„სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 494
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 010210040.10.003.025388
494
31/10/2025
ვებგვერდი, 07/11/2025
010210040.10.003.025388
„სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №494

2025 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/12/2013, 010210040.10.003.017475) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს „ვ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ1) შესაბამის ტერიტორიაზე ახორციელებს სახელმწიფო უწყებების მიერ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კოორდინაციას, რაც გულისხმობს: ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერებას, შესწავლის მიზნით პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვასა და აღნიშნულის შესაბამისად, პროექტების ეფექტურად და დროულად განხორციელების მიზნით კოორდინაციის გაწევას, რის შესახებაც, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციას აწვდის საქართველოს მთავრობას ან/და შესაბამის უწყებებსა და სხვა უფლებამოსილ/კომპეტენტურ ორგანოებს;“.

2. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„კ) სახელმწიფო რწმუნებულის სამოქმედო ტერიტორიაზე სახელმწიფო უწყებების მიერ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კოორდინაციის ხელშეწყობა, რაც მოიცავს: ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერებას, შესწავლის მიზნით პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვასა და აღნიშნულის შესაბამისად, პროექტების ეფექტურად და დროულად განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით სათანადო ინფორმაციის/რეკომენდაციების მომზადებასა და სახელმწიფო რწმუნებულისთვის წარდგენას შემდგომი რეაგირების მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე