დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 134/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.018769 |
|
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში (სსმ, 126, 01/10/2010, 430030000.22.022.016012) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ (დანართი №1): ა) მე-17 მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ იმ დოკუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილია წარმოების ფარგლებში და რომელიც გამოვლინდა ზეპირი მოსმენის მიმდინარეობისას. გარემოება, რომელიც არ იყო ასახული დოკუმენტაციაში ან არ გამოვლენილა ზეპირი მოსმენისას, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას.“; ა.ბ) მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო არ იზიარებს დაწესებულების ან/და ექსპერტთა ჯგუფის მოსაზრებას, რის საფუძველზეც შესაძლოა დაწესებულების სტატუსის მაძიებელს არ მიენიჭოს ან დაწესებულებას გაუუქმდეს ავტორიზაცია, საბჭო უფლებამოსილია გადადოს სხდომა არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადით და დაწესებულებისგან ან/და ექსპერტებისგან მოითხოვოს დამატებითი წერილობითი არგუმენტაციის წარმოდგენა.“; ბ) მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 საბჭოს სხდომაზე გამოუცხადებლობა; ე) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი და სააპელაციო საბჭოების საქმიანობის ეთიკის კოდექსით“ (შემდგომ – ეთიკის კოდექსი) დადგენილი მოთხოვნების და მე-19 და 191 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში;“; გ) მე-19 მუხლის: გ.ა) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. საბჭოს წევრი ვალდებულია დაიცვას ეთიკის კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. საბჭოს წევრის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის საკითხი განიხილება ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს მიერ შექმნილ ეთიკის კომისიაზე.“; გ.ბ) მე-5 და 51 პუნქტები ამოღებულ იქნეს; გ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საბჭოს სამდივნო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე უგზავნის სხდომის დღის წესრიგს და არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე შემდეგ დოკუმენტაციას: ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის საავტორიზაციო განაცხადს; ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას; გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილ არგუმენტირებულ პოზიციას და არსებობის შემთხვევაში – ამ წესის მე-15 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.“; დ) მე-19 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი: „მუხლი 191. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრის ინტერესთა კონფლიქტი 1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას საბჭოს წევრი არ მონაწილეობს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და კენჭისყრის პროცესებში. საბჭოს წევრი ასევე არ არის უფლებამოსილი, რომ საბჭოს სხდომაზე წარმოადგინოს დაინტერესებული მხარის – დაწესებულების ან ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის პოზიცია. 2. ინტერესთა კონფლიქტად ითვლება გარემოება, როდესაც საბჭოს წევრი: ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში; ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია; გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; დ) მონაწილეობდა მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი დაწესებულების დოკუმენტაციის შემუშავებაში; ე) უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მონაწილეობდა მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით შეფასების პროცესში; ვ) უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან ან იღებდა ანაზღაურებას სხვა სახის საქმიანობის ფარგლებში; ზ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს/წილებს იმ დაწესებულებაში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს; თ) მისი ოჯახის წევრი შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან; ი) არსებობს სხვა ნებისმიერი სახის პირადი ინტერესი ან/და გარემოება, რომელმაც შესაძლოა მოახდინოს გავლენა საბჭოს წევრის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაზე. 3. ამ მუხლის მიზნებისთვის, ახლო ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 4. ავტორიზაციის საბჭოს წევრი ვალდებულია ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ცენტრს ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე და საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადოს თვითაცილების შესახებ. ამასთანავე, საბჭოს წევრი ვალდებულია ცენტრის მიერ საბჭოს სხდომაზე განსახილველი დოკუმენტაციის მიღებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში პროაქტიულად შეამოწმოს და აცნობოს ცენტრს, ხომ არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი საბჭოს სხდომაზე განსახილველ რომელიმე საკითხთან მიმართებით. 5. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს ავტორიზაციის საბჭოს წევრის აცილების საფუძველი და საბჭოს წევრს არ განუცხადებია თვითაცილება, უფლება აქვს ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვის დაწყებამდე განუცხადოს მას აცილება. აცილების თაობაზე საკითხის განხილვის დაწყების შემდგომ განცხადება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აცილების საფუძველი იმ პირისათვის, რომელიც აცილებას მოითხოვს, ცნობილი გახდა ან წარმოიშვა სხდომაზე საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ. ამ შემთხვევაში აცილების თაობაზე საკითხის დაყენება დასაშვებია საბჭოს წევრების გადაწყვეტილების მისაღებად სათათბირო ოთახში გასვლამდე. 6. აცილების და თვითაცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს. 7. აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს ავტორიზაციის საბჭო ხმათა უმრავლესობით საბჭოს იმ წევრის მონაწილეობის გარეშე, რომლის აცილების/თვითაცილების საკითხიც განიხილება. აცილების თაობაზე საბჭომ შესაძლოა მოუსმინოს როგორც დაინტერესებულ მხარეს, რომელმაც განაცხადა აცილება, აგრეთვე საბჭოს წევრს, რომლის მიმართაც აცილების საკითხი იქნა დაყენებული.“; ე) მე-20 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო არ გაიზიარებს ექსპერტების შეფასებას, შეცვლის, დაამატებს ან ამოიღებს რეკომენდაციას, ვალდებულია მკაფიოდ და ნათლად, არგუმენტირებულად დაასაბუთოს აღნიშნული გადაწყვეტილება.“; ვ) 42-ე მუხლის: ვ.ა) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ იმ დოკუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილია წარმოების ფარგლებში და რომელიც გამოვლინდა ზეპირი მოსმენის მიმდინარეობისას. გარემოება, რომელიც არ იყო ასახული დოკუმენტაციაში ან არ გამოვლენილა ზეპირი მოსმენისას, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას.“; ვ.ბ) მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო არ იზიარებს დაწესებულების ან/და ექსპერტთა ჯგუფის მოსაზრებას, რის საფუძველზეც შესაძლოა დაწესებულების სტატუსის მაძიებელს არ მიენიჭოს ან დაწესებულებას გაუუქმდეს ავტორიზაცია, საბჭო უფლებამოსილია გადადოს სხდომა არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადით და დაწესებულებისგან ან/და ექსპერტთა ჯგუფისგან მოითხოვოს დამატებითი წერილობითი არგუმენტაციის წარმოდგენა.“; ზ) 43-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 საბჭოს სხდომაზე გამოუცხადებლობა; ე) ეთიკის კოდექსით დადგენილი მოთხოვნების და 44-ე და 441 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში;“; თ) 44-ე მუხლის: თ.ა) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. საბჭოს წევრი ვალდებულია დაიცვას ეთიკის კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. საბჭოს წევრის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის საკითხი განიხილება ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს მიერ შექმნილ ეთიკის კომისიაზე.“; თ.ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; თ.გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სამდივნო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე უგზავნის სხდომის დღის წესრიგს და არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე შემდეგ დოკუმენტაციას: ა) ავტორიზაციის მაძიებლის თვითშეფასების შევსებულ ფორმასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას; ბ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას; გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე ავტორიზაციის მაძიებლის/საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილ არგუმენტირებულ პოზიციას.“; ი) 44-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 441 მუხლი: „მუხლი 441. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრის ინტერესთა კონფლიქტი 1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას საბჭოს წევრი არ მონაწილეობს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და კენჭისყრის პროცესებში. საბჭოს წევრი ასევე არ არის უფლებამოსილი, რომ საბჭოს სხდომაზე წარმოადგინოს დაინტერესებული მხარის – დაწესებულების ან ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის პოზიცია. 2. ინტერესთა კონფლიქტად ითვლება გარემოება, როდესაც საბჭოს წევრი: ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში; ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია; გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; დ) მონაწილეობდა მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი პროგრამის შემუშავებაში. ე) უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მონაწილეობდა მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით შეფასების პროცესში; ვ) უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან ან იღებდა ანაზღაურებას სხვა სახის საქმიანობის ფარგლებში; ზ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს/წილებს იმ დაწესებულებაში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს; თ) მისი ოჯახის წევრი შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან; ი) არსებობს სხვა ნებისმიერი სახის პირადი ინტერესი ან/და გარემოება, რომელმაც შესაძლოა მოახდინოს გავლენა საბჭოს წევრის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაზე. 3. ამ მუხლის მიზნებისთვის, ახლო ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 4. ავტორიზაციის საბჭოს წევრი ვალდებულია ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ცენტრს ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე და საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადოს თვითაცილების შესახებ. ამასთანავე, საბჭოს წევრი ვალდებულია ცენტრის მიერ საბჭოს სხდომაზე განსახილველი დოკუმენტაციის მიღებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში პროაქტიულად შეამოწმოს და აცნობოს ცენტრს ხომ არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი საბჭოს სხდომაზე განსახილველ რომელიმე საკითხთან მიმართებით. 5. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს ავტორიზაციის საბჭოს წევრის აცილების საფუძველი და საბჭოს წევრს არ განუცხადებია თვითაცილება, უფლება აქვს ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვის დაწყებამდე განუცხადოს მას აცილება. აცილების თაობაზე საკითხის განხილვის დაწყების შემდგომ განცხადება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აცილების საფუძველი იმ პირისათვის, რომელიც აცილებას მოითხოვს, ცნობილი გახდა ან წარმოიშვა სხდომაზე საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ. ამ შემთხვევაში აცილების თაობაზე საკითხის დაყენება დასაშვებია საბჭოს წევრების გადაწყვეტილების მისაღებად სათათბირო ოთახში გასვლამდე. 6. აცილების და თვითაცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს. 7. აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს ავტორიზაციის საბჭო ხმათა უმრავლესობით საბჭოს იმ წევრის მონაწილეობის გარეშე, რომლის აცილების/თვითაცილების საკითხიც განიხილება. აცილების თაობაზე საბჭომ შესაძლოა მოუსმინოს როგორც დაინტერესებულ მხარეს, რომელმაც განაცხადა აცილება, აგრეთვე საბჭოს წევრს, რომლის მიმართაც აცილების საკითხი იქნა დაყენებული.“; კ) 45-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო არ გაიზიარებს ექსპერტების შეფასებას, შეცვლის, დაამატებს ან ამოიღებს რეკომენდაციას, ვალდებულია მკაფიოდ და ნათლად, არგუმენტირებულად დაასაბუთოს აღნიშნული გადაწყვეტილება.“; ლ) 70-ე მუხლის მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები: „9. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების ნაწილი, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ასევე განხორციელდეს ნახევრად დისტანციურად კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. 10. ნახევრად დისტანციური ფორმით განხორციელებული შეფასების წესი და პირობები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; მ) 74-ე მუხლის: მ.ა) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ იმ დოკუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილია წარმოების ფარგლებში და რომელიც გამოვლინდა ზეპირი მოსმენის მიმდინარეობისას. გარემოება, რომელიც არ იყო ასახული დოკუმენტაციაში ან არ გამოვლენილა ზეპირი მოსმენისას, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას.“; მ.ბ) მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო არ იზიარებს დაწესებულების ან/და ექსპერტთა ჯგუფის მოსაზრებას, რის საფუძველზეც შესაძლოა დაწესებულების სტატუსის მაძიებელს არ მიენიჭოს, ხოლო დაწესებულებას გაუუქმდეს ავტორიზაცია ან შეეზღუდოს სტუდენტთა მიღების უფლება, საბჭო უფლებამოსილია გადადოს სხდომა არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადით და დაწესებულებისგან ან/და ექსპერტებისგან მოითხოვოს დამატებითი წერილობითი არგუმენტაციის წარმოდგენა.“; ნ) 75-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ)არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 საბჭოს სხდომაზე გამოუცხადებლობა; ე) ეთიკის კოდექსით დადგენილი მოთხოვნების და 76-ე და 761 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში;“; ო) 76-ე მუხლის: ო.ა) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. საბჭოს წევრი ვალდებულია დაიცვას ეთიკის კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. საბჭოს წევრის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის საკითხი განიხილება ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს მიერ შექმნილ ეთიკის კომისიაზე.“; ო.ბ) მე-5-52 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ო.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სამდივნო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე უგზავნის სხდომის დღის წესრიგს და არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე შემდეგ დოკუმენტაციას: ა) ავტორიზაციის მაძიებლის თვითშეფასების შევსებულ ფორმასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას; ბ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას; გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე ავტორიზაციის მაძიებლის მიერ წარდგენილ არგუმენტირებულ პოზიციას.“; პ) 76-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 761 მუხლი: „მუხლი 761. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრის ინტერესთა კონფლიქტი 1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას საბჭოს წევრი არ მონაწილეობს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და კენჭისყრის პროცესებში. საბჭოს წევრი ასევე არ არის უფლებამოსილი, რომ საბჭოს სხდომაზე წარმოადგინოს დაინტერესებული მხარის – დაწესებულების ან ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის პოზიცია. 2. ინტერესთა კონფლიქტად ითვლება გარემოება, როდესაც საბჭოს წევრი: ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში; ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია; გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; დ) მონაწილეობდა მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი დაწესებულების დოკუმენტაციის შემუშავებაში; ე) უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მონაწილეობდა მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით შეფასების პროცესში; ვ) უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან ან იღებდა ანაზღაურებას სხვა სახის საქმიანობის ფარგლებში; ზ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს/წილებს იმ დაწესებულებაში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს; თ) მისი ოჯახის წევრი შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან; ი) არსებობს სხვა ნებისმიერი სახის პირადი ინტერესი ან/და გარემოება, რომელმაც შესაძლოა მოახდინოს გავლენა საბჭოს წევრის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაზე. 3. ამ მუხლის მიზნებისთვის, ახლო ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 4. ავტორიზაციის საბჭოს წევრი ვალდებულია ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ცენტრს ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე და საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადოს თვითაცილების შესახებ. ამასთანავე, საბჭოს წევრი ვალდებულია ცენტრის მიერ საბჭოს სხდომაზე განსახილველი დოკუმენტაციის მიღებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში პროაქტიულად შეამოწმოს და აცნობოს ცენტრს ხომ არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი საბჭოს სხდომაზე განსახილველ რომელიმე საკითხთან მიმართებით. 5. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს ავტორიზაციის საბჭოს წევრის აცილების საფუძველი და საბჭოს წევრს არ განუცხადებია თვითაცილება, უფლება აქვს ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვის დაწყებამდე განუცხადოს მას აცილება. 6. აცილების და თვითაცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს. 7. აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს ავტორიზაციის საბჭო ხმათა უმრავლესობით საბჭოს იმ წევრის მონაწილეობის გარეშე, რომლის აცილების/თვითაცილების საკითხიც განიხილება. აცილების თაობაზე საბჭომ შესაძლოა მოუსმინოს როგორც დაინტერესებულ მხარეს, რომელმაც განაცხადა აცილება, აგრეთვე საბჭოს წევრს, რომლის მიმართაც აცილების საკითხი იქნა დაყენებული.“; ჟ) 77-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო არ გაიზიარებს ექსპერტების შეფასებას, შეცვლის, დაამატებს ან ამოიღებს რეკომენდაციას, ვალდებულია მკაფიოდ და ნათლად, არგუმენტირებულად დაასაბუთოს აღნიშნული გადაწყვეტილება.“; რ) 95-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 საბჭოს სხდომაზე გამოუცხადებლობა; ე) ეთიკის კოდექსით დადგენილი მოთხოვნების და 96-ე და 961 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში;“; ს) 96-ე მუხლის: ს.ა) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. საბჭოს წევრი ვალდებულია დაიცვას ეთიკის კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. საბჭოს წევრის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის საკითხი განიხილება ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს მიერ შექმნილ ეთიკის კომისიაზე.“; ს.ბ) მე-5-52 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ს.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სამდივნო სააპელაციო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე უგზავნის საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე უგზავნის შემდეგ დოკუმენტაციას: ა) სააპელაციო საჩივარსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას; ბ) საავტორიზაციო დოკუმენტაციას; გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და მასზე მაძიებლის მოსაზრებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.“; ტ) 96-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 961 მუხლი: „მუხლი 961. სააპელაციო საბჭოს წევრის ინტერესთა კონფლიქტი 1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას საბჭოს წევრი არ მონაწილეობს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და კენჭისყრის პროცესებში. საბჭოს წევრი ასევე არ არის უფლებამოსილი, რომ საბჭოს სხდომაზე წარმოადგინოს დაინტერესებული მხარის – დაწესებულების ან ავტორიზაციის/აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის პოზიცია. 2. ინტერესთა კონფლიქტად ითვლება გარემოება, როდესაც საბჭოს წევრი: ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში; ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია; გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; დ) მონაწილეობდა მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი დაწესებულების დოკუმენტაციის შემუშავებაში; ე) უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მონაწილეობდა მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით შეფასების პროცესში; ვ) უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან ან იღებდა ანაზღაურებას სხვა სახის საქმიანობის ფარგლებში; ზ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს/წილებს იმ დაწესებულებაში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს; თ) მისი ოჯახის წევრი შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან; ი) არსებობს სხვა ნებისმიერი სახის პირადი ინტერესი ან/და გარემოება, რომელმაც შესაძლოა მოახდინოს გავლენა საბჭოს წევრის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაზე. 3. ამ მუხლის მიზნებისთვის, ახლო ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 4. სააპელაციო საბჭოს წევრი ვალდებულია ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ცენტრს ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე და საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადოს თვითაცილების შესახებ. ამასთანავე, საბჭოს წევრი ვალდებულია ცენტრის მიერ საბჭოს სხდომაზე განსახილველი დოკუმენტაციის მიღებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში პროაქტიულად შეამოწმოს და აცნობოს ცენტრს ხომ არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი საბჭოს სხდომაზე განსახილველ რომელიმე საკითხთან მიმართებით. 5. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო საბჭოს წევრის აცილების საფუძველი და საბჭოს წევრს არ განუცხადებია თვითაცილება, უფლება აქვს სააპელაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვის დაწყებამდე განუცხადოს მას აცილება. 6. აცილების და თვითაცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს. 7. აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს სააპელაციო საბჭო ხმათა უმრავლესობით საბჭოს იმ წევრის მონაწილეობის გარეშე, რომლის აცილების/თვითაცილების საკითხიც განიხილება. აცილების თაობაზე საბჭომ შესაძლოა მოუსმინოს როგორც დაინტერესებულ მხარეს, რომელმაც განაცხადა აცილება, აგრეთვე საბჭოს წევრს, რომლის მიმართაც აცილების საკითხი იქნა დაყენებული.“; უ) 99-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ იმ დოკუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილია წარმოების ფარგლებში და რომელიც გამოვლინდა ზეპირი მოსმენის მიმდინარეობისას. გარემოება, რომელიც არ იყო ასახული დოკუმენტაციაში ან არ გამოვლენილა ზეპირი მოსმენისას, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას.“; ფ) 1021 მუხლის: ფ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის ფორმა, საჩივრის შედგენისა და განხილვის წესი და პირობები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; ფ.ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. ავტორიზაციის მაძიებელი, საგანმანათლებლო დაწესებულება ან/და ავტორიზაციის პროცესში მონაწილე სხვა დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია წარადგინოს საჩივარი ავტორიზაციის საბჭოებისა და სააპელაციო საბჭოს წევრ(ებ)ის მიმართ ეთიკის კოდექსით დადგენილი მოთხოვნებისა და ამ დებულებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის ფორმა, საჩივრის შედგენისა და განხილვის წესი და პირობები მტკიცდება ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 2. ბრძანების 21 პუნქტით დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები (დანართი №3) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები