„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1132
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017616
1132
21/11/2025
ვებგვერდი, 21/11/2025
040030000.22.027.017616
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1132

2025 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07.05.2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016531) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 23. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელობა

აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურულ ერთეულს (გარდა აღსრულების პოლიციის სამმართველოსი) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, აღსრულების პოლიციის სამმართველოს − სამმართველოს უფროსი, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს − ბიუროს უფროსი. დეპარტამენტის უფროსს და აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე.“.

2. 24-ე მუხლს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) განსაზღვრავს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით პრიორიტეტებს, უწევს კოორდინაციას და აკონტროლებს მათ შესრულებას;

ბ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს დეპარტამენტის მართვაში;

გ) ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, პასუხისმგებელია მათი შესრულების ხარისხსა და სისწორეზე;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებასა და დისციპლინის დაცვას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, კურატორი მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის  წინაშე; ასრულებს მათ დავალებებს.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ან დეპარტამენტში შემავალი ერთ-ერთი სამსახურის უფროსი, ხოლო მათი არარსებობისას – დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით ასრულებს ამავე სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია