დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.141.016459 |
|
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, |
| მუხლი 1 |
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №11 დადგენილებში (www.matsne.gov.ge, 29.01.2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.141.016237) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 291-ე მუხლის
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა, კანონმდებლობით დადგენილი მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს პერსონალური მონაცემები. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელი კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. მერია ვალდებულია საქმის წარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა. დაემატოს მე-4 პუნქტი 4. ამ მუხლის მიზნებისათვის მერია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით და მკაცრად რეგლამენტირებულად. დაემატოს მე-5 პუნქტი 5. ამ მუხლის მიზნებისათვის მერია ასევე მოიცავს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები