„ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 19 ივნისის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 06/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016766
31
06/11/2025
ვებგვერდი, 13/11/2025
300320000.16.009.016766
„ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 19 ივნისის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
„ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 19 ივნისის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №31

2025 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 19 ივნისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის, მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 19 ივნისის №10 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 19.06.2025, სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016745; შემდგომში – დადგენილება) შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენის და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლების მქონე სუბიექტებმა არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ:

ა) ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების“ (შემდგომში – წესები) მოთხოვნებთან შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების, გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებების, დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებებისა და საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილებების ფორმების გამოყენება;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმების შესაბამისად შედგენილი:

ბ.ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა წესების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფ აღრიცხვის ჟურნალში;

ბ.ბ) გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებების, დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებებისა და საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილებების აღრიცხვა წესების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფ რეგისტრაციის ჟურნალში.

2. 2025 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენის და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლების მქონე სუბიექტები უფლებამოსილი არიან წესების მოთხოვნებთან შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების, გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებების, დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებებისა და საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილებების  ფორმების გამოყენების დაწყებამდე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების, გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებების, დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებებისა და საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილებების შედგენა განახორციელონ ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული ფორმების დაცვით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგივი სანიკიძე