დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.158.016670 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, შევიდეს ცვლილებები და დამატებები „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის №8 დადგენილების (matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 23/03/2022 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.158.016555) დანართ 1 -ში:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის №8 დადგენილებაში და დადგენილების დანართი 1-ის მე-2-ე მუხლის „ბ.ბ“ და ,,ბ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ბ.) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი) – 4 (თანამდებობრივი სარგო – 2482 ლარი)“; ,,ბ.გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 2336 ლარი)“. |
| მუხლი 2 |
შევიდეს დამატება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის №8 დადგენილებაში და დადგენილების დანართი 1-ის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
,,გ) მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება: გ.ა) განყოფილების უფროსი (მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) –1 (თანამდებობრივი სარგო – 3358 ლარი); გ.ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 2482 ლარი); გ.გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 2336 ლარი); |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები