საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1320-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 02/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016126
1320-IVმს-XIმპ
17/12/2025
ვებგვერდი, 23/12/2025
010190030.06.001.016126
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.05.2025, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016122) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარლამენტის წევრი ვალდებულია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში აანალიზებს სათანადო ორგანოების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.“.

2. 147-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის საკითხთან დაკავშირებით გენერალური აუდიტორის მოთხოვნისთანავე მისი მოსმენის ფარგლებში გენერალური აუდიტორი კომიტეტს წარუდგენს აგრეთვე:

ა) ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების თაობაზე და მოსაზრებებს აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ;

ბ) მოსაზრებებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.“.

3. 164-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 164. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის საკითხთან დაკავშირებით გენერალური აუდიტორის ანგარიში

1. გენერალური აუდიტორი პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 ივნისისა, წარუდგენს ანგარიშს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შესახებ.

2. გენერალური აუდიტორი პარლამენტს ასევე წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე–138-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებებისა და იმავე კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს. აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტის ბიურო გადასცემს პარლამენტის შესაბამის კომიტეტსა და ნდობის ჯგუფს.“.

4. 174-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის დამტკიცება“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის დამტკიცებისას პარლამენტი მსჯელობს აგრეთვე ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და სხვა სათანადო სახელმწიფო უწყებების მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ წინადადებებზე.“;

გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 175-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ რეგლამენტის 161-ე და 163-ე მუხლებით, 164-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 165-ე, 166-ე, 169-ე−173-ე, 217-ე და 218-ე მუხლებით გათვალისწინებული ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის, ფრაქციის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნულის მოთხოვნის უფლება შესაბამის სუბიექტს (გარდა წამყვანი კომიტეტისა) აქვს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით ანგარიშის თაობაზე დასკვნის პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.“.

6. 191-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. 209-ე და 210-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ამ რეგლამენტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 164-ე მუხლით განსაზღვრული ანგარიში საქართველოს პარლამენტს 2026 წელს არ წარედგინება.

მუხლი 3. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

17 დეკემბერი 2025 წ.

N1320-IVმს-XIმპ