„ერედვის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 02 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/11/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.147.016326
14
03/11/2025
ვებგვერდი, 05/11/2025
010250020.35.147.016326
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 02 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ერედვის მუნიციპალიტეტი
 
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2025 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ერედვის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 2 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„ერედვის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 2 დეკემბრის №12 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 04/12/2024; 010250020.35.147.016312) დამტკიცებულ წესს დაემატოს 14 2 მუხლი:

მუხლი 14 2 . ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება

1. ერთჯერადად, 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/ და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ერედვის  მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება  გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

დ) საბანკო რეკვიზიტები;

ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების პირად ანგარიშზე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი