დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის 2025 წლის 01 მაისის №01-04/2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-04/5 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.33.058.016182 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის 2025 წლის 01 მაისის №01-04/2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 და მე-20 მუხლების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფუძნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №61 დადგენილების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 28 თებერვლის №1 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის 2025 წლის 01 მაისის №01-04/2 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 02/05/2025, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.33.058.016178) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. თეატრის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ხოლო თეატრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისას ახალი ხელმძღვანელი პირის დანიშვნამდე, თეატრის დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებს თეატრის დირექტორის მოადგილე.“. 2. მე-4 მუხლის მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 ქვეპუნქტები: „101. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მოადგილე თავის მოვალეობას ასრულებს ახალი ხელმძღვანელი პირის დანიშვნამდე. ახალი ხელმძღვანელი პირის დანიშვნა იწვევს მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტას. 102. მინისტრი უფლებამოსილია, ამ მუხლის 101 პუნქტით დადგენილ პერიოდში, საკუთარი ინიციატივით თანამდებობიდან გაათავისუფლოს მოადგილე.“. 3. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ მუხლი: „მუხლი 41. სამხატვრო საბჭო 1. სამხატვრო საბჭო არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული თეატრის საქმიანობის ხელშემწყობი ორგანო. 2. სამხატვრო საბჭო შედგება 9 წევრისგან, რომელთა შორის თანამდებობრივად შედიან თეატრის დირექტორი, მთავარი რეჟისორი ან რეჟისორი (მთავარი რეჟისორის და რეჟისორის არარსებობის შემთხვევაში დირექტორი თავისი შეხედულებისამებრ დასის/შემოქმედებითი კოლექტივის შემადგენლობიდან ნიშნავს ერთ წევრს) და მთავარი მხატვარი. სამხატვრო საბჭოს სხვა წევრები აირჩევიან თეატრის დასის მიერ 1 წლის ვადით. 3. სამხატვრო საბჭოს 6 (ექვსი) წევრს ირჩევს თეატრის დასი თავისი შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით. კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დასის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სამხატვრო საბჭოს წევრებად აირჩევიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ კრების დამსწრეთა ნახევარზე მეტს; თუ დასახელებული კანდიდატიდან რომელიმემ ვერ მოაგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა, მათ შორის ხმების თანაბარი რაოდენობის მიღებისას ტარდება განმეორებითი კენჭისყრა. თუ განმეორებითი კენჭისყრის შემდეგაც ვერ იქნა არჩეული სამხატვრო საბჭოს წევრი (წევრები), დირექტორი თავისი შეხედულებისამებრ დასის შემადგენლობიდან ნიშნავს სამხატვრო საბჭოს იმდენ წევრს, რამდენიც აუცილებელია საბჭოს შემადგენლობის სრულად შესავსებად. 4. სამხატვრო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ ხმები თანაბრად გადანაწილდება, გადამწყვეტია დირექტორის ხმა; საბჭოს სხდომის მოწვევა ხდება დირექტორის ან საბჭოს წევრთა 1/3-ის ინიციატივით. 5. სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელობს თეატრის დირექტორი. 6. კანონმდებლობით დადგენილი წესით დირექტორის დანიშვნამდე, სამხატვრო საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს დირექტორის მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – სხდომის უხუცესი წევრი. 7. სამხატვრო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი (მათ შორის, საბჭოსთვის თეატრის დირექტორის კანდიდატურის წარდგენის წესი) განისაზღვრება სამხატვრო საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს თეატრის დირექტორი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები