ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 სექტემბრის №85 დადგენილებით დამტკიცებულ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესში“ ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/11/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016587
19
28/11/2025
ვებგვერდი, 03/12/2025
010250020.35.139.016587
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 სექტემბრის №85 დადგენილებით დამტკიცებულ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესში“ ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2025 წლის 28 ნოემბერი

ქ. ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 სექტემბრის №85 დადგენილებით დამტკიცებულ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესში“ ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 სექტემბრის №85 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 010250020.35.139.016475, 26/09/2022) დამტკიცებულ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის“:

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა, ასევე პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.“; 

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. იმ შემთხვევაში, თუ 30 დღის ვადაში პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი არ მიმართავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას/სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის დაბრუნების მიზნით, ასევე  დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ჯარიმას და არ აანაზღაურებს პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით მოხდება  დაკისრებული ჯარიმის ან/და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების დაფარვა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ფერაძე