„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1155-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 470010000.05.001.102899
1155-IVმს-XIმპ
09/12/2025
ვებგვერდი, 15/12/2025
470010000.05.001.102899
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს, გაამჟღავნოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში შესატანად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

9 დეკემბერი 2025 წ.

N1155-IVმს-XIმპ