დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1141-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 09/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010000.04.001.018158 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ჰ13“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ13) ვირტუალური აქტივის მომსახურება − კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა/ადმინისტრირება, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი პორტფელის მართვა (გარდა კოლექტიური პორტფელის მართვისა) ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება ან/და ასეთი ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა ან/და პირველადი შეთავაზება ან/და პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული ვირტუალური აქტივის მომსახურება;“. 2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობის განსაზღვრა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობა არ შეიძლება იყოს ეროვნულ ბანკში არსებულ საშუალო ხელფასზე ნაკლები. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობას განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო.“. 3. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32. კომერციული ბანკების, მიკრობანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, სხვა ფინანსური ინსტიტუტების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და საპენსიო ფონდის ანგარიშები, სარეზოლუციო ფონდი ეროვნულ ბანკში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ჰქონდეს კომერციული ბანკების, მიკრობანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილე რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და საპენსიო ფონდის ანგარიშები და მიიღოს მათგან დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნებისთვის გახსნას ანგარიში − სარეზოლუციო ფონდი.“. 5. 48-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერსა და სესხის გამცემ სუბიექტს დაუდგინოს მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვის (მათ შორის, მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების) წესი.“. 6. 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) განსაკუთრებულ შემთხვევაში საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების მიზნით კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისთვის დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები: საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, დამატებით დაუწესოს დასვენების დღეები, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული უქმე დღეები ან/და შაბათი ან/და კვირადღე გამოაცხადოს საბანკო დღეებად/დღედ; დაუწესოს გარკვეული შეზღუდვები ან/და გაათავისუფლოს შეზღუდვებისგან და განახორციელოს საფინანსო სისტემის მდგრადობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი სხვა ქმედება;“. 7. 525 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 525. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობა 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) ზედამხედველობა გაუწიოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას; ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის კაპიტალის წარმოშობის წყაროების, აგრეთვე მისი მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ); გ) სამართლებრივი აქტით დაუდგინოს მოთხოვნები ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის მფლობელს/მფლობელებს; დ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორის/ადმინისტრატორების შესაფერისობის კრიტერიუმები; ე) ადგილზე ან/და დისტანციურად შეამოწმოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან ან/და თავის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი, აგრეთვე მოითხოვოს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თავის მიერ განსაზღვრული ფორმით მიიღოს მისგან ნებისმიერი (მათ შორის, კონფიდენციალური) ინფორმაცია; ვ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს ან/და საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული სახის საქმიანობის/ოპერაციების განხორციელება (მათ შორის, ვირტუალური აქტივის სახეების მიხედვით), აგრეთვე სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან/პროვაიდერებთან საქმიანი ურთიერთობა, რომელიც/რომლებიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ მომეტებულ რისკებს ან/და საერთაშორისო ფინანსური სანქციების გვერდის ავლის რისკს წარმოშობს/წარმოშობენ, აფერხებს/აფერხებენ განხორციელებული ტრანზაქციების მიკვლევადობას ან/და ზედამხედველობის განხორციელებას; ზ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ვირტუალური აქტივის გადაცემისას თანმხლები ინფორმაცია; თ) ამ კანონისა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების დარღვევისთვის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერსა და პროვაიდერის ადმინისტრატორს თავის მიერ დადგენილი წესით დააკისროს სანქცია (მათ შორის, ფულადი ჯარიმა); ი) განსაზღვროს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგულირების წესი, მათ შორის, ვირტუალური აქტივის მომსახურების კატეგორიიდან გამომდინარე, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები; კ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა და გაანგარიშების წესი, აგრეთვე კაპიტალისა და აქტივების (მათ შორის, ვირტუალური აქტივების) მიმართ კრიტერიუმები და მოთხოვნები; ლ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს დაუდგინოს ვირტუალური აქტივის შენახვის, რისკების (მათ შორის, საოპერაციო და კიბერუსაფრთხოების რისკების) მართვის სტანდარტები და მოსთხოვოს რისკების მართვის საერთო ჩარჩოსა და შიდა კონტროლის ეფექტიანობის უზრუნველყოფა; მ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტები; ნ) გარკვეული ვადით ან/და პირობით გაათავისუფლოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი თავის მიერ დადგენილი ნორმების დაცვის ვალდებულებისგან; ო) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესი; პ) ნორმატიული აქტით დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები. 2. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესები დგინდება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. 3. დაუშვებელია ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელება იმ პირის მიერ, რომელიც არ არის ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება. 4. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს ეკრძალება ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევის, ამ მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობისა და საკუთარი ვირტუალური აქტივის გადაცვლის გარდა სხვა საქმიანობის განხორციელება. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.“. 8. 641 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს დაუდგინოს მომხმარებლის უფლებების დაცვის (მათ შორის, მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების) წესი.“. 9. 70-ე მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტები ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 9 დეკემბერი 2025 წ. N1141-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები