დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ საყდრიონში მდებარე მე-4 ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის ნუგზარ ხუცურაულის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-131. 131253254 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.154.016034 |
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ. საყდრიონში მდებარე მე-4 ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის ნუგზარ ხუცურაულის სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოქვეყნების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 24 ოქტომბრის სხდომის ოქმი №49-ის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ.საყდრიონში მდებარე მე-4 ქუჩას, შესაბამის შესახვევებს, შეეცვალოს სახელწოდება და დაერქვას აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის ნუგზარ ხუცურაულის სახელი თანდართული რუკის მიხედვით. 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს,საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოში, შემდეგ მისამართზე: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. №47. 5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები