გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 201
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016075
201
12/12/2025
ვებგვერდი, 17/12/2025
000000000.00.148.016075
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი

 

გორის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

განკარგულება №201

2025 წლის 12 დეკემბერი

ქ. გორი

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის მანუჩარ ლაფაჩის   ინიციატივა, რომლითაც ითხოვს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთში არსებულ №4 ქუჩას, №4 ქუჩის I და II ჩიხებს №3 და №8 ქუჩებს გადაერქვას ძველი სახელწოდება და ეწოდოს გამოჩენილი ქართველი სპორტსმენის, საზოგადო მოღვაწის კობა კურტანიძის სახელი, ხოლო №3 ქუჩის გარკვეულ მონაკვეთს ეწოდოს კობა კურტანიძის I შესახვევი (იხ.დანართი).

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის  24 ოქტომბრის №49 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების,  ასევე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,  

1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთში არსებულ №4 ქუჩას, №4 ქუჩის I და II ჩიხებს, №3 და №8 ქუჩებს გადაერქვას ძველი სახელწოდება და ეწოდოს გამოჩენილი ქართველი სპორტსმენის, საზოგადო მღვაწის კობა კურტანიძის სახელი, ხოლო №3 ქუჩის გარკვეულ მონაკვეთს ეწოდოს კობა კურტანიძის I შესახვევი (იხ.დანართი).

2. განკარგულება ძალაში შევიდეს  ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                               მარლენ ნადირაძე