დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.103.016473 |
|
,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად: |
| მუხლი 1 |
,,მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.103.016264) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლს დაემატოს ,,ზ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ“ პერსონალური მონაცემების დაცვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა.“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 41:
,,მუხლი 41. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება 1. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა, კანონმდებლობით დადგენილი მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს პერსონალური მონაცემები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) პირადი ნომერი; დ) დაბადების თარიღი; ე) სქესი; ვ) მოქალაქეობა; ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ; თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ; ი) ფოტოსურათი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. აპარატი ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა. 4. ამ მუხლის მიზნებისთვის მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით და მკაცრად რეგლამენტირებულად.“. |
3.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 91:
,,მუხლი 91. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი პესონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი არის საჯარო მოხელე, რომელსაც მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტებიდან განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ასრულებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობებს და ანგარიშვალდებულია უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები