დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 132/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160080.22.022.018767 |
|
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების (სსმ III, 01.10.2010, №126, მუხ.1839):
1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ (დანართი №1): ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მიზნით, საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელი ან სხვა დაინტერესებული პირი, ცენტრში წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებულ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად მიიჩნევა საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელში სწავლის გაგრძელების მიზნითაც ხორციელდება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება. განცხადება და თანდართული დოკუმენტები ცენტრს ასევე შესაძლებელია წარედგინოს ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) მეშვეობით. თანდართული დოკუმენტები ცენტრს წარედგინება ქართულ ენაზე (უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე).“; ბ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, როდესაც პირი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე ჩაირიცხა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ამავე კანონის მიღების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესის დაუცველად უწყვეტად განაგრძო სწავლა აკრედიტებული/აკრედიტებულად ჩათვლილი უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ ამავე ან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“; გ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრში წარდგენილ უნდა იქნეს საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი და ქართულ ენაზე განხორციელებული სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღების ფორმაზე, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქემ უმაღლესი განათლების პირველ ან მეორე საფეხურზე განათლების მიღება დაიწყო 2024 წლის 1 ივლისის შემდგომ. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღების ფორმის თაობაზე საქართველოში მოქმედი იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ინფორმაცია, რომელთან თანამშრომლობითაც ხორციელდება გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა. ხოლო უცხოეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში განმცხადებელი უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დოკუმენტის ნაცვლად, განცხადებას დაურთოს მის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტ(ებ)ი ან/და მიუთითოს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.“. 2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების საფასურების“ (დანართი №2): ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების და საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით საქართველოში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) გადაწყვეტილების მოსამზადებლად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მომსახურებისათვის გადასახდელ საფასურს დაემატოს 25 ლარი.“; ბ) მე-3 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დანართი №1-ით გათვალისწინებული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებების მოთხოვნისას, ამ დანართით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, აგრეთვე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეები; ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები; გ) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეები და მათთან გათანაბრებული პირები – 70 %-ით; დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები – 70% -ით; ე) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 70%-ით; ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არის არაუმეტეს 70 000 - 70%-ით; ზ) საქართველოს მოქალაქე იძულებით გადაადგილებული პირები – 50%-ით; თ) „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პენსიონერები – 50%-ით; ი) ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეები – 50%-ით.“. ბ.ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება დაჩქარებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის გათვალისწინებულ საფასურებზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები