დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, შესაბამისი საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 487 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 04/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025381 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, შესაბამისი საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2025 წლის 3 სექტემბრის №952-IVმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, შესაბამისი საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის №280 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/06/2022, 040030000.10.003.023492) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, შესაბამისი საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის“ მე-3 მუხლის:
1. „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ავტონომიური რესპუბლიკების, მულტიმუნიციპალური/მუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის ან/და პროექტის ან/და მისი შემადგენელი ნაწილისთვის დასკვნის მომზადება − ავტონომიური რესპუბლიკების, მულტიმუნიციპალური/მუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის ან/და პროექტის ან/და მისი შემადგენელი ნაწილის შემუშავების ღირებულების 4%;“. 2. „დ“ − „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ქალაქთმშენებლობითი გეგმების (გარდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე/ზონაში დასამტკიცებელი ქალაქთმშენებლობითი გეგმისა) კონცეფციის ან/და პროექტის ან/და მისი შემადგენელი ნაწილისთვის დასკვნის მომზადება − ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის ან/და პროექტის ან/და მისი შემადგენელი ნაწილის შემუშავების ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 1 500 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება); ე) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე/ზონაში ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ ინიციირებული განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ან/და პროექტის დამტკიცება: ე.ა) განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციისა და პროექტის დამტკიცება – განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციისა და პროექტის შემუშავების ღირებულების 6%, მაგრამ არანაკლებ 3 000 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება); ე.ბ) განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცება – განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის შემუშავების ღირებულების 6%, მაგრამ არანაკლებ 1 500 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება); ე.გ) განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცება – განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის შემუშავების ღირებულების 6%, მაგრამ არანაკლებ 1 500 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება); შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცება ხორციელდება მხოლოდ გეგმის პროექტის განხილვითა და დამტკიცებით (I სტადიის − კონცეფციის გარეშე), განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების მომსახურების საფასური შეადგენს განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის შემუშავების ღირებულების 6%-ს, მაგრამ არანაკლებ 3 000 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება); ვ) ქალაქთმშენებლობითი დასკვნის გაცემა მიწის ნაკვეთის განვითარებასთან დაკავშირებით: ვ.ა) 1 სამუშაო დღის ვადაში – 1 000 ლარი; ვ.ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში – 800 ლარი; ვ.გ) 10 სამუშაო დღის ვადაში – 500 ლარი; ვ.დ) 1 თვის ვადაში – 200 ლარი.“. 3. „ვ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) კერძო ინიციატივის საფუძველზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა და დასკვნის გაცემა − 50,000 ლარი. ამასთანავე, სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროებიდან გამომდინარე, დაინტერესებული პირისგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის ან/და კვლევის წარდგენა;“. 5. „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციის ან/და პროექტის შეთანხმება: ი.ა) ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციისა და პროექტის შეთანხმება – ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციისა და პროექტის შემუშავების ღირებულების 8%, მაგრამ არანაკლებ 6 000 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება); ი.ბ) ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციის შეთანხმება – ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციის შემუშავების ღირებულების 8%, მაგრამ არანაკლებ 3 000 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება); ი.გ) ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტის შეთანხმება – ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტის შემუშავების ღირებულების 8%, მაგრამ არანაკლებ 3 000 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება). შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცება ხორციელდება მხოლოდ გეგმის პროექტის განხილვითა და დამტკიცებით (I სტადიის − კონცეფციის გარეშე), განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების მომსახურების საფასური შეადგენს განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის შემუშავების ღირებულების 8%-ს, მაგრამ არანაკლებ 6 000 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება).“. 6. „ო.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო.გ) განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი – 5 000 ლარი;“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები დასრულდეს ამავე დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი წესით.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 4 ნოემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები