დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.156.016576 |
|
„დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
მუხლი 1. შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/12/2021, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.156.016426) შემდეგი სახით:
1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის დანართ №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 მუხლი: „მუხლი 361. 2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნა 2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე 1 პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შექმნან სხვა ფრაქცია, თუ ისინი პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატები, ან თუ ისინი დატოვებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას და გაწევრდებიან სხვა პოლიტიკურ პარტიაში.“. 2. 104-ე მუხლი ჩამოყლიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 104. საკრებულოს კომისიის შემადგენლობის დამტკიცების წესი 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრი კომისიაში წევრიანდება ფრაქციის წარდგენის საფუძველზე. 3. საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას (ახლად არჩეულ საკრებულოს პირველ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს) და საკრებულოს ბიუროს. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია (დროებითი სამანდატო კომისია) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. 4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით პირადი განცხადების საფუძველზე. 5. საკრებულოს წევს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს საკრებულოს კომისიიდან და/ან შევიდეს საკრებულოს კომისიაში. 6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიის წევრის საქმიანობებს წყვეტს ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდაან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი კომისიის შემადგენლობიდან გაწვევის შესახებ განცხადების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. 7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრის უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, აღნიშნული ფაქტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. 8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობა დამტკიცებულად ითვლება საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის (ან შესაბამისი კომისიის) წარდგინების საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან.“. მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 17 ოქტომრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები