პრობლემების იდენტიფიკაცია, შეფასებისა და პრობლემის ანალიზი; ინტერვენციული სამუშაოების ჩატარება ბენეფიციარის ემოციური, ქცევითი, კოგნიტური და სოციალური პრობლემების დასაძლევად. ბენეფიციარების სოციალურ ადაპტაციასა და ინტეგრაციაში დახმარება; ასევე, უმაღლესი ფსიქოლოგიური განათლების მქონე პირის მიერ გამოსაკვლევ პირთა პათოფსიქოლოგიური გამოკვლევის უზრუნველყოფა თანამედროვე და ნებადართული მეთოდებით; ფსიქოლოგიური საექსპერტო გამოკვლევის ჩატარება (ამბულატორიული), ავადმყოფის სამედიცინო ბარათის შევსება; კლინიკური შემთხვევების გარჩევებსა და სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მიღება; საექსპერტო/გამოსაკვლევი პირის პათოფსიქოლოგიური გამოკვლევის განხორციელება, სასამართლო-ფსიქოლოგიური საექსპერტო გამოკვლევისა და სათანადო დასკვნის შედგენა; ბ) მომვლელი − ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამედიცინო მოვლა-პატრონობა, რეკრეაციული და დასვენების აქტივობების სახით გაწეული სოციალური მომსახურება; გ) აღმზრდელი − მზრუნველობამოკლებულ ბავშვთათვის ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, მათი მოვლა-პატრონობა, განვითარებაზე ზრუნვა, ფორმალური/არაფორმალური განათლების მიღებაში ხელშეწყობა, რეკრეაციული და დასვენების აქტივობების სახით გაწეული სოციალური მომსახურება; დ) სოციალური აგენტი − „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ფორმირების პროცესში, მაძიებელი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება; შეფასების პროცესის კოორდინაცია და კონტროლის განხორციელება; ე) პილოტური პროგრამა − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის − ოჯახის გაძლიერების მხარდამჭერ, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოში მოქმედ პროგრამაში მონაწილე ოჯახებისა და ოჯახის წევრების, პიროვნული და შრომითი უნარების განვითარების თაობაზე კონსულტაცია, ბენეფიციარ პირთათვის სოციალური სერვისების სარგებლობის ხელშეწყობა, ოჯახის გაძლიერების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის პროგრესის/რეგრესის აღრიცხვა და გამოწვევების იდენტიფიცირება; პროცესის კოორდინაცია, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი, შესაბამისი ანგარიშის მომზადება და შედეგების შეფასება; ვ) ოკუპაციური თერაპევტი − უმაღლესი განათლების (ოკუპაციური თერაპიის ან მონათესავე სპეციალობაში) მქონე პირის მიერ, პირის ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირად ცნობისთვის სავალდებულო საექსპერტო კვლევის განხორციელება, რათა მოხდეს პირის ფსიქიატრიული, სოციალურ-საყოფაცხოვრებო, პროფესიულ-შრომითი და ფსიქოლოგიური მონაცემების კომპლექსური შეფასება და მხარდაჭერის თავისებურებების განსაზღვრა; გამოსაკვლევი პირის ფუნქციონირებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის, გარემო ფაქტორების, საჭირო მხარდაჭერის ფორმის სხვადასხვა სფეროში, პირის მდგომარეობის გაუმჯობესების/გაუარესების შესაძლებლობის შეფასება და აღწერა; ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების შესწავლა და შეფასება; ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, სათანადო დასკვნის მომზადება; ზ) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეული პირი − წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი საქმიანობის განხორციელება. 13. განათლების სფერო ა) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი − უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტი − საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის შეფასება; გ) ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი − ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება; დ) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი − საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა; ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა; ვ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი − პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა; ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა; თ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი − პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა; ი) სააპელაციო საბჭოს წევრი − სააპელაციო საჩივრებზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა; კ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმძღვანელოს რეცენზენტი/ტექნიკური რეცენზენტი − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირების პროცესის ფარგლებში, მაკეტის შინაარსობრივი რეცენზირება, მაკეტის შესაბამისობის დადგენა და შეფასება; ლ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში დასაქმებული აღმზრდელი/აღმზრდელ-პედაგოგი − სააღმზრდელო ფუნქციების განხორციელება; სააღმზრდელო-პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება; მ) ადრეული, სკოლამდელი აღზრდისა და არაფორმალური განათლების დაწესებულებაში დასაქმებული აღმზრდელი/აღმზრდელ-პედაგოგი − სააღმზრდელო პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება; ინტერესების მიხედვით შექმნილ წრეებსა და კლუბებში არაფორმალური განათლების სასწავლო პროცესის წარმართვა; ნ) ტესტების/საგამოცდო მასალების შემქმნელი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და შესაბამის სტანდარტებზე დაყრდნობით, ტესტის კრიტერიუმების, სპეციფიკაციებისა და ფორმატის შემუშავება; ტესტური დავალებების შექმნა; ტესტირების ფსიქომეტრული ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, ტესტური დავალებების რედაქტირება; ტესტების შეფასების სქემის შემუშავება; საინფორმაციო კრებულებისთვის მასალების მომზადება; ო) საგამოცდო პროცესის მეთვალყურე − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ საგამოცდო სექტორში გამოცდის/ ტესტირების/კონკურსის დროს წესრიგის დაცვა; გამოცდის/ტესტირების /კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა; ინსტრუქციების შესაბამისად, საგამოცდო პროცესის მონიტორინგის განხორციელება; საგამოცდო სექტორში შესაბამისი დოკუმენტების, სექტორის უწყისების შევსება; გამოცდაში/ ტესტირებაში/კონკურსში მონაწილე კონკურსანტებისთვის ინსტრუქტაჟის მიცემა; პ) საგამოცდო პროცესის რეგისტრატორი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ საგამოცდო ცენტრის მომზადება; საგამოცდო ცენტრის მეთვალყურე-კურატორთა და გამოცდაში/ტესტირებაში /კონკურსში მონაწილე კონკურსანტთა რეგისტრაცია; კონკურსანტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების შემოწმება; საგამოცდო ცენტრის მეთვალყურეთა/კურატორთა ჩანაცვლება; ჟ) ბრაილის ოპერატორი; ბრაილის კორექტორი; ბრაილის ტესტების რედაქტორი; ბრაილის ექსპერტი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, უსინათლო კონკურსანტთათვის სპეციალურ ხმოვან პროგრამაზე/ბრაილზე საგამოცდო ტესტების/პასუხების ფურცლებისა და სხვა მასალების გადაყვანა და რედაქტირება; საგამოცდო ტესტების/პასუხების ფურცლებისა და სხვა მასალების კორექტირება და ექსპერტიზის განხორციელება; რ) გამსწორებელი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, გამოცდაში/ტესტირებაში/ კონკურსში მონაწილე კონკურსანტთა ნაშრომების გასწორება და შეფასება; ს) ტესტური დავალების ლაპარაკის ნაწილის შერჩევის სპეციალისტი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, ტესტების მოსმენის დავალებების ჩაწერა; საგამოცდო აუდიოფაილების მონტაჟი (პაუზები, ხმაურისგან გაწმენდა, ინსტრუქციების სტანდარტიზაცია, ხმის ტემბრის რეგულირება, ხარისხის უზრუნველყოფა); მოსმენის დავალებების აუდიოფაილების მომზადება და დაარქივება; ლაპარაკის დავალებების შერჩევა; ტ) ზეპირგამომცდელი (KET, PET, CAE, YLE და FCE გამოცდები) − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე სერტიფიცირებული პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, გამოცდებში მონაწილეთათვის ზეპირი გამოცდის ჩატარება და მათი ცოდნის შეფასება; უ) განათლების ექსპერტი: პროფესიული განათლების ექსპერტი/ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი/დარგობრივი/მეთოდოლოგიური ექსპერტი, კვალიფიკაციების შემუშავებაში/განვითარებაში ჩართული დარგის ექსპერტები და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის სპეციალისტები − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირის მიერ, პროფესიული განათლების სისტემის ფარგლებში ხარისხის უზრუნველყოფა, პროგრამის განვითარება, სასწავლო პროცესის წარმართვა, შეფასების წარმართვა, პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავების მეთოდოლოგიის შექმნა; შესაძლებლობების განვითარების აქტივობებში მონაწილეობა; საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, მასწავლებლებისათვის, პროფესიული სტუდენტებისათვის სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების − დარგობრივი სახელმძღვანელოების, გზამკვლევების მომზადება; განათლების სისტემის ეფექტიანი მართვისათვის, სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში, ანალიტიკური დოკუმენტების, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ან/და ექსპერტული მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ფ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი − შესაბამისი გადამზადების მქონე პირის მიერ მცირეკონტინგენტიან სკოლებში სკოლის მანდატურის ფუნქციების შესრულება; ქ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების შემქმნელი − შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირის მიერ სასკოლო სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების შექმნა, დაკაბადონება, რედაქტირება; ღ) პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი − პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამებისა და სერვისების გაცნობა, სამიზნე ჯგუფის ინფორმირების მიზნით; პროფესიული სტუდენტებისათვის/მსმენელებისათვის კარიერის დაგეგმვაში, სამუშაოს მოძიებასა და დასაქმებაში დახმარების გაწევა; ყ) ინკლუზიური განათლების სპეციალისტი − დაინტერესებული პირისათვის საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება, პროფესიის მოსინჯვა, სასწავლო გეგმის ადაპტირება, სწავლის შედეგების მიღწევაში მხარდაჭერა, სასწავლო პროცესში მხარდაჭერა; შ) საგანმანათლებლო სფეროში სოციალური მუშაკი − სოციალური მუშაობის მომსახურების გაწევა, საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლებისთვის მომსახურების მიწოდება; საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების, მასწავლებლების ინფორმირება და კონსულტირება, პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში; საგანმანათლებლო დაწესებულების ქცევითი და ემოციური სირთულეების მქონე მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების დირექციასა და მასწავლებლებთან სოციალური ინტეგრაციის მხარდამჭერი პროექტების განხორციელება; ჩ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური − საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; ც) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი (მათ შორის, სპეციალიზებული საკონსულტაციო მიმართულებითა და ქცევის სირთულეების მიმართულებით) − მოსწავლის/პირის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება და პირის/მოსწავლის მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ძ) საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინატორი − ადგილობრივი და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში შექმნილი მრავალდისციპლინარული გუნდის ხელმძღვანელობა და საქმიანობის კოორდინაცია; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროგრამ(ებ)ის მიმდინარეობის, განხორციელების გეგმებისა და ვადების შესრულების მონიტორინგი; წ) პროფესიული ზედამხედველი (ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების, ფსიქოლოგიური, სოციალური მუშაობის მიმართულებით) − პროფესიული ზედამხედველობის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალისტების საქმიანობისა და მათზე დაკისრებული სამუშაოს განსაზღვრულ ვადებში შესრულების უზრუნველყოფა; მომსახურების მიწოდების საუკეთესო და ერთიანი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა; პროფესიული ზედამხედველობის ფარგლებში, ვიზიტების განხორციელება და დაკვირვება სპეციალისტის სამუშაო გარემოში; სპეციალისტების პროფესიული და პრაქტიკული უნარების შეფასება, მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მხარდაჭერის აღმოჩენა; პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სპეციალისტებისთვის პროფესიული მხარდაჭერის გაწევა. 14. აუდიოვიზუალური მეთოდებისა და მედიაპროდუქციის წარმოების სფერო ა) რედაქტორი − ტექსტის ენობრივი, სტილისტური და ლოგიკური შესწორება; მასალის შესაბამისობის შემოწმება სტანდარტებსა და ტერმინოლოგიასთან; ტექსტის სტრუქტურის, სათაურების, ცხრილების, ციტატებისა და ბმულების გამართვა; ინფორმაციის სიზუსტისა და წყაროების სანდოობის შემოწმება; აღმოჩენილი შეცდომების ან დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შეთანხმება; დიზაინერთან, მთარგმნელთან, კორექტორსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობა; ბ) კორექტორი − ოფიციალური კორესპონდენციის, განცხადებისა და დოკუმენტაციის ტექნიკური დამუშავება, კორექტირება (საჭიროების შემთხვევაში, რედაქტირება), სტილისტურად და გრამატიკულად გამართვა, არსებული შაბლონის შესაბამისობაში მოყვანა; პროექტების თვალსაჩინოების მასალების (სარეკლამო მასალები, ბუკლეტები, ტრიპლეტები, საინფორმაციო ცნობარები და სხვა) ენობრივი დამუშავება; გ) ტერმინოლოგი − მთარგმნელებისგან მიღებული ტერმინების დამუშავება და ტერმინის გადამოწმება სხვადასხვა წყაროში; ტერმინის ლექსიკურ-კონტექსტუალური ანალიზი; გადამოწმების შედეგად ტერმინების თარგმანის დადასტურება ან ალტერნატიული თარგმანის მიწოდება; რედაქტორების მიერ დამუშავებული ტერმინებისა და მათი თარგმანის ატვირთვა სერვერულ ტერმინოლოგიურ ბაზებში; ტერმინების დახარისხება და დადასტურებული/გადამოწმებული ტერმინების ატვირთვა შესაბამის ტერმინოლოგიურ ბაზებში; დ) ვიდეოოპერატორი − ღონისძიების ადგილის წინასწარი დათვალიერება, გადაღების დაგეგმვისა და კადრირების მიზნით; ღონისძიებაზე მოწვეული ოპერატორებისათვის ტექნიკურ საკითხებში დახმარების გაწევა; ხმისა და გამოსახულების მიწოდების უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში, მათი მასალით უზრუნველყოფა; ღონისძიების ვიდეოგადაღება; კომენტარების ჩაწერა; საინფორმაციო ახალი ამბების ვიდეოპროდუქტის შექმნა ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებისთვის; სიუჟეტური ტიპის მხატვრული ვიდეომასალის შექმნა სოციალური ქსელებისთვის; ე) ფოტოგრაფი − ფოტომასალის გადაღება და დამუშავება, ვიზუალური არქივის შექმნა, ღინისძიებებისა და პროცესების ფოტოდოკუმენტირება, შემოქმედებითი ხედვის გამოყენება ვიზუალური კომუნიკაციისთვის, ფოტოარქივის წარმოება; ვ) მონტაჟის სპეციალისტი − გადაღებული ვიდეოკადრების გადარჩევა და მონტაჟი; ვიდეოკადრების გრაფიკისა და ხმის ინტეგრირება, ფერების რეგულირება; სათანადო სარეკლამო და საინფორმაციო პროდუქტების შექმნის პროცესში მონაწილეობა; ზ) გრაფიკული დიზაინერი/დიზაინერი − საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული პროექტებისთვის საჭირო დიზაინის შემუშავება; პოლიგრაფიული და სხვა სახის გრაფიკული დიზაინების შექმნა; უწყების მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და სარეკლამო კამპანიის დაგეგმვაში მონაწილეობა; სხვადასხვა პროექტის განხორციელების დროს სარეკლამო (შემსრულებელ) ფირმებთან ურთიერთობისა და დაკვეთის შესრულების კონტროლი; გრაფიკული ანიმაციური რგოლების დამზადება; სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამის დახმარებით 3D მოდელების შექმნა და მათი ანიმირება; სხვადასხვა სახის ნახაზისა და ტექნიკური მახასიათებლების შედგენა; თ) ვებდიზაინერი − ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების დიზაინის შემუშავება; UI მოქაფებისა და პროტოტიპების შექმნა, საიტის ფუნქციონალისა და იერსახის ასახვა; UX პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; არსებული პროდუქტების დიზაინის განვითარებაზე მუშაობა; პროექტის პროტოტიპირება და მის ტესტირებაში მონაწილეობის მიღება; დიზაინერული იდეების ილუსტრირება სცენარებისა და პროცესების გამოყენებით; ი) სოციალური მედიის მართვის სპეციალისტი − სოციალური ქსელების მართვა; კონტენტის განთავსება და სამიზნე აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება სოციალური ქსელების საშუალებით. 15. კულტურის სფერო ა) მეკოსტუმე/გრიმიორი/ჩამცმელი − კოსტუმების დამზადება და მოვლა თეატრში, კინოში, ტელევიზიაში ან სხვა სცენურ წარმოებაში/გადასაღებ სივრცეში. სპექტაკლის, ფილმის ან შოუსთვის კოსტუმების შეკერვა, შეკეთება და მორგება; კოსტუმების მოვლა: წმენდა, დაუთოება, შენახვა და აღდგენა; მსახიობების დახმარება კოსტუმების ჩაცმასა და გამოცვლაში რეპეტიციებისას, სპექტაკლის დროს ან გადაღებებზე; მსახიობის სცენაზე ან კამერასთან სწორ კოსტუმში დროულად და უნაკლოდ წარდგენაში მონაწილეობის მიღება; კონკრეტული როლის მოსარგებად მსახიობების, სახის, სხეულის ვიზუალური გარდაქმნა; მსახიობის გარეგნობის გარდაქმნა როლის, გადასაღები სივრცის ან/და სცენის იდეის შესაბამისად; ბ) მეგარდერობე − თეატრის, მუზეუმისა და ბიბლიოთეკის მნახველთა ტანსაცმლისა და პირადი ნივთების შენახვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. შესაბამისი ბილეთის ნიშნის გაცემა; გ) ფონდის/საცავის/ექსპონატის მცველი/მეთვალყურე − სამუზეუმო/საარქივო ექსპონატების/საქმეების/დოკუმენტების აღრიცხვა, დაცვა, ფონდსაცავში შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა (ტემპერატურის, ტენიანობის კონტროლი), სამუზეუმო/საარქივო ფონდების შენახვა, აღწერა, ინვენტარიზაცია, ექსპონატების დაცულობის პირობების შემოწმება, ფონდსაცავში ცალკეული პირების დაშვების კონტროლი, სამუზეუმო/საარქივო ფასეულობათა მოხმარების წესების დაცვა, ექსპოზიციის/საარქივო საქმეების მეთვალყურეობა, გამოფენილი ექსპონატების დაცვა, ტურისტული ნაკადების კონტროლი; საარქივო დოკუმენტების ტექნიკური და სხვა სახის ექსპერტიზა და სხვა საარქივო სამუშაოების განხორციელება; დ) დეკორატორი − თეატრში, კინოში, კონცერტზე ან სხვა სცენურ წარმოდგენაში სცენური სივრცის შექმნა და მოწყობა; რეჟისორთან და მხატვართან ერთად სცენის ვიზუალური კონცეფციის შექმნაში მონაწილეობა; რესტავრატორთან ერთად დეკორაციის აღდგენაში მონაწილეობა; თეატრალური წარმოდგენის სათამაშო სივრცის მომზადება; კინოში გადაღებების დაწყებამდე გადასაღები მოედნის გაფორმება; ე) მოკარნახე/სუფლიორი − მსახიობისთვის ტექსტის ან რეპლიკის კარნახი; ვ) მკერავი, ხარაზი, მოდელიორი − მოდელიორის მიერ შექმნილი ესკიზის, ნახატის ან კომპიუტერული გრაფიკის მიხედვით კოსტიუმის კერვა; კოსტუმების აქსესუარებით გამდიდრება; ძველი, მრავალჯერ გამოყენებული ნივთების აღდგენა. ტანსაცმლის მოდელების შექმნა. კოსტიუმის დიზაინის ხატვა და ფორმების ჩამოყალიბება; მასალისა და ფერის შერჩევა; ზ) დურგალი, ზეინკალი − სცენისთვის საჭირო ხისა და ლითონის დეკორაციების ხელით შექმნა; თ) კაპელდინერი − თეატრის ან სხვა საკონცერტო დარბაზში მაყურებელთა მიღებისა და დარბაზის წესრიგის უზრუნველყოფა; სპექტაკლის დაწყებამდე მაყურებლისთვის დარბაზის სივრცეში კოორდინირება; ი) რეკვიზიტორი/ბუტაფორი − უსაფრთხო ყალიბი საგნების (ბუტაფორიების, მაგ.: იარაღის, სისხლის იმიტაციის და ა. შ.) შექმნა სასცენო მოქმედებების დროს თეატრისა და კინოსთვის; თეატრში რეკვიზიტის მოძიება, დამზადება ან შეძენა, სცენაზე მოწყობა და განთავსება; წარმოდგენის შემდეგ რეკვიზიტების შეგროვება, აღრიცხვა და შენახვა; კ) გამნათებელი (სასცენო განათების მოწყობილობის ინჟინერი) − მიღებული რაიდერის დამუშავება; განათების ტექნიკური მხარის გამართულობისა და განათების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; განათების დიზაინის შექმნა; მუშაობა ინჟინერინგის პროგარმაში − Wysiwing; მუშაობა განათების სხვადასხვა მოდულის პულტზე, მათ შორის − GrandMA2 და მაღალი მწარმოებლობის მართვის პულტზე − CYBER MOTIO XLNT MotionCue 3D; ლ) გახმოვანების რეჟისორი − აღჭურვილობის შეერთებისა და კომუტაციის უზრუნველყოფა; სცენაზე კომუტაციის მოწესრიგებული განლაგება; შერეული კონცერტის დროს ერთი არტისტის მეორეთი შეცვლისას ყველა სახის გადართვების უზრუნველყოფა (როგორც მიკროფონების მონიტორის ხაზები, ასევე სპლიტერი); სცენაზე აუდიოაღჭურვილობისათვის ელექტროენერგიის მიწოდება (კვების წერტილები); სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი აღჭურვილობის დოკუმენტაციის გაცნობა და აღნიშნული დოკუმენტაციის შესაბამისად მოქმედება (ხანგრძლივობაზე, დატვირთვის ძალაზე, ქსელის საჭირო ძაბვასა და ასე შემდეგ სწორი გადაწყვეტილების მიღება); კომუტაციის გაყვანა; მ) ტექნიკური რეჟისორი − სცენაზე/გადასაღებ მოედანზე/კონცერტზე დეკორაციის მონტაჟის პროცესის კონტროლი, კოსტიუმებისა და რეკვიზიტის გამართულობის შემოწმება; ტექნიკური თუ შემოქმედებითი დარღვევების აღმოჩენა; მსახიობებისთვის/მონაწილეებისთვის განრიგის გაცნობა; პიესაზე/ სცენარზე მუშაობის პროცესში ტექსტუალური შესწორებების შეტანა; მსახიობთა/მონაწილეთა დასწრების აღრიცხვა და რეპეტიციის მსვლელობის აღწერა; ყველა გასათვალისწინებელი კომპონენტის, მათ შორის, ტექსტისა და მიზანსცენების შესაბამისობის კონტროლი; სცენარის/სპექტაკლის დაწყების, დამთავრებისა და მსვლელობის დროს სცენის ფარდისა და მოძრავი წრის მართვაზე კონტროლი; ნ) რესტავრატორი − სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, სწორი რეკონსტრუქციის მიზნით, მოხატულობის, ორნამენტების, ავეჯის, კარ-ფანჯრების, ჭაღების აღდგენა. ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით, საქართველოში არსებული და საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი ქართული კინოფილმების რესტავრაცია და თანამედროვე ხარისხობრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. კადრების ტექნიკური შეფასება და ფიზიკური დაზიანებების იდენტიფიცირება (მტვერი, ნაკაწრები, ფერის ქრობა და სხვა ტიპის დაზიანებები); დაზიანებული გამოსახულების კომპიუტერული კორექცია (ფერისა და სინათლის აღდგენა); აუდიომასალის აღდგენა (ხმის გაწმენდა, ფონის ხმაურის მოცილება, დიალოგისა და მუსიკის სინქრონიზაცია); მოძრავი და უძრავი ძეგლების/ობიექტების (ხესა და ტილოზე შესრულებული ნიმუშების, მცირე ხელოვნების ნიმუშების – მინა/კერამიკისა და ლითონის, ასევე კედლის მხატვრობის, ქვისა და სხვა სამშენებლო მასალისგან შემდგარი ძეგლების) ღირებულების დადგენა, საკონსერვაციო კვლევა (ტექნოლოგიის, დაზიანებებისა და მათი შესაძლო გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა), შესაბამისი საკონსერვაციო საჭიროებების განსაზღვრა, დამოუკიდებლად და/ან საკონსერვაციო ჯგუფთან ერთად ჩარევების გამოყენებით ძეგლების/ობიექტების კონსერვაცია/რესტავრაცია; პერგამენტსაფუძვლიანი და ქაღალდფუძიანი დოკუმენტების, გაზეთების, წიგნების რესტავრაცია; ხელნაწერი წიგნების ტყავის ყდების რესტავრაცია; საარქივო საქმეების შეკეთება, აკინძვა და ყდაში ჩასმა; აუდიო-ვიზუალური დოკუმენტების (ფირის, ციფრული და სხვა ფორმატის) რესტავრაცია, კორექცია; დოკუმენტებისა და საცავების დეზინფექცია; ო) არქიტექტორ-რესტავრატორი − კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე/ობიექტებზე სარეაბილიტაციო არქიტექტურული პროექტების მომზადება; ძეგლის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტების შედგენა, მათ შორის, პროექტის განმარტებითი ბარათის (პრობლემის დეტალური აღწერა და მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა, შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება), შესაბამისი ანალიზი; სამუშაოთა სახეობების, მოცულობისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრა. ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტის მომზადება; ძეგლის ანაზომების (კროკები, გამოხაზული ნახაზები, არქიტექტურული დეტალების განლაგების სქემები და ტექსტური აღწერილობა; ფასადები, ჭრილები, ფრაგმენტები და დეტალები) შედგენა; სარეაბილიტაციო პროექტების მომზადების მიზნით, კონსტრუქტორის, გეოლოგის, ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტისა და ინჟინრების საქმიანობის კოორდინირება; რეაბილიტაციის პროცესში პროექტებში ხარვეზის აღმოჩენის ან/და კორექტირების, საჭიროების შემთხვევაში, პროექტის კორექტირება და საჭირო დოკუმენტების შედგენა; პ) არქეოლოგი − საველე არქეოლოგიური სამუშაოების განხორციელება, არქეოლოგიური ობიექტის ძიება, დაზვერვითი თხრილების მოწყობა, გათხრა, ფიქსაცია, პირველადი საიდენტიფიკაციო ექსპერტიზა და კონსერვაცია; ლაბორატორიული არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება, არქეოლოგიური მონაპოვრის მეცნიერული აღწერა, რესტავრაცია, კონსერვაცია, ფოტო და გრაფიკული ფიქსაცია, მულტიდისციპლინური კვლევა, ისტორიული ინტერპრეტაცია და გამოსაცემად მომზადება; ჟ) ხელოვნებათმცოდნე/თეატრთმცოდნე/მუსიკისმცოდნე/ლიტერატურისმცოდნე/კინომცოდნე − ხელოვნების სხვადასხვა დარგის, ფერწერის, არქიტექტურის, მუსიკის, თეატრის, კინოს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტებისა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების შესწავლა, როგორც ისტორიულ, ისე თეორიულ და კულტურულ კონტექსტში; მათი კულტურული კონტექსტის განსაზღვრა/გააზრება, სტილისტური ანალიზის და კატეგორიზაციის განხორციელება, ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული კვლევა, ნატურაში კვლევის ანალიზი, შესწავლილი ბიბლიოგრაფიული და საარქივო მასალის ნუსხის მომზადება, ძეგლის/ობიექტის რეაბილიტაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; თეატრის ისტორიის შესწავლა და აღწერა; რეცენზიების დაწერა; ახალდადგმული სპექტაკლის შეფასება და სტატისტიკის წარმოება; სტილის, რეჟისურის, სცენოგრაფიის, მსახიობის თამაშის განხილვა და შეფასება; სხვადასხვა ეპოქის, სტილისა და ჟანრების მუსიკალური ნაწარმოებების/საგალობლების/ქართული ხალხური მუსიკის ნიმუშების თეორიული/ისტორიული/ლიტურგიკული ანალიზის განხოციელება; მუსიკის ისტორიისა და თეორიის საკითხების, მუსიკალური ხელოვნების ესთეტიკური პრობლემების კვლევა; მუსიკალური სამეცნიერო/შემოქმედებითი და მხატვრული განვითარების უზრუნველყოფა; ნაწარმოების თემის, იდეის, ეპოქების, სტილის, კომპოზიციის, პერსონაჟებისა და სიმბოლიკის შესწავლა; ლიტერატურის განვითარებისა და მიმდინარეობების ქრონოლოგიის დადგენა; ტექსტების კვლევა, გაანალიზება და ინტერპრეტირება; ფილმის სიუჟეტის, რეჟისურის, ოპერატურული ნამუშევრის, მონტაჟის, მსახიობის შესრულების კვლევა, ფილმის მიერ შექმნილი აზრისა და ემოციის გაანალიზების მიზნით; კინოს განვითარების კვლევა სხვადასხვა ეპოქაში; კინოფესტივალების, რეტროსპექტივებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება; რ) კოლექციათა ატრიბუტიკის სპეციალისტი − მუზეუმებში დაცული ექსპონატების აღრიცხვა-დოკუმენტირება (სააღრიცხვო ბარათებისა და პასპორტების შევსება) ექსპონატების ფოტოფიქსაცია, კოლექციის/ექსპონატების შესახებ სამეცნიერო- პოპულარული მასალების გამოსაცემად მომზადება, ექსპოზიციათა მოწყობასა და გიდების ტექსტების შემუშავებაში მონაწილეობა; ს) ტექნიკოსი − სასცენო კონსტრუქციების სამშენებლო/მოწყობის სამუშაოების მართვა; გახმოვანების, განათების აპარატურისა და მუსიკალური ინსტრუმენტების ტექნიკური შესაბამისობის დადგენა და ინსტალაციის მართვა; დასაშვები წონების გაანგარიშება, არტისტების ტექნიკური მოთხოვნების (ე. წ. რაიდერის) განხილვა და მოლაპარაკებების წარმოება; სცენის აშენება (მონტაჟი/დემონტაჟი); სცენაზე განთავსებული კონსტრუქციების აშენება; სცენაზე ყველანაირი დეკორაციული სამუშაოების ჩატარება; ლედეკრანების აწყობა და დემონტაჟი; დამატებითი გამოსაცვლელების აშენება და დემონტაჟი; ე. წ. Mojo-Barriers − აშენება და დემონტაჟი; დიმერების დაყენება და სიმძლავრეების განაწილება; ფერმებსა და სცენის პარამეტრებზე კვების მიყვანა-განაწილება; IP მისამართების მინიჭება; სპეცეფექტების მონტაჟი; განათების მოწყობილობების შემოწმება, გაწმენდა, კეისებში განთავსება და შესაბამის ადგილას შენახვა; აღჭურვილობის შეერთებისა და კომუტაციის უზრუნველყოფა; სცენაზე კომუტაციის მოწესრიგებული განლაგება; შერეული კონცერტის დროს ერთი არტისტის მეორეთი შეცვლისას ყველა სახის გადართვების უზრუნველყოფა; სცენაზე აუდიოაღჭურვილობისათვის ელექტროენერგიის მიწოდება (კვების წერტილები); კომუტაციის გაყვანა; Stanon ეკრანის მექანიკური აწყობა; პროჟექტორების მონტაჟი, ტექნიკოსის პროფესიასთან დაკავშირებული სხვა საჭირო/აუცილებელი სამუშაოების შესრულება, მათ შორის, ღონისძიების მართვის ტექნიკური უზრუნველყოფა და მოსამზადებელი სამუშაოების სრული ციკლის მართვა; ტ) რიგერი − ელექტროამწე მექანიზმების მონტაჟი ამწეკალათის მეშვეობით, კვების წყაროსთან შეერთება; სცენის კონსტრუქციების მონტაჟი/დემონტაჟი; ელექტროამწე მექანიზმებზე წონისა და დატვირთვის გამოთვლა/ანალიზი; ელექტრო ამწე მექანიზმების გადანაწილება წონების მიხედვით; ელექტროამწე მექანიზმების მართვა; მიღებული რაიდერის დამუშავება; რაიდერით გათვალისწინებული კონსტრუქციის მონტაჟი, არსებული კონსტრუქციის დემონტაჟი და გადაწყობა; სიმაღლეზე ელექტროენერგიის კვების კაბელების შეერთება, გაყვანა, დაფიქსირება; სიმაღლეზე ბაგირების მეშვეობით საჭირო სამუშაოების ჩატარება (თანამშრომლობა ლედების, აუდიოსა და განათების სპეციალისტებთან); Follow Spot-ის მონტაჟ-დემონტაჟი და ღონისძიების დროს მართვა; უ) არქივარიუსი − დოკუმენტების, ჩანაწერების, ფილმებისა და სხვა მასალების შენახვა, მოწესრიგება და რეგისტრაცია; ფ) რადისტი, რადიოტექნიკოსი − კონცერტებისა და შოუების დროს რადიოკომუნიკაციისა და სიგნალების უწყვეტობის უზრუნველყოფა; რადიოკომპლექტების, ყურსასმენებისა და უსადენო მიკროფონების კონტროლი; ქ) სცენის/სადადგმო მუშა − სცენის გამართვა, დეკორაციის მონტაჟი და წარმოდგენისთვის/შოუსთვის საჭირო ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა. სცენაზე ან/და გადასაღებ მოედანზე კონსტრუქციების, სხვადასხვა სასცენო აღჭურვილობის აწყობა/დაშლა; ღ) ინსტრუმენტის ამწყობი − მუსიკის სწორი და გამართული ჟღერადობის უზრუნველსაყოფად ინსტრუმენტების გასწორება; ყ) ბიბლიოთეკარი − წიგნების, ჟურნალების, ხელნაწერებისა და ხმის ჩანაწერების დახარისხება, გაციფრულება, აღრიცხვა და შენახვა; კატალოგების, მონაცემთა ბაზებისა და მასალის მოძიების გაადვილების მიზნით, ერთიანი სისტემის შექმნა; შ) ფონოტეკარი/დოკუმენტების დიგიტალიზაციის სპეციალისტი − აუდიომასალების შეგროვება, აღრიცხვა და შენახვა; ძველი ჩანაწერების ციფრულ ფორმატში გადატანა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მატერიალურ ფორმატში არსებული დოკუმენტების ციფრულ ფორმატში (ელექტრონულ მატარებელზე) გადატანა/სკანირება; მათი ციფრული დამუშავება და ელექტრონულად აღრიცხვა, ანოტირება, სისტემატიზაცია, პროგრამულ უზრუნველყოფაში ატვირთვა; ჩ) ფოლკლორისტი − ფოლკლორის, ტრადიციების, ტანსაცმლის, სიმღერების, მოთხრობებისა და რიტუალების შესწავლა და კვლევა. სახელოვნებო და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა, ფოლკლორული მასალების შეკრება და ხალხური სიმღერების, ზღაპრების, თქმულებების, ანბანური და მხატვრული ტრადიციების შეგროვება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ტრადიციების შენახვა, დაარქივება და პოპულარიზაცია; ც) გიდი − კულტურული, ისტორიული, ბუნებრივი და სხვა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების შესახებ პროგრამების შემუშავება და დაინტერესებული პირებისთვის მიწოდება; ძ) ისტორიკოსი − საზოგადოების, კულტურის მოვლენებისა და პროცესების განვითარების წარსულის შესწავლა. დოკუმენტების, წერილების, ქრონიკების, არქივების, ნივთიერი მტკიცებულებების, მათი მნიშვნელობისა და სანდოობის შესწავლა და ანალიზი. მუზეუმებთან, არქივებსა და სხვა ინსტიტუტებთან ისტორიული არტეფაქტებისა და დოკუმენტების შენარჩუნების მიზნით თანამშრომლობა; წ) კრიტიკოსი − ხელოვნების, ლიტერატურის, თეატრის, კინოს, მუსიკისა და სხვა კულტურული სფეროს ნამუშევრების ანალიზი, შეფასება და განმარტება. ნამუშევრის არსის, ღირებულებისა და მნიშვნელობის ანალიზი. ნამუშევრის შინაარსის, ფორმის, სტილის, თემის, ავტორის მიზნისა და გზების კვლევა. 16. აკრედიტაციის პროცესი/სფერო წამყვანი შემფასებელი/შემფასებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ტექნიკური შემფასებელი და ტექნიკური ექსპერტი − სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ, აკრედიტაციის პროცესის წარმართვის მიზნით, შემფასებელთა ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ წინასწარ შეთანხმებული გეგმისა და ტექნიკურ შემფასებელსა და ტექნიკურ ექსპერტთან წინასწარ განაწილებული ფუნქციების საფუძველზე, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს შეფასება, მათ შორის, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა/ანალიზი, შესაბამისი ჩანაწერების განხილვა, როგორიცაა განხორციელებული აკრედიტებული საქმიანობის შედეგად შედგენილი შესაბამისობის შეფასებისა და შედეგების ამსახველი ჩანაწერები, დოკუმენტები (ანგარიშები, ოქმები, სერტიფიკატები, დამოწმების ოქმები და ა.შ.) და სხვა აკრედიტებული სფეროს ფარგლებში საქმიანობასთან დაკავშირებული მასალები, ასევე შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პერსონალთან გასაუბრება/ინტერვიუ, გაზომვის აუდიტი, ვალიდაციის აუდიტი და კომპეტენციის დადასტურება შესაბამისი ტესტირების, გასაუბრებისა ან საკვალიფიკაციო ტესტირების შედეგების საფუძველსა და პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვების გზით, რის შედეგადაც ხდება სათანადო ჩანაწერების შედგენა, რომლის საფუძველზეც, წამყვანი შემფასებლის/შემფასებელთა ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ ხორციელდება შესაბამის საერთაშორისო სტანდარტთან და დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებით გამოვლენილი შეუსაბამობების გრადაცია და საბოლოო ანგარიშის მომზადება. 17. მთარგმნელობითი საქმიანობა; ჟესტური ენის სპეციალისტი ა) თარჯიმანი − სხვადასხვა სახის დოკუმენტების/მასალების თარგმნა ქართულიდან სხვა ენაზე და პირიქით, თანმიმდევრული ან/და სინქრონული თარგმანის განხორციელება; ბ) ჟესტური ენის სპეციალისტი − შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მომხმარებელთათვის, კერძოდ, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირთათვის დისტანციური მომსახურების მიწოდება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა; მათთვის ელექტრონული საკომუნიკაციო არხებით, ელექტრონული ფოსტითა და ვებგვერდით კონსულტაციის გაწევა და ტექნიკური დახმარება; მათ მიერ ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი განაცხადების მიღება. 18. სამართლის სფერო ა) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი − მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა და მათი თანამშრომლების ინფორმირება, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევა; მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობა, აგრეთვე, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი; მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღება, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში, მისი მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენა და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი; მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში, მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ, მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით, სხვა ფუნქციების შესრულება; ბ) განრიდებისა და მედიაციის მედიატორი − სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად, არასრულწლოვან განსარიდებელ პირსა და დაზარალებულს შორის შუამავლის როლის განხორციელება, მედიაციის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია. 19. უსაფრთხოების სფერო შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი − უწყების საქმიანობის შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის საჭირო ღონისძიებების დანერგვა და მართვა; უწყებაში შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად; შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით ინსტრუქციის შემუშავება; სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოებისათვის შესაძლო საფრთხეების იდენტიფიკაცია და, მათი თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება; შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თანამშრომლების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟის უზრუნველყოფა. 20. პროფესიული და ტექნიკური სფერო ა) ლაბორატორიული აპარატურის ინჟინერი − ლაბორატორიული აპარატების/დანადგარების/ინსტრუმენტების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა/მონიტორინგი; ლაბორატორიულ აპარატურასთან დაკავშირებული პრობლემების დროული და ეფექტიანი მოგვარება; საჭიროებისამებრ, სხვადასხვა დანადგარის სერვისი, მონტაჟი-დემონტაჟი; ახალი ლაბორატორიული აპარატების მიღებისას მათი შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; აპარატების შესახებ პერიოდული ანგარიშის მომზადება; არსებული ლაბორატორიული აპარატურის/ დანადგარების/ინსტრუმენტების პერიოდული ინვენტარიზაცია; აპარატურის მოხმარების კოორდინირება, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების გაწევა ლაბორატორიის სპეციალისტებისათვის და ტრენინგების ჩატარება; ბ) ელექტრიკოსი − ელექტროგაყვანილობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; დანადგარების, აუდიო- ვიდეო- და საპროექტო აპარატურის გამართულობის ზედამხედველობა, მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა; დანადგარებისა და მოწყობილობების სამონტაჟო-სარემონტო სამუშაოების შესრულება; ელექტროქსელის მოვლა/შეკეთება. სხავადასხვა ტიპისა და სისტემის ელექტროაპარატების დაშლა/აწყობა და შეკეთება; გ) ჟანგბადის სპეციალისტი − სამედიცინო ჟანგბადის ქარხნის უწყვეტი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, სამედიცინო ჟანგბადის ქარხნის ხარისხიან ექსპლუატაციაზე ზრუნვა, კლინიკაში ჟანგბადის მომარაგებისათვის განსაზღვრული ელექტროსისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, ჟანგბადის სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფის კონტროლი; კლინიკაში არსებული სამედიცინო აღჭურვილობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; დ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სპეციალისტი − რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სახელმწიფო რეგულირების სფეროებში, აგრეთვე რადიაციული დაცვის, ბირთვული და რადიოაქტიური მასალებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა, რადიაციული ზონის სამედიცინო აპარატურის აღწერა; კლინიკის თანამშრომლებისთვის პერიოდულად რადიაციული უსაფრთხოების შესახებ ტრენინგების ჩატარება, კლინიკაში არსებული სამედიცინო აპარატურის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა, კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოება რადიაციული უსაფრთხოების დანადგარების თაობაზე; მონიტორინგის განხორციელება დანადგარების უსაფრთხოების თაობაზე; ე) გათბობა-გაგრილების სისტემის სპეციალისტი − დაწესებულებაში არსებული ცენტრალური გათბობის/ვენტილაციის/გაგრილების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; დანადგარებისა და მოწყობილობების სამონტაჟო-სარემონტო სამუშაოების შესრულება; ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზებისა და სქემების წაკითხვა და ანალიზი; დანადგარების ექსპლუატაციის პირობების დაცვა, გაუმართაობის აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება; ახალი ტექნიკის მიღება-ჩაბარების სამუშაოებში მონაწილეობის მიღება; პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომელიც ეხება ან ხელს უშლის დანადგარების გამართულ მუშაობას, მოსალოდნელი რისკების განსაზღვრა; ვ) დარაჯი − დაწესებულებათა უსაფრთხოების დაცვა; დაწესებულების, შენობის, ობიექტის, სხვადასხვა ტიპის ტერიტორი(ებ)ის (მათ შორის, გარე სივრცეებისა და პერიმეტრის) უსაფრთხოების დაცვა; ზ) მძღოლი − ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა; თ) შიდა და გარე დასუფთავების პერსონალი − შენობების, სამუშაო და საერთო სივრცეების დასუფთავება, სანიტარიული ნორმების დაცვა, სამუშაო გარემოს სისუფთავისა და ჰიგიენის უზრუნველყოფა; დაწესებულების ეზოს მთელი პერიმეტრის დასუფთავება. ეზოს დასუფთავების შემდეგ ნარჩენების ტერიტორიიდან გატანაზე კონტროლი; ი) სანტექნიკოსი − სანტექნიკის/საკანალიზაციო ქსელების მოწყობა; ტექნოლოგიურ დანადგარებთან კომუნიკაციის მიყვანის სამუშაოების ჩატარება; მილების რეგულარული შემოწმება; მილგაყვანილობის ცალკეული კვანძების აღდგენა; დაზიანების დაუყოვნებლივ გამოსწორება; სანიტარიული ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება; კ) მუშა − დაწესებულების აღჭურვილობისა და სხვადასხვა ნივთის გადაზიდვა; ლ) მზარეული − კვების ბლოკის სათავსებისა და აღჭურვილობის სანიტარიული მდგომარეობის კონტროლი, ყოველდღიური მენიუ მოთხოვნის შესაბამისად, კერძების ხარისხიანად და ტექნოლოგიური პროცესის დაცვით მომზადება; მ) მიმტანი − გამზადებული კერძების დროულად და სან-ჰიგიენური პირობების დაცვით გატანა-დარიგება, დასარიგებელი ოთახის სან-ჰიგიენური პირობების დაცვა; ნ) მრეცხავი − შესაბამისი საქონლის რეცხვა; გაშრობა/დაუთოება, დეზინფექცია; ო) მექანიკოსი − ჰიდრავლიკური სისტემების მონიტორინგი, დიაგნოსტიკა და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ჰიდრავლიკური აგრეგატების, მილების, ტუმბოების, ცილინდრების, სარქველებისა და სხვა კომპონენტების ტექნიკური შემოწმება და შეკეთება, ჰიდრავლიკური სქემების წაკითხვა, ჰიდრავლიკურ ხაზებზე სამონტაჟო სამუშაოების შესრულება; პ) განათება-გახმოვანების ტექნიკოსი/ინჟინერი − განათება-გახმოვანების უზრუნველყოფა და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; გახმოვანების, განათების აპარატურისა და მუსიკალური ინსტრუმენტების ტექნიკური შესაბამისობის დადგენა და ინსტალაციის მართვა; განათების მოწყობილობების შემოწმება. ღონისძიების მართვის ტექნიკური უზრუნველყოფა და მოსამზადებელი სამუშაოების სრული ციკლის მართვა; განათება-გახმოვანების პროექტების შედგენაში მონაწილეობის მიღება; შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისა და აპარატურის შეძენისთვის ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) შედგენა, შესაძენი ობიექტის ტექნიკური და ფუნქციური სპეციფიკის სრული აღწერა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ხარჯთაღრიცხვის მომზადებაში მონაწილეობა; პროექტის ექსპერტიზა, გაანალიზება, მისი მიმდინარეობის ზედამხედველობა; განათება-გახმოვანებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის კონსულტაციის გაწევა. 21. კრიმინალისტიკური სფერო ა) ბალისტიკის ექსპერტი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის, ვაზნისა და მისი კომპონენტების ბალისტიკური კვლევა; ცეცხლსასროლი იარაღის მოდელის, ტექნიკური გამართულობის, სროლის ვარგისიანობის განსაზღვრა; ნებისმიერ ობიექტზე არსებული ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანების განსაზღვრა და კვლევა; ტანსაცმელსა და სხეულზე არსებული ცეცხლსასროლი დაზიანების შესაბამისობის დადგენა; სროლის მანძილის დადგენა, სროლის ტრაექტორიის განსაზღვრა; სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ, კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, დანიშნული ბალისტიკური ექსპერტიზების ჩატარება; ბ) ტრასოლოგიის ექსპერტი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ კვალის (დაზიანების) გამოვლენის მიზნით, ობიექტის ტრასოლოგიური კვლევა, რაც მოიცავს: კვალის წარმოშობის მექანიზმის დადგენას; ტანსაცმელზე არსებული ცივი იარაღით მიყენებული დაზიანების განსაზღვრასა და კვლევას; ტანსაცმელსა და სხეულზე არსებული ცივი იარაღით მიყენებული დაზიანების შესაბამისობის დადგენა; ცივი იარაღის დადგენა (მჩხვლეტავ-მჭრელი, მჩეხავ-მჭრელი, მსხვრევად-დასარტყმელი ობიექტები და სხვა); საკეტ მექანიზმებზე დაზიანების განსაზღვრა; ნებისმიერი სახის ობიექტზე არსებული დაზიანებების წარმომშობი ობიექტის დადგენა; ტეხვის მექანიზმის დადგენა; ლუქებზე არსებული დაზიანების განსაზღვრა; გადაკეთებული ან წაშლილი ნომრის დადგენა; ფეხსაცმლის კვალის დადგენა; მოხუფვის ხერხის დადგენა; ნაწილებისგან მთლიანის დადგენა. სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ, კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დანიშნული ტრასოლოგიური ექსპერტიზების ჩატარება; გ) დაქტილოსკოპიის ექსპერტი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ სხვადასხვა ტიპის ზედაპირის მქონე ობიექტების კვლევა, მათზე უხილავი ან ნაკლებად ხილვადი ხელისგულებისა და ხელის თითების კვლების გამოვლენა, ფიქსირება და ამოღება; ამოღებული კვლების დამუშავება, მისი ვარგისობის დადგენის მიზნით; პიროვნების და გვამის დაქტილოსკოპირება, მისგან ხელის თითებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება; იდენტიფიკაციისათვის ვარგისი კვლების შედარება პიროვნების ხელის ანაბეჭდებთან მისი გაიგივების დადგენის მიზნით; სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ, კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზების ჩატარება; დ) დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური დოკუმენტის (პასპორტები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტები, მართვის მოწმობები), აგრეთვე ფულადი ნიშნებისა და სხვა პოლიგრაფიული ნაწარმის დამზადების წესის განსაზღვრა; ნებისმიერი სახის დოკუმენტში ცვლილების შეტანის ფაქტის დადგენა (ამოშლა, მიწერა, მიბეჭდვა), ბეჭდებისა და შტამპების გამოკვლევა და იდენტიფიკაცია; პრინტერზე შესრულებული ნაბეჭდი ტექსტის გამოკვლევა და იდენტიფიკაცია; სუსტად ხილული და უხილავი ჩანაწერების აღდგენა; ქაღალდის პარამეტრების დადგენა (გაუმჭირვალება, სითეთრე, სიკაშკაშე), შტრიხების დატანის თანამიმდევრობის განსაზღვრა, ტექნიკური საშუალებით გადატანილი ხელმოწერის კვლევა. სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ, კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დანიშნული დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზების ჩატარება; ე) ხელწერის ექსპერტი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ საწერი საშუალებით შესრულებული ხელნაწერებისა და ხელმოწერების კვლევა, რა დროსაც ხდება ხელნაწერისა და ხელმოწერის შემსრულებელი კონკრეტული პირის იდენტიფიკაცია, შესრულებულია თუ არა აღნიშნული − ერთი და იმავე პირის მიერ; ხელწერის შემსრულებლის ფაქტობრივი პირობების (განზრახ ხელის შეცვლა, სხვისი ხელის მიმსგავსებით ხელწერის შესრულება) დადგენა, დამწერი პირის მდგომარეობის განსაზღვრა (დაღლა, ავადმყოფობა, ხანდაზმულობის ასაკი, ალკოჰოლური სიმთვრალე, სულიერი აღელვება) და ელექტრონული ხელმოწერების კვლევა. სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის, მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დანიშნული ხელწერის ექსპერტიზების ჩატარება; ვ) სატრანსპორტო, ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ საგზაო, სარკინიგზო და საავიაციო საშუალებათა ტექნიკურ-ტრასოლოგიური, ასევე ხსენებულ საშუალებათა მონაწილეობით განვითარებული შემთხვევების სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის კვლევების განხორციელება, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების დეტალებისა და კვანძების კვლევა, ტექნიკური მდგომარეობის დადგენა (ძარა, საჭის მართვის მექანიზმი, სამუხრუჭე სისტემა); სატრანსპორტო საშუალებების ძალური აგრეგატების გამოკვლევა (ძრავი, გადაცემათა კოლოფი, სავალი ნაწილები); საკვლევი ობიექტის შესყიდვის პირობებთან შესაბამისობის დადგენა; სატრანსპორტო საშუალების ან/და სხვა სახის სპეცტექნიკის ტიპის განსაზღვრა; სპეცტექნიკის დეტალებისა და კვანძების კვლევა, ტექნიკური მდგომარეობის დადგენა; სპეცტექნიკის ძალური აგრეგატების გამოკვლევა (ძრავი, გადაცემათა კოლოფი, სავალი ნაწილები); სატრანსპორტო საშუალების ან/და სხვა სახის სპეცტექნიკის საწვავის ხარჯის განსაზღვრა; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმის განსაზღვრა; სამგანზომილებიანი სკანერით შემთხვევის ადგილის სკანირება და მოდელირება; სატრანსპორტო საშუალების ტრასოლოგიური კვლევა; საავიაციო/სარკინიგზო/სანაოსნო საშუალების ტექნიკური კვლევა; საავიაციო/სარკინიგზო/სანაოსნო საშუალების ტრასოლოგიურ კვლევა. სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ, კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დანიშნული სატრანსპორტო, ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზების ჩატარება; ზ) რადიაციული ექსპერტი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკისა და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, კვლევის განხორციელება, შენობა-ნაგებობებისა და სხვადასხვა ობიექტების რადიაციული ფონის გაზომვის გზით. სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ, კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დანიშნული რადიაციული ექსპერტიზების ჩატარება; თ) სახანძრო ექსპერტი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკისა და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, კვლევის განხორციელება ობიექტზე ხანძრის კერის დადგენის, გაჩენის მიზეზებისა და განვითარების თაობაზე; შემთხვევის ადგილიდან შესაბამისი ნიმუშის აღება, შემდგომი ინსტრუმენტალური, ან ქიმიური კვლევის მიზნით. სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ, კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დანიშნული სახანძრო ექსპერტიზების ჩატარება; ი) ფოტო-ვიდეო ექსპერტი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკისა და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, კვლევების განხორციელება ვიდეოჩანაწერებზე მონტაჟის ნიშნების გამოვლენის მიზნით, ჩანაწერში ასახული მოვლენებისა და პირების მოქმედებების აღწერა, ვიდეოგამოსახულებიდან ფოტოსურათების დამზადება, ვიდეოჩანაწერის გადაღების ადგილმდებარეობის, გადაღების დროის და გადამღები მოწყობილობის დადგენა, ვიდეოჩანაწერზე ხარისხისა და ხილვადობის გაუმჯობესება, ციფრულ ფოტოსურათზე მონტაჟის ნიშნების გამოვლენა, ციფრული ფოტოსურათის ხარისხისა და ხილვადობის გაუმჯობესება, ციფრული ფოტოსურათის გადაღების ადგილმდებარეობის, გადაღების დროისა და გადამღები მოწყობილობის დადგენა, ფოტო და ვიდეოჩანაწერზე ასახული ობიექტის იდენტიფიცირება, ფოტო- და ვიდეოგამოსახულების ხელოვნური ინტელექტით (Deepfake) გენერირების გამოვლენა, შემთხვევის ადგილის აეროგადაღება, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამოკვლევა, მოძრავი ობიექტის სიჩქარის დადგენისათვის საჭირო მონაცემების განსაზღვრა და მოთხოვნის შესაბამისი სხვა სახის კვლევების შესრულება. სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ, კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დანიშნული ვიდეოექსპერტიზების ჩატარება; კ) ფონოსკოპიური ექსპერტი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკისა და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, კვლევის განხორციელება აუდიო ჩანაწერებზე მონტაჟის ნიშნების გამოვლენის მიზნით, ჩანაწერში მიმდინარე საუბრის ტექსტის გაშიფვრა, აუდიოჩანაწერის ხარისხის გაუმჯობესება, აუდიოჩანაწერის დამზადების ადგილისა და დროის დადგენა, მოსაუბრე დიქტორის (პირის) ხმის მიხედვით კონკრეტულ პირთან იდენტიფიცირება. სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ, კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დანიშნული ფონოსკოპიური ექსპერტიზების ჩატარება; ლ) ჰაბიტოსკოპიური ექსპერტი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკისა და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ვიდეოჩანაწერში, ან ფოტოზე ასახული პირის საიდენტიფიკაციოდ ვარგისობის დადგენა, სახის ნაკვთების დეტალური დახასიათება, პირის სიმაღლის დადგენა, მაიდენტიფიცირებელი ნიშნებისა და მათემატიკურ-პროგრამული კვლევების გამოყენებით, პიროვნების იდენტურობის დადგენა. სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ, კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დანიშნული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზების ჩატარება. 22. სასაქონლო ექსპერტიზის სფერო ა) მოძრავი ქონების ექსპერტ-შემფასებელი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, საკვლევი ობიექტის დათვალიერება, დასურათება, ხარისხობრივი მაჩვენებლის დადგენა; რაოდენობრივი კვლევა (დათვლა, აწონვა); ვარგისიანობის დადგენა; ბაზრის კვლევა, რომელიც მოიცავს ახალი და ექსპლუატაციაში მყოფი საქონლის საბაზრო ღირებულების დადგენას, სასაქონლო ნომენკლატურული კოდის დადგენასა და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას; ბ) უძრავი ქონების ექსპერტ-შემფასებლი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, მიწის ნაკვეთების, ბინების, კომერციული/საოფისე ფართების, შენობა-ნაგებობების დათვალიერება, მოკვლევა, ანალიზი, შეფასება და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მომზადება. შეფასება მოიცავს როგორც საბაზრო ღირებულების, ასევე საიჯარო ღირებულების დადგენას; გ) საიუველირო ნაკეთობებისა და ძვირფასი ლითონების ექსპერტი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, საიუველირო ნაკეთობებისა და ძვირფასი ლითონების სინჯის, წონისა და საბაზრო ღირებულების დადგენა და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მომზადება. 23. საარჩევნო სფერო საარჩევნო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სპეციალისტი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, საარჩევნო ელექტრონული საშუალებების ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა/გამართვა და ტესტირება; ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არჩევნების ორგანიზება/ჩატარება; საარჩევნო ელექტრონული საშუალებების კომპლექტაციის უზრუნველყოფა და საარჩევნო ოლქებისა და უბნების მიხედვით განაწილება; კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ელექტრონული საშუალებების მიღება და აღრიცხვა; საარჩევნო ელექტრონული საშუალებების მოვლა და შენახვა; სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გამოსაყენებელი ელექტრონული საშუალებების მომზადების პროცესის მართვა; არჩევნებისა და სასწავლო-საინფორმაციო პროექტებისთვის განკუთვნილი ბიულეტენების ბეჭდვის პროცესის მართვა; საარჩევნო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის შესახებ სხვადასხვა სახელმძღვანელო ინსტრუქციების, მასალების, დოკუმენტების შექმნა. 24. საწარმოო ინჟინერიის სფერო ა) საწარმოო პროცესების ინჟინერი − ჯავშანჩაფხუტების/ჯავშანჟილეტების დამზადებასა და პერიოდულ გამოცდებში მონაწილეობა; ახალი ტექნოლოგიის აღჭურვილობებისა და მოწყობილობების დანერგვა; არსებული ტექნოლოგიური დანადგარების შეკეთებისა და რეგლამენტური სამუშაოების დაგეგმვის/შესრულების კონტროლი; ბ) ტექნოლოგიური სტანდარტიზაციის სპეციალისტი − საწარმოო ნახაზების კონტროლი; სტანდარტიზირებული და ახალი მასალების შემცვლელების მოძიება; სტანდარტებისა და ნორმატიული დოკუმენტაციის შემუშავება; დოკუმენტაციის შესრულების, გაფორმების სისწორის, მასალათა მარკისა და მათი სორტამენტის შემოწმება; კონსტრუქციულ-ტექნოლოგიური შეუსაბამობების საკითხების დამუშავება და შესაბამისი ოქმების გაფორმება; გ) მთავარი მეტალურგი − საწარმოო ნახაზების კონტროლი; ტექნიკური დავალებების შემუშავება; ექსპერიმენტული სამუშაოების მეტალურგიული პროცესების სრულყოფა; მეტალურგიული მიმართულებით ახალი მასალების საერთაშორისო სტანდარტებით მოძიება და მათი დამუშავება ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად. მეტალურგიული პროცესებისათვის საჭირო დანადგარების განახლების სამუშაოებში მონაწილეობა; დ) საწარმოო ხარისხის მართვის სპეციალისტი − წარმოების ყველა ეტაპზე ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა; ხარისხის პროცედურების შემუშავება; ხარისხის სფეროში არსებული გამოცდილების შესწავლა და დანერგვა, მასალების, ნახევარფაბრიკატების, დეტალების ქიმიური და მექანიკური გამოცდების ჩატარება, გამოვლენილ შეუსაბამობაზე სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები