„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1278-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.102931
1278-IVმს-XIმპ
17/12/2025
ვებგვერდი, 18/12/2025
240140000.05.001.102931
„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 28 მაისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.017771).

მუხლი 2

1. 2026 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი და გაუქმდეს საქართველოს ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილის/მოადგილეების თანამდებობები. აღნიშნული თარიღიდან შეწყდეს საქართველოს ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილებები, საქართველოს  ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომლის უფლებამოსილება და შრომითი ურთიერთობა, აგრეთვე საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი ურთიერთობა (ასეთი სამართლებრივი ურთიერთობების არსებობის შემთხვევაში).

2. საქართველოს ბიზნესომბუდსმენს, მის მოადგილეს/მოადგილეებს და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომელს, რომლებსაც 2026 წლის 1 იანვრიდან შეუწყდებათ უფლებამოსილება და შრომითი ურთიერთობა, 2026 წლის 1 იანვრიდან 1 თვის განმავლობაში მიეცეს ერთჯერადი კომპენსაცია, თუ აღნიშნული პირი ამ მუხლის ამოქმედებიდან 2026 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში არ დაიწყებს ანაზღაურებად საქმიანობას საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში. ამ კომპენსაციის ოდენობაა შესაბამისი პირისთვის ბოლოს განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს სამმაგი ოდენობა.

3. 2025 წლის 31 დეკემბერს თანამდებობაზე მყოფმა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა 2026 წლის 1 იანვრიდან დაიკავოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის თანამდებობა და განახორციელოს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება.

4. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ბალანსზე რიცხული ქონების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის კუთვნილი სამსახურებრივი დოკუმენტაციის 2026 წლის 1 იანვრიდან განკარგვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

17 დეკემბერი 2025 წ.

N1278-IVმს-XIმპ