დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „პერსონალური ასისტენტის სერვისის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016963 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „პერსონალური ასისტენტის სერვისის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „პერსონალური ასისტენტის სერვისის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №181 დადგენილებაში www.matsne.gov.ge, 23.12.2024წ., 010250020.35.160.016916) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) დანართი №1-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მომსახურების მიღების მსურველი შშმ პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას შემდეგი დოკუმენტაციით: ა) შევსებული განაცხადის ფორმა; ბ) ასისტირების საჭიროების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი; დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა IV – 100 (გაცემული უნდა იყოს ცნობის წარდგენამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე); ვ) ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები