„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016769
34
27/11/2025
ვებგვერდი, 01/12/2025
300320000.16.009.016769
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №34

2025 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 29-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილების (ვებგვერდი, 23.12.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016429) პირველი მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №1):

ა.ა) მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ მეთოდოლოგიის მე-15 მუხლის მე-9 ან/და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი კომისიას წარუდგენს დასაბუთებულ განცხადებას მიწოდების ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით. საწარმო არ არის ვალდებული განცხადება წარადგინოს სატარიფო განაცხადის ფორმით.“;

ა.ბ) მე-15 მუხლის 33 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34 პუნქტი:

„34. 2026 სატარიფო წლისთვის გრძელვადიანი სესხის და დეპოზიტის ღირებულება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) გრძელვადიანი სესხის ღირებულება – 13.48%;

ბ) დეპოზიტის ღირებულება – 9.39%.“;

ა.გ) მე-15 მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. თუ უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფები არ არის დადგენილი რეგულირების პერიოდის ბოლომდე, საწარმო უფლებამოსილია შესაბამისი ტარიფების მოქმედების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ სამი თვით ადრე, სატარიფო განაცხადით მიმართოს კომისიას, რომლის ფარგლებშიც კომისია უფლებამოსილია უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე სატარიფო რეგულირების პერიოდის ბოლომდე ან მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდის ჩათვლით.“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №2):

ბ.ა) მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ მეთოდოლოგიის მე-15 მუხლის მე-9 ან/და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი კომისიას წარუდგენს დასაბუთებულ განცხადებას მიწოდების ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით. საწარმო არ არის ვალდებული განცხადება წარადგინოს სატარიფო განაცხადის ფორმით.“;

ბ.ბ) მე-15 მუხლის 33 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34 პუნქტი:

„34. 2026 სატარიფო წლისთვის გრძელვადიანი სესხის და დეპოზიტის ღირებულება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) გრძელვადიანი სესხის ღირებულება – 13.48%;

ბ) დეპოზიტის ღირებულება – 9.39%.“;

ბ.გ) მე-15 მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. თუ ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფები არ არის დადგენილი რეგულირების პერიოდის ბოლომდე, საწარმო უფლებამოსილია შესაბამისი ტარიფების მოქმედების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ სამი თვით ადრე, სატარიფო განაცხადით მიმართოს კომისიას, რომლის ფარგლებშიც კომისია უფლებამოსილია ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფების მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე სატარიფო რეგულირების პერიოდის ბოლომდე ან მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდის ჩათვლით.“;

გ) „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №3):

გ.ა) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ მეთოდოლოგიის მე-8 მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ბოლო ალტერნატივის მომსახურების მიმწოდებელი კომისიას წარუდგენს დასაბუთებულ განცხადებას მიწოდების ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით. საწარმო არ არის ვალდებული განცხადება წარადგინოს სატარიფო განაცხადის ფორმით.“;

გ.ბ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. თუ ელექტროენერგიის ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფები არ არის დადგენილი რეგულირების პერიოდის ბოლომდე, საწარმო უფლებამოსილია შესაბამისი ტარიფების მოქმედების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ სამი თვით ადრე, შესაბამისი სატარიფო განაცხადით მიმართოს კომისიას, რომლის ფარგლებშიც კომისია უფლებამოსილია ელექტროენერგიის ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფების მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე სატარიფო რეგულირების პერიოდის ბოლომდე ან მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდის ჩათვლით.“;

დ) „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გადაცემის, განაწილებისა და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №5):

დ.ა) 24-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კონკრეტული სატარიფო წლის იმ საინვესტიციო პროექტებთან მიმართებაში, რომელთა ექსპერტიზის მიერ ან/და დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ფარგლებში დადასტურებული ღირებულება ნაკლებია საწარმოს მიერ წარმოდგენილ ამავე პროექტების ფაქტობრივ ღირებულებაზე, კომისია გაიანგარიშებს ზემოაღნიშნული საინვესტიციო პროექტების ექსპერტიზის მიერ ან/და დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ფარგლებში დადასტურებულ ღირებულებასა და ფაქტობრივ ღირებულებებს შორის სხვაობის პროცენტულ ოდენობას შესაბამისი სატარიფო წლის საექსპერტო დასკვნების წარმოდგენის ან/და დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ფარგლებში დადასტურების მიზნით კომისიის მიერ შერჩეულ საინვესტიციო პროექტების ჯამურ ღირებულებასთან მიმართებაში.

5. კომისია კონკრეტული სატარიფო წლის იმ სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან სარეკონსტრუქციო ტიპის საინვესტიციო პროექტების ღირებულებებს, რომელთა დადასტურებაც არ მომხდარა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ფარგლებში ან/და შესაბამისი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე, შეამცირებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული პროცენტული ოდენობით.“;

დ.ბ) 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. 2026-2030 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) შეადგენს 15.60-%-ს, რომლის კომპონენტების და მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთის (rsd) სიდიდეები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf) – 8.83%;

ბ) სესხის ღირებულება (rd) – 14.72%;

გ) ბაზრის რისკის პრემია (mp) – 4.79%;

დ) ქვეყნის დეფოლტ რისკი (ds) – 2.96%;

ე) ქვეყნის რისკი (cr) – 4.45%;

ვ) სექტორული რისკის კოეფიციენტი (β) – 0.85;

ზ) მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი (rsd) – 12.82%.“;

ე) „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №6) მე-14 მუხლის 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:

„23. 2026 სატარიფო წლისთვის გრძელვადიანი სესხის და დეპოზიტის ღირებულება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) გრძელვადიანი სესხის ღირებულება – 13.48%;

ბ) დეპოზიტის ღირებულება – 9.39%.“;

ვ) „ვ1“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბითუმო საჯარო მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი 61) მე-14 მუხლის 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. 2026 სატარიფო წლისთვის კაპიტალის და დეპოზიტის ღირებულება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) კაპიტალის ღირებულება (rd) – 13.48%;

ბ) დეპოზიტის ღირებულება – 9.39%.“.

ზ) „ვ2“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტრონერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი 62) მე-7 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება სატარიფო წლის დასაწყისისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

RAB start(t+1) = RAB end(t-1) – Dt (3),

სადაც:

RABstart(t+1)

რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება სატარიფო წლის (t+1) დასაწყისში (ლარი);

RABend(t-1)

რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება სატესტო წლის (t-1) ბოლოს (ლარი);

Dt

სატესტო წლის ბოლოს არსებული რეგულირებადი აქტივების ბაზის ტარიფის გაანგარიშების წლის (t) ცვეთა/ამორტიზაცია (ლარი).

“ .            

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე