„ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/11/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016407
14
11/11/2025
ვებგვერდი, 12/11/2025
010250020.35.134.016407
„ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2025 წლის 11 ნოემბერი

დაბა ქედა

 

„ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისადქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის  29 დეკემბრის №26 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.134.016234, 09/01/2018)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-201 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 201. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

1. მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა, კანონმდებლობით დადგენილი მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

ა) სახელი; 

ბ) გვარი; 

გ) პირადი ნომერი; 

დ) დაბადების თარიღი; 

ე) სქესი; 

ვ) მოქალაქეობა; 

ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ; 

თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ; 

ი) ფოტოსურათი. 

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა. 

4. ამ მუხლის მიზნებისთვის მერია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით და მკაცრად რეგლამენტირებულად.

5. ამ მუხლის მიზნებისთვის  მერია, ასევე მოიცავს  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე