„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2024 წლის 5 აგვისტოს №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2024 წლის 5 აგვისტოს №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი
მიღების თარიღი 29/10/2025
დოკუმენტის ტიპი სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.81.094.016012
12
29/10/2025
ვებგვერდი, 29/10/2025
040030000.81.094.016012
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2024 წლის 5 აგვისტოს №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი
 

სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის

ბრძანება №12

2025 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2024 წლის 5 აგვისტოს №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​​17 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2024 წლის 5 აგვისტოს №5 ბრძანებით (www.matsne.gov.ge 05/08/2024, 040030000.81.094.016005) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების“:

1. მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ინტერესთა/თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებზე შესაბამისი წინადადებების შემუშავება, ამ საკითხებზე სათანადო რეკომენდაციების გაცემა და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელება;“.

2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“  და „ე2“ ქვეპუნქტები:

„ე1) ინტერესთა/თანამდებობრივი შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მონიტორინგის განხორციელება;

2) ინტერესთა/თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების უზრუნველყოფა;“.

3. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის “1“ პუნქტი:

„პ1) კანონმდებლობით მინიჭებულ ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ-ანტიკორუფციული ბიუროს უფროსირაჟდენი კუპრაშვილი