დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 7 ივლისის №152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 267 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 19/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016388 |
|
„დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 7 ივლისის №152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 7 ივლისის №152 ბრძანებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge, 12/07/2022 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016262) წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ექსპლუატანტი ვალდებულია შეიმუშაოს უსაფრთხოების მართვის სისტემა „უსაფრთხოების მართვის სისტემის წესის დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 სექტემბრის №196 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შენიშვნა: დამატებითი სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართში და იკაოს DOC-ში 9859.“. 2. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალის შედგენის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“ მე-14 დანართში.“. 3. 33 -ე მუხლის მესამე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) სხ-ის სპეციფიკაციების დანართი; 4. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი XI: „თავი XI საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავის ექსპლუატაციაზე დაშვება მუხლი 71. საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების ექსპლუატაციაზე დაშვების მოთხოვნები 1. ექსპლუატანტმა, რომელსაც განზრახული აქვს „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში“ რეგისტრირებული სხ-ის საერთო დანიშნულების მიზნით ექსპლუატაცია, სააგენტოში უნდა წარმოადგინოს ამ წესის მე-4 დანართის შესაბამისი განცხადება და შემდეგი დოკუმენტები: ა) ექსპლუატაციაში არსებული სხ-ის ტიპ(ებ)ის და საქმიანობის მოცულობის გათვალისწინებით, ამ წესით დადგენილი ექსპლუატაციის ნორმების შესრულების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ხელშეკრულებები და/ან სტრუქტურა პასუხისმგებელი პირების მითითებით; ბ) საფრენოსნო პერსონალის მონაცემები; გ) საექსპლუატაციოდ გამოსაყენებელი სხ-ის მონაცემები: გ.ა) სააგენტოს მიერ გაცემული სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის ასლი; გ.ბ) სააგენტოს მიერ გაცემული სხ-ის რეგისტრაციის მოწმობის ასლი; დ) სხ-ის საკუთრების დამადასტურებელი ან სხ-ის იჯარის (ლიზინგის) უფლებით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი პოლისი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №95 ბრძანების მოთხოვნებს; ვ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა; ზ) უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელო; თ) მომსახურე ეკიპაჟის სახელმძღვანელო და მომზადების პროგრამა (მომსახურე ეკიპაჟის შემთხვევაში); ი) ფრენის შესრულების სახელმძღვანელო; კ)„ფრენის შესრულების სახელმძღვანლოს“ ნაწილების, MEL-ის და „ბორტგამყოლთა სახელმძღვანელოს“ (არსებობის შემთხვევაში) სპეციალური კითხვარები – შევსებული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი – www.gcaa.ge); 2. განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა სააგენტოში ხორციელდება იმ მიზნით, რათა დადგინდეს აკმაყოფილებს თუ არა განცხადება, თანდართული დოკუმენტები და მათი შემცველი ინფორმაცია ამ წესის და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. 3. განცხადებისა და თანდართული საბუთების შემცველი ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, სააგენტო ახორციელებს განმცხადებლის სამუშაო ადგილის და საჰაერო ხომალდზე განთავსებული აღჭურვილობის და დოკუმენტაციის ადგილზე შემოწმებას. შემოწმების შედეგები აისახება შემოწმების ანგარიშში. დადებითი დასკვნის შემთხვევაში სააგენტო გასცემს წერილობით თანხმობას საერთო დანიშნულების ავიაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაზე დაშვების შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, ამ წესის მე-5 დანართის შესაბამის „სპეციალური ნებართვის“ ფორმას. სააგენტოს თანხმობა და „სპეციალური ნებართვა“ გაიცემა თითოეულ სხ-ზე ცალ-ცალკე. 4. საერთო დანიშნულების სხ-ის ექსპლუატაციაზე დაშვების თანხმობა და „სპეციალური ნებართვა“ გაიცემა უვადოდ. 5. დაშვების გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები სააგენტოში ინახება 7 (შვიდი) წლის განმავლობაში. მუხლი 72. ზედამხედველობა 1. საერთო დანიშნულების ავიაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ვალდებულია დაიცვას ამ წესის და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნები. 2. საერთო დანიშნულების ავიაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში ახორციელებს სააგენტო. ექსპლუატანტის გეგმური საინსპექციო შემოწმების პერიოდულობა განისაზღვრება „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანების შესაბამისად. არაგეგმური შემოწმების საჭიროებას და ვადებს განსაზღვრავს სააგენტო. 3. თუ ექსპლუატაციის პროცესში გამოვლინდება საქართველოს კანონმდებლობით და/ან ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან, ექსპლუატანტის პროცედურებსა და სახელმძღვანელოებთან, ან სპეციალური ნებართვის ან განაცხადის პირობებთან შეუსაბამობა, რომელიც არსებითად აქვეითებს უსაფრთხოების დონეს ან უქმნის მას სერიოზულ საფრთხეს, სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს ან შეაჩეროს სხ-ის ექსპლუატაციის უფლება ექსპლუატანტის მიერ ეფექტური გამოსასწორებელი ღონისძიებების გატარებამდე.“. 5. წესის დანართი №2 ამოღებულ იქნეს. 6. წესის №3 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სპეციალური ნებართვის გაცემისას სააგენტოსთან შეთანხმება/დამტკიცებას ექვემდებარება შემდეგი დოკუმენტები:“. 7. წესს დაემატოს №4 და №5 დანართები თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები