„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 18 დეკემბრის №124 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 18 დეკემბრის №124 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 124
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 21/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017411
124
21/11/2025
ვებგვერდი, 21/11/2025
120000000.22.026.017411
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 18 დეკემბრის №124 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №124

2025 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 18 დეკემბრის №124 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 18 დეკემბრის №124 ბრძანებით (ვებგვერდი, 18/12/2023, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017163) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელის გაწვევის ორგანიზება და წვევამდელის გამოძახების უზრუნველყოფა;“.

2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დირექტორის სამხედრო სტატუსის მქონე ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მათი ერთდროულად არყოფნის შემთხვევაში, სააგენტოს სამხედრო მოსამსახურე.“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

) „ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს (მათ შორის, ახორციელებს ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შეწყვეტას, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას (მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებისათვის მათი ოჯახის წევრების მოვლის გამო გაცემული საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე, ამავე დოკუმენტით განსაზღვრული ვადით));“;

) „ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ახორციელებს სააგენტოს მოსამსახურეების (სამოქალაქო პირი/სამხედრო მოსამსახურე) საქართველოს ფარგლებში მივლინებას/წარგზავნას და მოსამსახურეების (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა) საქართველოს ფარგლებს გარეთ მივლინებას/წარგზავნას. საქართველოს ფარგლებს გარეთ მივლინების/წარგზავნის მიზნით სამხედრო მოსამსახურის კანდიდატურას წარუდგენს მინისტრს;“.

4. მე-8 მუხლის:

პირველი პუნქტის:

.) „ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გამწვევი კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამედიცინო შემოწმების გასავლელად წვევამდელის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში წარდგენის უზრუნველყოფა. ამისთვის, წვევამდელის ტრანსპორტირებისა და საჭიროების შემთხვევაში მისი კვების უზრუნველყოფა;“;

.) „ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მისი სამინისტროს სისტემის შესაბამის ქვედანაყოფამდე მიყვანის უზრუნველყოფა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მისი კვების უზრუნველყოფა;“;

მე-2 პუნქტის:

.) „ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გამწვევი კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამედიცინო შემოწმების გასავლელად წვევამდელის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში წარდგენის უზრუნველყოფა. ამისთვის, წვევამდელის ტრანსპორტირებისა და საჭიროების შემთხვევაში მისი კვების უზრუნველყოფა;“;

.) „ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მისი სამინისტროს სისტემის შესაბამის ქვედანაყოფამდე მიყვანის უზრუნველყოფა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მისი კვების უზრუნველყოფა;“;

მე-7 პუნქტის “  „ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სწავლების დაგეგმვა (მათ შორის, ოპერატიული დაგეგმვა), აღსრულების კოორდინაცია და კონტროლი;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარისო სამსახურის ორგანიზება, საბრძოლო მომზადების გეგმების პროექტების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;

დ)  სააგენტოს უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;“;

მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  ქვეპუნქტი:

„კ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენებისა და წახალისების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება.“;

მე-11 პუნქტის  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მოსამსახურეთა დანიშვნის, თანამდებობრივი გადაადგილების, გათავისუფლების, შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმების/შეწყვეტის, დროებითი ფუნქციების დაკისრების, შვებულების და მივლინების/წარგზავნის შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში წახალისებისთვის გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი