„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №459 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №459 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 496
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 110070000.10.003.025390
496
10/11/2025
ვებგვერდი, 11/11/2025
110070000.10.003.025390
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №459 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №496 

2025 წლის 10 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №459 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №459 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2024, 110070000.10.003.024854) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის“ მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი) ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის სახელმწიფო პროგრამა

თანხა ლარებით

სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული დასკვნის გამოსავლენად, სამედიცინო გადამოწმების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გამოკვლევა მიმწოდებლის მიერ

35,000.00

სამივლინებო ხარჯები

15,000.00

სულ:

    50,000.00.“.

                                                                                                                 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე