„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1210-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.102920
1210-IVმს-XIმპ
10/12/2025
ვებგვერდი, 17/12/2025
430060000.05.001.102920
„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.016510) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემია (შემდგომ − აკადემია);“;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია (შემდგომ – სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია).“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკადემია, სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება:

ა) ახორციელებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას;

ბ) პროფესიული განვითარების, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დახვეწის მიზნით ახორციელებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სწავლებას;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

„მუხლი 121. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება

ამ კანონით განსაზღვრული სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უზრუნველსაყოფად ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაზე, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამას, ასევე სათანადო სასწავლო პროგრამას ან კურსს.“.

მუხლი 2

1.  ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი  ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

10 დეკემბერი 2025 წ.

N1210-IVმს-XIმპ