„შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/11/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016347
12
28/11/2025
ვებგვერდი, 01/12/2025
010260020.35.135.016347
„შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შუახევის მუნიციპალიტეტი
 

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2025 წლის 28 ნოემბერი

დაბა შუახევი

 

„შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შუახევის მუნიციალიტეტის საკრებულიო ადგენს:

მუხლი 1

„შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.135.016193) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 26მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 261. მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

1. მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა, კანონმდებლობით დადგენილი მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

ა) სახელი; 

ბ) გვარი; 

გ) პირადი ნომერი; 

დ) დაბადების თარიღი; 

ე) სქესი; 

ვ) მოქალაქეობა; 

ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ; 

თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ; 

ი) ფოტოსურათი. 

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა. 

4. ამ მუხლის მიზნებისთვის მერია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით და მკაცრად რეგლამენტირებულად.

5. ამ მუხლის მიზნებისთვის  მერია, ასევე მოიცავს  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეიაგო დავითაძე