„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის N2-978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის N2-978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-719
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 20/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016964
2-719
20/11/2025
ვებგვერდი, 21/11/2025
040030000.22.023.016964
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის N2-978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-719

2025 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის №2-978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :


მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის №2-978 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი. 040030000.22.023.016847, 29/12/2023) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ჰ14  ჰ41“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ14) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების ფარგლებში, თუ დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ“ კონვენციის შესაბამისად შექმნილი ზურმუხტის ქსელის ტერიტორიას, ან საქმიანობის განხორციელებით მოსალოდნელია ზემოქმედება ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე – ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების (ზზშ) ჩატარების საჭიროების განსაზღვრა;

15) საქმიანობის „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ“ კონვენციის შესაბამისად შექმნილი ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების (ზზშ) ანგარიშის განხილვა (მ.შ., იმ შემთხვევაში, თუ ზურმუხტის ტერიტორიაზე დაგეგმილი საქმიანობის შეფასება არ ხორციელდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების ფარგლებში) ზურმუხტის ტერიტორიის მახასიათებლებზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების თვალსაზრისით და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

16) გზშ-ის ანგარიშის, სგშ-ის ანგარიშის, საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის განხილვის მიზნით, საექსპერტო კომისიის შექმნა;

17) გზშ-ის ანგარიშის, საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ანგარიშის განხილვა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა, საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება,  სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა;

18) საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

19) გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა;

20) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა, აგრეთვე შესაბამისი პროცედურების ორგანიზება;

21) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

22) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვის ჩატარების უზრუნველყოფა;

23) საქართველოს „წითელი წიგნისა და წითელი ნუსხის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) თანხმობის გაცემა;

24) საქართველოს „წითელი წიგნისა და წითელი ნუსხის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) თანხმობის გაცემა;

25) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემა;

26) CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა;

27) CITES-ის რეექსპორტის სერტიფიკატი;

28) CITES-ის ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების სერტიფიკატის გაცემა;

29) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემა;

30) გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანზიტზე თანხმობის გაცემა;

31) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმების და შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმების დამტკიცება;

32) სამეცნიერო-კვლევით თევზჭერაზე თანხმობის გაცემა;

33) კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების რეგულირება, სახელმწიფო აღრიცხვა-ანგარიშგება, მონაცემთა ბაზის წარმოება;

34) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრაცია;

35) არსებული ნაგავსაყრელების შესაბამისობაში მოყვანის გეგმებისა და კერძო კომპანიების ნარჩენების მართვის გეგმების განხილვა და შეთანხმება;

36) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან (მგვ) დაკავშირებული მწარმოებლების ელექტრონული რეესტრის წარმოება;

37) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების ავტორიზაციის განხორციელების უზრუნველყოფა;

38) კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებისას ბაზელის, როტერდამისა და მინამატას კონვენციებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება;

39) კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;

40) „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემა და იმპორტ-ექსპორტის განხორციელებასთან დაკავშირებული განაცხადების განხილვა;

41) ავტომობილის გაფრქვევების (გამონაბოლქვის) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის გაცემა;“;

ბ) „ჰ41“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ42“ და „ჰ43“ ქვეპუნქტები:

„ჰ42) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;

43) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

2. მე-14 მუხლისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თევზჭერის ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის, ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისთვის მოპოვების კვოტების დამტკიცების მიზნით შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტების განხილვა, და რეკომენდაციების მომზადება, სააგენტოში წარმოდგენილი სამონადირეო მეურნეობის და წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმების განხილვისა და დამტკიცების უზრუნველყოფა;“.

3. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის განხილვა და შეთანხმება;

ბ) გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების (ცნობად მიღება/შეთანხმებაზე უარის თქმა) მომზადება და გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების გაცნობა;

 გ) გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შეუძლებლობის, ან აღნიშნულის გონივრულ ვადაში განხორციელების შეუძლებლობის, დაზიანებული გარემოს აღდგენის არათანაზომიერი ხარჯების შესახებ, ან გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიების გამოყენების არაგონივრულობის შესახებ წარმოდგენილი დასაბუთების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების (შეთანხმება/შეთანხმებაზე უარის თქმა) მომზადება და გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების გაცნობა;

დ) გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ წარმოდგენილი დასაბუთების შეთანხმების შემთხვევაში, მინისტრის მიერ შექმნილი, დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიისთვის დასაბუთების წარდგენის უზრუნველყოფა – მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განსაზღვრისთვის;

ე) დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიის მიერ განსაზღვრული, დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდების უზრუნველყოფა;

ვ) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა;

ზ) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების/შენიშვნების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდება – მოსაზრებების/შენიშვნების მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტში გასათვალისწინებლად;

თ) დაინტერესებული პირების მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებაზე უარის თქმის შესახებ გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ წარმოდგენილი დასაბუთების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა;

ი) მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლის თაობაზე გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის შუამდგომლობის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება;

კ) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება;

ლ) საჭიროების შემთხვევაში გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესათანხმებლად, შესაბამისი კომისიის შექმნის თაობაზე სააგენტოს უფროსისადმი მიმართვა;

მ) მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის, გეგმაში ცვლილების შეტანის ან/და დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განხილვისთვის სააგენტოს მიერ გაწეული ხარჯების გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ ანაზღაურების საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება;

ნ) გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული შესაბამისი ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის მიწოდება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.

4. მე-16 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები:

„ე1) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების ფარგლებში, თუ დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ“ კონვენციის შესაბამისად შექმნილი ზურმუხტის ქსელის ტერიტორიას, ან საქმიანობის განხორციელებით მოსალოდნელია ზემოქმედება ზურმუხტის ტერიტორიაზე - ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების (ზზშ) ჩატარების საჭიროების განსაზღვრა;

„ე2) საქმიანობის „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ“ კონვენციის შესაბამისად შექმნილი ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების (ზზშ) ანგარიშის განხილვა (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ზურმუხტის ტერიტორიაზე დაგეგმილი საქმიანობის შეფასება არ ხორციელდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების ფარგლებში) ზურმუხტის ტერიტორიის მახასიათებლებზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების თვალსაზრისით და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი