დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №016 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 054 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 19/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060020.70.082.016182 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №016 ბრძანებით (ვებგვერდი, 07/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060020.70.082.016028) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) ყოველი წლის იანვარში გენერალურ პროკურორს წარუდგენს გასული წლის ანგარიშს, გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკის, სამოქმედო ტერიტორიაზე კრიმინოგენური ვითარების შეფასების, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების, მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების განხილვის შედეგებისა და გატარებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე წინადადებებს მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;“; ბ) „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები