„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 113
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.017642
113
25/11/2025
ვებგვერდი, 25/11/2025
040030000.22.034.017642
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №113

2025 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №998 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 040030000.22.034.016249) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის №1 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე

დანართი №1

სსიპ − დაცვის პოლიციის დეპარტამენტის არასაბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ქვედანაყოფების მოსამსახურეთა სახელფასო დანამატი

1. სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის არასაბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ქვედანაყოფის მოსამსახურის (შემდგომ – მოსამსახურე) სამუშაო ცვლიდან თავისუფალ დროს დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის სახელფასო დანამატი გაიცემა შემდეგი წესით:

ა) სრული სამუშაო ცვლის შესრულებისას სახელფასო დანამატის საერთო თანხა განისაზღვრება მოსამსახურის ყოველ სრულ სამუშაო ცვლაზე დაანგარიშებული, არსებული თანამდებობრივი სარგოს 80 პროცენტის ოდენობით;

ბ) არასრული სამუშაო ცვლის შესრულებისას სახელფასო დანამატი განისაზღვრება საათობრივად, ამ პუნქტის „ა“ქვეპუნქტის გათვალისწინებით.

2. სსიპ − დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთების, ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობების დაცვა-გაცილებაში მონაწილე მოსამსახურეს (გარდა დეპარტამენტის ინკასაციის, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოების მოსამსახურეებისა) სამუშაო ცვლიდან თავისუფალ დროს, დამატებითი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში ეძლევა სახელფასო დანამატი, რომლის საერთო თანხა განისაზღვრება დასაცავი ობიექტის გაწეული მომსახურებისათვის დარიცხული თანხის 25 პროცენტამდე ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარისა თვეში, დაცვა-გაცილებაში მონაწილე თითო მოსამსახურეზე.

3. დასაცავ ობიექტთან დადებული ერთჯერადი ხელშეკრულების/ერთჯერადი მომსახურების გათვალისწინებით, სსიპ − დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვროს ამ დანართით განსაზღვრული წესისგან განსხვავებული სახელფასო დანამატი, დამატებითი სამუშაოს შესრულებაში მონაწილე ერთ მოსამსახურეზე არაუმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარისა და არანაკლებ 59 (ორმოცდაცხრამეტი) ლარისა თვეში.

4. ამ დანართით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანამატი ყოველთვიურად გაიცემა დამატებითი სამუშაოს შესრულებაში მონაწილე მოსამსახურეებზე წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად.